ფორმა, შეფუთვა: თეთრი დრაჟეები. ერთი დრაჟე შეიცავს 200 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში დევს 1 ან 2 ბლისტერი, რომელზეც  10  ცალი დრაჟეა.

შემადგენლობა: იბუპროფენი (Ibuprofen)

მწარმოებელი: იტალია.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სამკურნალო საშუალება იბუპროფენის მოქმედებით არის განპირობებული. კერძოდ, მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი სწრაფი და ეფექტური მოქმედება.

ჩვენება:

  • თავის (შაკიკი, რევმატული) და სახსრების ტკივილი, კუნთებისა და ზურგის ტკივილი, ნევრალგიები, კბილის ტკივილი, მენსტრუალური ციკლის დროს არსებული ტკივილი, ანთებები, ცხელება, გაცივება და გრიპის სიმპტომები.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი: მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში საწყისი დოზაა 2 დრაჟე. მიღება სასურველია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება 1 ან 2 დრაჟე 4-6 საათში ერთხელ.

  • 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ექიმის კონსულტაციის გარეშე პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.
  • მიღებათა შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 6 სთ-ს. სასურველია ყველაზე მცირე ეფექტური დოზის გამოყენება. იმ შემთხვევაში, როდესაც დაავადების სიმპტომები შენარჩუნებულია 7 დღის განმავლობაში, ხოლო ცხელების - 3 დღეზე მეტხანს, საჭიროა ამის შესახებ ექიმის ინფორმირება.

გვერდითი მოვლენები: იშვიათია. მოსალოდნელია გულისრევა, კუჭის არეში ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, იშვიათად ალერგიული რეაქციები (კანის ქავილი და სხვა); აღნიშნული გვერდითი მოვლენები პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე ქრება. ძალიან იშვიათად აღინიშნება: კუჭის წყლული და მუქი ფერის განავალი. ასთმით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება სუნთქვის გაძნელება.

უკუჩვენება:

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
  • ასპირინთან ან სხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებთნ კომბინაცია;
  • იბუპროფენის, ასპირინის და/ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • ორსულობის ბოლო ტრიმესტრი;
  • მხედველობის ნერვის დაავადება.

განსაკუთრებული მითითებები: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე ანტიკოაგულანტების, დიურეზული და ჰიპოტენზიური საშუალებების რეგულარული გამოყენების, გულ-სისხლძარღვთა, თირკმელების, ღვიძლის დაავადებებისა და ასთმის შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ზედოზირება: ჭარბი დოზირების ნიშნებია თავის ტკივილი, ძილიანობა, გულისრევა ან წნევის დაქვეითება, რომლის დროსაც აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

შენახვის პირობები და ვადა: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 250C-მდე ტემპერატურაზე.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია