საერთაშორისო დასახელება:
AZITHROMYCIN
მწარმოებელი: Pharmacare Int. Co./Pharmacare PLC Palestine Ramallah-St. Bitounia 3
მოქმედი ნივთიერება: აზიტრომიცინი
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი – აზალიდი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 კაფსულა შეიცავს:
აზიტრომიცინი ................ 250 მგ,
დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი, უწყლო ლაქტოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ინდიგოკარმინი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ჟელატინი.
ჩვენებები:
აზიკარი ნაჩვენებია მის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით განპირობებული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ: სასუნთქი გზების ინფექციები (ბრონქიტი, ბაქტერიული და ატიპიური პნევმონია), და ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციები (ანგინა, სინუსიტი, ტონზილიტი, შუა ოტიტი);
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, მეორადად ინფიცირებული დერმატოზები);
უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები (გაურთულებელი ურეთრიტი ან/და ცერვიციტი, რომელიც გამოწვეულია Neisseria gonorrhoeae, Clamydia trachomatis-ით.
მიღების წესები და დოზირება:
ჩვეულებრივი თერაპიული დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 500 მგ-ს მკურნალობის I დღეს, შემდეგ 250 მგ-ს დღეში, მკურნალობის კურსი 5 დღემდე.
ბავშვების დოზა შეადგენს 10 მგ/კგ სხეულის წონაზე 1-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი – 3 დღე.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და საკვებ პროდუქტებთან:
ურთიერთმოქმედი პრეპარატები |
ეფექტები |
ანტაციდები |
მცირდება აზიკარის შეწოვა, ამიტომ მას იყენებენ ანტაციდების მიღებამდე ერთი საათით ადრე, ან ანტაციდების მიღებიდან 2 საათში. |
ციტოქრომ P 450 სისტემითმეტაბოლიზირებადი პრეპარატები: |
სისხლის შრატში ჩამოთვლილი პრეპარატების დონის მომატება. |
დიგოაციკარეინი |
იზრდება დიგოაციკარეინის დონე სისხლის შრატში. |
ჭვავის რქის წარმოებულები |
ვაზოსპაზმი და პარესთეზია |
ვარფარინი |
ძლიერდება ანტიკოაგულაციური ეფექტი |
თეოფილინი |
იზრდება შრატში თეოფილინის კონცენტრაცია |
ტრიაზოლამი |
ქვეითდება ტრიაზოლამის კლირენსი, რაც იწვევს მისი ფარმაკოლოგიური ეფექტის გაძლიერებას |
საკვების ერთდროული მიღება ანელებს აზიკარის შეწოვას – აუცილებელია პრეპარატის დანიშვნა საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე, ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
დისკომფორტი მუცელში (ტკივილი, სპაზმი), გულისრევა, ღებინება, დიარეა, ღვიძლის ტრანსამინაზების დონის გარდამავალი მომატება, გამონაყარი კანზე.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა აზიტრომიცინის, სხვა აზიდების, მაკროლიდების მიმართ, ღვიძლის და თირკმელების მძიმე დაზიანებები, ორსულობა და ლაქტაცია.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები:
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის შესაძლებლობაზე:
პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების და ავტომობილის მართვაზე.
სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს. აზიკარის და ანტაციდების ერთდროული დანიშვნისას აუცილებელია 2 საათიანი ინტერვალის დაცვა პრეპარატის მიღებებს შორის.
შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ ადგილას.
აფთიაქიდან გაიცემა ექიმის რეცეპტით.
შენახვის ვადა:
2 წელი.