ფარმაკოლოგიური თვისებები

პროგესტინი, კარგად გამოხატული, პროგესტაგენური აქტივობით გამოირჩევა; ენდომეტრიუმის ეპითელიუმი პროლიფერაციული ფაზიდან სეკრეციულ ფაზაში გადაჰყავს, ტროფობლასტის სეკრეციულ ფუნქციაზე მასტიმულირებელ ზეგავლენას ახდენს, აქვეითებს ოქსიტოცინაზას გამომუშავებას; ერთდროულად იზრდება პლაცენტარული სტეროიდული მეტაბოლიტების წარმოქმნა; პლაცენტის ფუნქციაში ნორმალიზაცია და ენდოგენური პროგესტერონის გამომუშავების (სეკრეციის) სტიმულაციაც აღინიშნება.

ჩვენებები

  • მოსალოდნელი აბორტი, ჩვეული აბორტი, მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობა.

დოზირების რეჟიმი

ინდივიდალურია; ერთჯერადი დოზა შიგნით მისაღებად 5 მგ ტოლია, სადღეღამისო დოზა 10-40 მგ ფარგლებშია.

გვერდითი მოვლენები

მოსალოდნელი დისპეპსიური მოვლენები, თავის ტკივილი, სითხის შეკავება.

უკუჩვენებები

გადახრები ღვიძლის ფუნქციებში, დუბინჯონსონის სინდრომი, როტორის სინდრომი, ანამნეზში აღნიშნული ტოქსიკოზი ან ჰერპესის მოვლენები წინა ორსულობის დროს.

განსაკუთრებული მითითებები

შაქრიანი დიაბეტის დროს ალილესტერენოლმა შეიძლება გლუკოზისადმი ტოლერანტობა დააქვეითოს. ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების ინდუქტორები ალილესტერენოლის ეფექტურობას აქვეითებს.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია