მაქსიდექსი 

 

საერთაშორისო დასახელება: DEXAMETHASONE

მწარმოებელი: ALCON, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: დექსამეტაზონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოსტეროიდული ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 0.1%: პლასტიკურ ჭურჭულში 5 მლ დროპ-ტეინერი საწვეთურით.

1 მლ

დექსამეტაზონი ..............   1 მგ

თვალის მალამო 0.1%: ტუბში 3.5 გ

1 გ

დექსამეტაზონი................. 1 მგ

კონსერვანტები:

მეთილპარაბენი .............    0.05%

პროპილპარაბენი.............   0.01%

ნეიტრალური ნივთიერებები:

თეთრი ვაზელინი, თხიერი ლანოლინი.

ჩვენებები:

  • კონიუქტივის, რქოვანას, თვალის კაკლის ანთებითი პროცესები, ასევე ალერგიული კონიუქტივიტი, კერატიტი, ირიტი, ციკლიტი.
  • თვალის ზოგიერთი დაავადებები: არაჩირქოვანი კონიუქტივიტი მათ შორის სეზონურ-ალერგიული, კატარალური; თერმული და ქიმიური დამწვრობა.
  • ანთებითი რეაქციის დასათრგუნად პოსტოპერაციულ პერიოდში.

მიღების წესები და დოზირება:

ადგილობრივად 1-2 წვეთი.

მწვავე ანთებითი პროცესის შემთხვევაში:

ყოველ 30-60 წუთში, მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად ჩაწვეთების ჯერადობა მცირდება ყოველ 2-4 საათში. შემდგომში დღეში 3-4-ჯერ, თუ ეს საკმარისია ანთების შესამცირებლად.

თუ დადებითი შედეგი მიღწეული არ იქნა 3-4 დღის შემდეგ, შესაძლებელია დამატებით სისტემური ან ადგილობრივი მკურნალობა.

ქრონიკული ადგილობრივი პროცესების დროს:

1-2 წვეთი ყოველ 3-6 საათში.

ალერგიის დროს 1-2 წვეთი ყოველ 3-4 საათში, სასურველი ეფექტის მიღწევამდე.

მალამო დაიტანება ქვედა ქუთუთოს არეში 4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

სტეროიდების ხანგრძლივმა ადგილობრივმა გამოყენებამ ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება, რის გამოც რეკომენდებულია თვალშიდა წნევის რეგულარულად გაზომვა.

უკუჩვენებები:

* მარტივი ჰერპესი, რქოვანას და კონიუქტივას რიგი სხვა ვირუსული დაავადებები, თვალის ტუბერკულოზი, თვალის სოკოვანი დაავადებები, მწვავე ჩირქოვანი დაავადებები.

განსაკუთრებული მითითებები:

გაფრთხილებაინტენსიურმა და ხანგრძლივმა კორტიკოსტეროიდულმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს კატარაქტის განვითარება.

კვლევებით არ არის დადგენილი პრეპარატის უარყოფითი ზემოქმედება ორსულობის პერიოდში, ამიტომ ორსულებში იგი სიფრთხილით ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო აუცილებლობის შემთხვევაში.

უსაფრთხოების ზომები: მკურნალობის პროცესში თუ არ მოხდა ანთებითი პროცესის ჩაცხრომა, უნდა დაინიშნოს სხვა სახის მკურნალობა. იშვიათად პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია