აზავიტი

ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი

შემადგენლობა:

ერთი კაფსულა შეიცავს:

ლუთეინი 6 მგ

ზეაქსანტინი 1 მგ

მოცვის ექსტრაქტი 100 მგ

ეუფრაზიის ექსტრაქტი 100 მგ

გინკგო ბილობა 100 მგ

ტაურინი  80 მგ

ვიტამინი  А  400  ს.ე.

ვიტამინი Е  3.6 მგ

ვიტამინი В1  1,5 მგ

ვიტამინი В2  3მგ

ვიტამინი B6  2 მგ

ვიტამინი С  60 მგ

ნიაცინი  4.8 მგ

თუთიის ოქსიდი 3 მგ

ქრომი  50 მკგ

სელენი  25 მკგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

აზავიტი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული კაროტინოიდები, ვიტამინები და მიკროელემენტები.

გამოყენების ჩვენებები:

აზავიტი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების კომპლექსური თერაპიისათვის:

- თვალების გადაღლა და გადაძაბვა ხანგრძლივი კითხვის, კომპიუტერთან მუშაობის, ავტომობილის მართვის, კონტაქტური ლინზების ტარების, მკვეთრი განათების ზემოქმედების შედეგად (ასთენოპიური სინდრომი, „მხედველობის გადაძაბვის“ სინდრომი)

- ჰემერალოპია (ადაპტაციის მექანიზმების გაუარესება ცუდი განათების პირობების მიმართ ან  სიბნელესადმი)

- აღდგენითი პერიოდი თვალზე ოპერაციული ჩარევის შემდეგ

- ბადურის ცენტრალური და პერიფერიული დისტროფია (ქორიორეტინალური დისტროფია)

- პირველადი გლაუკომა

- კატარაქტის პროფილაქტიკა

- ბადურის ასაკობრივი ცვლილებები, დეგენერაციული პროცესები, რეფრაქციის ანომალიები

- მიოპია, აკომოდაციის დარღვევა, „თვალის გადაღლის“ სინდრომი, ბადურის ანთებითი პროცესები

- რეტინოპათიის პროფილაქტიკა შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპერტონული დაავადების მქონე პაციენტებში

- მოხუცებულობითი კატარაქტის, სენილური მაკულოდისტროფიის, ბადურის სხვა დაავადებების პროფილაქტიკა

- ქსეროფთალმია

- კერატომალაცია

- კონტაქტური ლინზების ტარებით გამოწვეული გართულებების პროფილაქტიკა

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი :

მოზრდილებში და 3 წლის ასაკის ზემოთ  ბავშვებში: 1 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს. ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემების დროს, შესაძლებელია კაფსულის გახსნა და მისი შიგთავსის განზავება მცირე რაოდენობის სითხეში, კოვზზე. კურსის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 1-3 თვეს. მედიკამენტის მიღებამდე სასურველია ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

- ინდივიდუალური აუტანლობა ან მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის შემადგენლობაში არსებული კომპონენტების მიმართ

- ბავშვთა ასაკი 3 წლამდე

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები

სიფრთხილის ზომები:

არ არის რეკომენდებული მითითებული დოზის გადაჭარბება. მკურნალობის პროცესში შესაძლებელია აღინიშნოს შარდის შეფერვა ყვითლად (ამ სიმპტომს განაპირობებს პრეპარატის შემადგენლობაში არსებული რიბოფლავინი და მას კონკრეტული  კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს).

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშნულების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი ინდივიდუალურად.

მონაცემები ორსულებსა და მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით არ მოიპოვება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის რეკომენდებული სხვა პოლივიტამინებთან ერთად აზავიტის მიღება ჰიპერდოზირების განვითარების საშიშროების გამო.

ჰიპერდოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს სიმპტომური თერაპიის ჩატარება: აქტივირებული ნახშირის მიღება, კუჭის ამორეცხვა.

გამოშვების ფორმა:

30 კაფსულა ბლისტერზე გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა:

ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფის შიდა მხარეზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

Fortex Nutraceuticals Ltd, 1362 Prohladen kut str. სოფია, ბულგარეთი

მარკეტინგული ავტორიზაციის უფლების მფლობელია:

Rich Pharma LP, დიდი ბრიტანეთი

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია