ფორმა, შეფუთვა: 1. საწვეთურიან ფლაკონში ასხია 10 მლ 2% თვალის წვეთები. 1 მლ შეიცავს 20 მგ აქტიურ ნივთიერებას.

2. საწვეთურიან ფლაკონში ასხია 10 მლ 4% თვალის წვეთები. 1 მლ შეიცავს 40 მგ აქტიურ ნივთიერებას.

შემადგენლობა: ნატრიუმის კრომოგლიკატი (Sodium Cromoglicate);

მწარმოებელი: World Medicine (დიდი ბრიტანეთი)

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიალერგიული საშუალება, რომელიც გამოიყენება  ადგილობრივად ოფთალმოლოგიაში.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: აიკროლის შემადგენლობაშიც შედის კრომოგლიცის მჟავის დინატრიუმის მარილი, რომლის  მემბრანომასტაბილიზებელ მოქმედებაში მდგომარეობს პრეპარატის თერაპიული ეფექტი. მემბრანომასტაბილიზებელი მოქმედების შედეგად ფერხდება პოხიერი უჯრედების დეგრანულაცია და მათგან ჰისტამინის, ბრადიკინინის, ლეიკოტრიენების (მათ შორის, ანაფილაქსიის ნელა მორეაგირე სუბსტანციის), პროსტაგლანდინებისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფა; პრეპარატი უზრუნველყოფს ალერგიული და ანთებითი რეაქციების განვითარების თავიდან აცილებასა და აქედან გამომდინარე იგი განსაკუთრებით ეფექტურია პროფილაქტიკური თვალსაზრისით. თვალის ალერგიული დაავადებების დროს სრული კლინიკური ეფექტი დგება რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ.

ჩვენება:

  • ალერგიული კონიუნქტივიტი (მწვავე, ქრონიკული, გაზაფხულის);
  • ალერგიული კერატიტი და კერატოკონიუნქტივიტი;
  • "მშრალი თვალის" სინდრომი;
  • ალერგიული რეაქციებით (გარემო ფაქტორები, პროფესიული მავნე პირობები, საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები, კოსმეტიკური საშუალებები, ოფთალმოლოგიური პრეპარატები, მცენარეები და შინაური ცხოველები) განპირობებული თვალების გადაძაბვა და დაღლა.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი პრეპარატის ჩაწვეთება ხდება კონიუნქტივალურ პარკში. ჩაწვეთების სიხშირე დამოკიდებულია ანთებითი პროცესის სიმძიმეზე.

4 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში ინიშნება 2% ხსნარის 1-2 წვეთი ორივე თვალში 4-6-ჯერ დღე-ღამეში დროის თანაბარი ინტერვალებით (კლინიკური ეფექტის მიღწევის შემდეგ ინტერვალი თანდათან უნდა გაიზარდოს);

მოზრდილებსა და მოზარდებში ხდება 4% ხსნარის 1-2 წვეთის ჩაწვეთება ორივე თვალში  4-6-ჯერ (8-მდე) დღე-ღამეში დროის თანაბარ ინტერვალებში (კლინიკური ეფექტების მიღწევის შემდეგ ინტერვალი თანდათან უნდა გაიზარდოს).

გვერდითი მოვლენები: თვალში ხანმოკლე წვა და მხედველობის დაქვეითება, კონიუნქტივის ჰიპერემია და შეშუპება, ცრემლდენა, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, სიმშრალე თვალების გარშემო.

უკუჩვენება:

  • პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
  • პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითებები: აიკროლი გამოიყენება შეიძლება მხოლოდ ადგილობრივად. თუ თვალის წვეთების გამოყენების შემდეგ კონიუნქტივალური ჰიპერემია მატულობს ან გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, საჭიროა პრეპარტის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული რბილი კონტაქტური ლინზების ტარება. კონტაქტური ლინზების გამოყენებისას ჩაწვეთებამდე აუცილებელია მათი მოხსნა, რის შემდეგაც ლინზების გაკეთება შეიძლება პრეპარატის ჩაწვეთებიდან მხოლოდ 15-20 წუთის შემდეგ.

ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით პაციენტი უნდა მოერიდოს საწვეთურის თავის მოხვედრას რაიმე ზედაპირზე. ყოველი გამოყენების შემდეგ აუცილებელია ფლაკონის დახურვა. დაუშვებელია საწვეთურის შეხება თვალზე.

პაციენტებისათვის, რომლებსაც აიკროლის თვალის წვეთების გამოყენების შემდეგ აღენიშნებათ მხედველობის სიმკვეთრის დროებითი დაქვეითება, არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა ან ტექნიკასთან, დაზგებთან ან სხვა რთულ დანადგარებთან მუშაობა.

ზედოზირება: პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ  არ არსებობს მონაცემები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: აიკროლი ამცირებს გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველი ოფთალმოლოგიური საშუალებების გამოყენების საჭიროებას.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი უნდა იქნას შენახული ბავშვისთვის მუიუწვდომელ ადგილს, არ უმეტეს 25oC ტემპერატურაზე. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება ერთი თვის განმავლობაში. აიკროლი ვარგისიანია 3 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია