აზოტრინი
AZOTRIN
200 მგ/5 მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის
მიიღება პერორალურად.
- აქტიური ინგრედიენტი: ყოველი საზომი კოვზი (5 მლ) შეიცავს 209.64 მგ აზითრომიცინის დიჰიდრატს.
- დამხმარე საშუალებები: საქაროზა, სამფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, უწყლო, ნატრიუმის ბენზოატი (E211), ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა (E463), ქსანტანის გუმი (E415), საქარინის ნატრიუმი (E954), ბანანის არომატიზატორი, ჟოლოს არომატიზატორი.
ამ ინსტრუქციაში
1. რა არის აზოტრინი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ აზოტრინის გამოყენების წინ
3. როგორ გამოიყენება აზოტრინი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება აზოტრინი
1. რა არის აზოტრინი და რისთვის გამოიყენება
აზოტრინი არის თეთრი ფერის, ჰომოგენური ფხვნილი ბანანის-ჟოლოს არომატით პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად. შეფუთულია 15 მლ & 30 მლ თეთრი ფერის, პლასტმასის ბოთლებში და ყოველი საზომი კოვზი (5 მლ) შეიცავს 209.64 მგ აზითრომიცინის დიჰიდრატს.
აზოტრინი მიეკუთვნება მაკროლიდების სახელით ცნობილი ანტიბიოტიკების ჯგუფს. გამოიყენება ზოგიერთი ბაქტერიისა და სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ:
- გულ-მკერდის, ყელის ან ცხვირის ინფექციები (როგორიცაა ბრონქიტი, პნევმონია და სინუსიტი)
- Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტისა და ტონზილინის მკურნალობისას პენიცილინზე ალერგიის შემთხვევაში
- ყურის მწვავე ინფექციები (მწვავე შუა ყურის ანთება)
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (როგორიცაა აბსცესი ან ძირმაგარა)
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, გამოწვეული Chlamydia-ს მიერ
- რბილი ქსოვილების წყლულები, გამოწვეული Haemophilus ducreyi მიკროორგანიზმით და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, გამოწვეული არა მულტი-პრეპარატ-რეზისტენტული მიკროორგანიზმით Neisseria gonorrhoeae, თანმხლები ინფექციების გარეშე
2. რა უნდა იცოდეთ აზოტრინის მიღების წინ
არ გამოიყენოთ აზოტრინი შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ ალერგია აზოტრინის ან ნებისმიერი სხვა ანტიბიოტიკის მიმართ, როგორიცაა ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი ან აზოტრინის ნებისმიერი ინგრედიენტი. ალერგიულმა რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი ან ხიხინი.
- თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები.
- იღებთ რომელიმე ერგოტის წარმოებულებს, როგორიცაა ერგოტამინი (გამოიყენება მიგრენის სამკურნალოდ).
აზოტრინი გამოიყენეთ განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები
- თუ გაქვთ გულის დაავადებები
- თუ გაქვთ საზოგადოებაში გავრცელებული ინფექციური დაავადება
- თუ არსებობს ეჭვი სეპტიცემიაზე ან დიაგნოსტირებულია სეპტიცემია
- თუ იმყოფებით სტაციონარულ მკურნალობაზე
- თუ ხართ ხანდაზმული ასაკის ან ძლიერ დასუსტებული
- თუ გაქვთ ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები (იმუნური სისტემის დეფიციტი ან თანდაყოლილი ასპლენია/ქირურგიული ასპლენიის მდგომარეობა, სხვ.)
- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება
- როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, ექიმმა უნდა გააკონტროლოს მეორადი ინფექციის რისკი დასუსტებულ ორგანიზმში, არამგრძნობიარე ორგანიზმებით, მათ შორის, სოკოებით გამოწვეული ნებისმიერი სახის ინფექციის გამო
- თუ აღინიშნება დიარეა.
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ ან გეხებოდათ წარსულში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
აზოტრინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
აზოტრინზე გავლენას არ ახდენს საკვები ან სასმელი.
ორსულობა
ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
თუ ხართ ორსულად და ცდილობთ დაორსულებას, არ მიიღოთ აზოტრინი ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
აზოტრინი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობისას.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მკურნალობის დროს შენიშნავთ, რომ ხართ ორსულად.
ძუძუთი კვება
ცნობილი არ არის გადადის თუ არა აზითრომიცინი ადამიანის დედის რძეში. აზოტრინის სუსპენზია არ მიიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
პრეპარატის მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა.
მოსალოდნელი არ არის აზოტრინის ზემოქმედება ავტომობილების ან მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აზოტრინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ეს პრეპარატი შეიცავს საქაროზას. თუ ექიმმა ადრე გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, ამ პრეპარატის მიღების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს.
სხვა პრეპარატების გამოყენება
აზოტრინის მიღების წინ უთხარით თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს და აზოტრინის ან სხვა პრეპარატების შესახებ ნებისმიერი კითხვის ან წუხილის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
• ერგოტი ან ერგოტამინი
• ვარფარინი ან ნებისმიერი მსგავსი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების პრევენციისათვის.
• ციკლოსპორინი (გამოიყენება იმუნური სისტემის სუპრესიისთვის, ტრანსპლანტირებული ორგანოს ან ძვლის ტვინის უკუგდების პრევენციის და მკურნალობის მიზნით)
• დიგოქსინი (გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ)
• თეოფილინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ)
• ნელფინავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ)
თუ მოუნელებლობის პრობლემის გამო იღებთ ანტაციდებს, აზოტრინი უნდა მიიღოთ ანტაციდების მიღებამდე ერთი საათით ადრე ან მათი მიღებიდან ორი საათის შემდეგ.
იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ აზოტრინსა და რიფაბუტინს, აღინიშნება სისხლში სეგმენტირებული უჯრედების რაოდენობის დაქვეითება.
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს.
3. როგორ გამოიყენება აზოტრინი
მითითებები სათანადო გამოყენების და დოზის /მიღების ინტერვალის შესახებ:
როგორც წესი, აზოტრინის სუსპენზია გამოიყენება 45 კგ-მდე ასაკის ბავშვებში. შეიძლება ასევე გამოყენებული იყოს მოზრდილებსა და უფროსი ასაკის ბავშვებში, რომლებსაც უძნელდებათ ტაბლეტების გადაყლაპვა.
Chlamydia trachomatis, Haemophilus ducreyi or მგრძნობიარე Neisseria gonorrhoeae-ით გამოწვეული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობისას, დოზა არის 1000 მგ ერთ პერორალურ დოზაში.
S. pyogenes-ით გამოწვეული ტონზილიტის/ფარინგიტის მკურნალობისას, საერთო დოზა 5 დღის განმავლობაში არის 500 მგ 1-ელ დღეს და 250 მგ მომდევნო დღეებში (2., 3., 4. და 5. დღეს).
ყველა სხვა ჩვენებისათვის, საერთო დოზა არის 1500 მგ, რომელიც მიიღება დღეში 500 მგ-ს სახით, ზედიზედ 3 დღის განმავლობაში.
45 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში გამოიყენება მოზრდილებისათვის განკუთვნილი დოზა.
როგორც წესი, 45 კგ-მდე წონის ბავშვებისათვის დოზა შეადგენს 10 მგ ყოველ კგ სხეულის წონაზე, რომელიც მიიღება ერთჯერადი სადღეღამისო დოზის სახით 3 დღის განმავლობაში.
სტრეპტოკოკური ფარინგიტის მკურნალობის გარდა, საერთო დოზა ბავშვებისათვის არის 30 მგ/კგ, რომელიც მიიღება ერთჯერადი 10 მგ დოზის სახით კგ სხეულის წონაზე დღეში, 3 დღის განმავლობაში ან ალტერნატიულად, 5 დღის განმავლობაში, დაწყებული ერთჯერადი 10 მგ დოზით კგ-ზე პირველ დღეს, შემდეგ დღეში 5 მგ კგ-ზე მომდევნო 2-5 დღეს.
ყურის მწვავე ინფექციების სამკურნალოდ შეიძლება ერთჯერადი 30 მგ დოზის მიღება კგ-ზე ან ზემოთ განსაზღვრული დოზები.
ბავშვებში სტრეპტოკოკური ფარინგიტის დროს, აზითრომიცინი ეფექტური აღმოჩნდა, როდესაც ის მიიღებოდა ბავშვებში ერთჯერადი დოზით 10 მგ კგ-ზე დღეში ან 20 მგ კგ-ზე დღეში, 3 დღის განმავლობაში, მაქსიმუმ დღეში 500 მგ.
ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ზემოთ განსაზღვრულისგან განსხვავებული სამკურნალო დოზები.
მიღების გზა და წესი:
მიიღება პერორალურად.
სუსპენზიის მომზადება:
ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ, აავსეთ კოლოფში არსებულ ჭიქა ადუღებული და შეგრილებული წყლით ჭიქაზე არსებულ ხაზამდე და წყალი მთლიანად დაამატეთ ფხვნილის შემცველ ბოთლში, დაახურეთ თავსახური და შეანჯღრიეთ. სუსპენზიის მომზადების შემდეგ, პირველი დოზის მიღებამდე დაიცადეთ 5 წუთი. ბოთლი შეანჯღრიეთ ყოველი გამოყენების წინ.
საზომი კოვზის გამოყენება:
გამოიყენეთ მომზადებული სუსპენზია ექიმის მიერ დანიშნული დოზით, დოზების ოდენობის მანიშნებელი ხაზების მქონე საზომი კოვზის საშუალებით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
აზოტრინის სუსპენზიის ბავშვებში გამოყენების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ზემოთ.
აზითრომიცინის გამოყენება რეკომენდებული არ არის 6 თვეზე მეტი ასაკის ჩვილებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულებში გამოიყენება ის დოზა, რაც მოზრდილ პაციენტებში.
მიღების განსაკუთრებული პირობები:
თირკმლის უკმარისობა:
დოზის კორექცია საჭირო არ არის, თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის საშუალო ან მსუბუქი ხარისხის დარღვევა. თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, აზითრომიცინი მიიღეთ სიფრთხილით.
ღვიძლის უკმარისობა:
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო დარღვევა, შეიძლება იმ დოზის გამოყენება, რაც ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში.
არ გამოიყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობისას.
თუ ფიქრობთ, რომ აზოტრინის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი აზოტრინი, ვიდრე უნდა მიგეღოთ:
შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ, თუ მიიღეთ იმაზე მეტი აზოტრინი, ვიდრე უნდა მიგეღოთ. ასეთ შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას. თან იქონიეთ პრეპარატი.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი აზოტრინი, ვიდრე უნდა მიგეღოთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ აზოტრინის მიღება:
თუ დაგავიწყდათ აზოტრინის მიღება, მიიღეთ, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგი დოზა მიიღეთ დანიშნულ დროს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
შესაძლო გვერდითი ეფექტები აზოტრინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ:
თუ შეწყვეტთ აზოტრინის მიღებას დანიშნულ ვადაზე ადრე, ინფექცია შეიძლება ხელახლა განვითარდეს.
აზოტრინი მიიღეთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ. არ შეწყვიტოთ აზოტრინის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენების შესახებ, რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები იმ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან აზოტრინის ინგრედიენტების მიმართ.
დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს, თუ ამ პრეპარატის მიღების შემდეგ განვითარდა რომელიმე შემდეგი სიმპტომი. ეს სიმპტომები იშვიათია, მაგრამ შეიძლება იყოს მძიმე ხარისხის.
- აზოტრინის გამოყენებისას: არარეგულარული გულის დარტყმები, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა
- უეცარი ხიხინი
- სუნთქვის გაძნელება
- ქუთუთოების შეშუპება
- სახის ან ტუჩების შეშუპება
- გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით მთელს სხეულზე).
ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს აზოტრინის მიღებისას, ჩამოთვლილი ქვემოთ. ეს ეფექტები შეიძლება გავიდეს მკურნალობის დროს, მას შემდეგ, რაც ორგანიზმი შეეჩვევა პრეპარატს. უთხარით თქვენს ექიმს, თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაწუხებთ.
გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია ქვემოთ მოცემული კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში
ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან ერთზე მეტ პაციენტში
არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან ერთზე მეტ პაციენტში
იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან ერთზე მეტ პაციენტში
ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
ცნობილი არ არის: შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების
საფუძველზე
ძალიან ხშირი:
დიარეა
მუცლის ტკივილი
გულისრევა
მუცლის შებერილობა
ხშირი:
თავის ტკივილი, სტუპორი
ჩხვლეტა ან დაბუჟება
გემოს დარღვევა, მადის დაკარგვა
მხედველობის დარღვევები, შეგრძნებების დაკარგვა
ღებინება, მოუნელებლობა
გამონაყარი, ქავილი
სახსრების ტკივილი
ლიმფოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა) დაბალი რაოდენობა და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა) მაღალი რაოდენობა
ბიკარბონატის დაბალი შემცველობა სისხლში
დაღლილობა
არახშირი:
პირის ღრუსა და საშოს საფუარული ინფექცია
ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობის) და ნეიტროფილების (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობის) დაბალი რაოდენობა
სხვადასხვა სიმძიმის ალერგიული რეაქციები
გენერალიზებული გამონაყარი და კანის აქერცვლა
კანის მძიმე რეაქციები სინათლის ან მზის ზემოქმედების შედეგად
ჭინჭრის გამონაყარი
ნერვოზულობა
შეხების გრძნობის დაქვეითება
ძილიანობა
უძილობა
ტინიტი, სმენის ფუნქციის დარღვევა (შეუქცევადი)
არარეგულარული გულის დარტყმები
ყაბზობა
ღვიძლის ანთება
ტკივილი გულ-მკერდის არეში
ფიზიკური ძალების დაკარგვა
შეშუპება
ზოგადი დისკომფორტი
დარღვევები ლაბორატორიული ანალიზის მაჩვენებლებში (მაგ. სისხლის ან ღვიძლის ტესტები)
ღებინება (სისხლიანი ან უსისხლო) მუცლის ტკივილით
იშვიათი:
აგზნება
თავბრუსხვევა (ვერტიგო)
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
დამატებითი გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვითარდება პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში
ცნობილი არ არის:
აგრესია, აგზნება, კრუნჩხვები, ჰიპერაქტიურობა, გონების დაკარგვა
ყნოსვის დაკარგვა ან ყნოსვის გრძნობის ცვლილება, გემოს დაკარგვა
გულის არითმია, ტაქიარითმია, არითმია
დაბალი არტერიული წნევა
პანკრეატიტი, ენის ფერის შეცვლა, კანზე სერიოზული რეაქციები
ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია, სიყვითლე, კანის სიწითლე
თირკმლის უკმარისობა, თირკმლის ანთება
დარღვევები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ)
მუცლის ტკივილი, ასოცირებული ცხელებასთან და დიარეასთან
სისხლდენის ან სისხლნაჟღენთების იოლად განვითარება
დაღლილობა მუქი შეფერილობის შარდით
კუნთების ლოკალური სისუსტე
გვერდითი ეფექტების ინფორმირება
მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ განვითარდა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციაში. გარდა ამისა, ინფორმაცია გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ მიაწოდეთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს, რისთვისაც უნდა ეწვიოთ ვებ-გვერდს www.titck.gov.tr, „პრეპარატის გვერდითი ეფექტის ინფორმირება“ ან დარეკეთ ნომერზე 0800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
თუ განვითარდა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის წინამდებარე ინსტრუქციის ფურცელში, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება აზოტრინი
აზოტრინი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 30°C-მდე გახსნამდე. გახსნილი ფორმით სტაბილურია 5 დღის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე 30°C-მდე შენახვისას.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად
არ გამოიყენოთ აზოტრინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ აზოტრინი, თუ შენიშნავთ, რომ პროდუქტი და/ან შეფუთვა დაზიანებულია ან რაიმე დეფექტი აქვს.
არ გადაყაროთ ვადაგასული პრეპარატები ან პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ასეთი პრეპარატები მიაწოდეთ გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ორგანოს.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
Biofarma İlaç San. ve Tic. A.Ş.
აკპინარ მაჰ. ოსმანგაზი კად. N: 156
სანჯაქტეპე/სტამბოლი/თურქეთი
ტელ: (0216) 398 10 63
ფაქსი: (0216) 398 10 20
მწარმოებელი:
Biofarma İlaç San. ve Tic. A.Ş.
აკპინარ მაჰ. ოსმანგაზი კად. N: 156
სანჯაქტეპე/სტამბოლი/თურქეთი
ტელ: (0216) 398 10 63
ფაქსი: (0216) 398 10 20