ფორმა, შეფუთვა შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს
ვიტამინი A | 1500სე |
ვიტამინი D3 | 150სე |
ვიტამინი E | 5 მგ |
ვიტამინი C | 37.5მგ |
ვიტამინი B6 | 0.75 მგ |
ვიტამინი B1 | 2.5 მგ |
ვიტამინი PP | 12.5 მგ |
ვიტამინი B12 | 1.5 მგ |
ვიტამინი B2 | 2.5 მგ |
კალციუმის პანტოთენატი | 2.5 მგ |
ფოლის მჟავა | 62.5 მკგ |
ბიოტინი | 25 მკგ |
მწარმოებელი - SOLYAY PHARMA საფრანგეთი
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომბინირებული პოლივიტამინი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებული შემადგენელი ნივთიერებების მოქმედებით.
ჩვენება - ავიტამინოზისა და ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკა, ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის პერიოდი; მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმს აქვს ვიტამინებზე მზარდი მოთხოვნილება.
დოზირებისა და მიღების რეჟიმი:
6-12 წლამდე ასაკის ბავშვები- 1-2 ტაბლეტი დღეში.
ზრდასრულები - 1-3 ტაბლეტი დღეში.
გვერდითი მოვლენები: შესაძლოა ალერგიული რეაქციის განვითარება.
უკუჩვენება: პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი ნივთიერების მიმართ ზემგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები: ვინაიდნ პრეპარატი შეიცავს А და D ვიტამინებს, ამიტომ უნდა იქნას გათვალისწინებული დოზა ვიტამინების შემცველი სხვა პრეპარატების მიღების შემთხვევაში. ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ტაბლეტირებული ფორმის გამოყენება არ შეიძლება 6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის. ორსულობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. პრეპარატში შემავალ ზოგ ვიტამინს შეუძლია შრდის შეფრვა ყვითლად. ეს ფენომენი არ წარმოადგენს შეშფოთების საგნს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ზოგ სამკურნალო საშუალებასთან ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად ექიმი უნდა იქნას ინფორმირებული სხვა პრეპარატების მიღების შესახებ.