საერთაშორისო დასახელება:

ALGELDRATE; MAGNESIUMHYDROXXIDE; SIMETHICONE

მწარმოებელი: BALCANPHARMA, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: ალგელდრატი+ მაგნიუმის ჰიდროქსიდი+ სიმეტიკონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტაციდური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუსპენზია: ფლაკონში 170 მლ და 200 მლ

5 მლ

ალგელდრატი ................          340 მგ

მაგნიუმის ჰიდროქსიდი.......     395 მგ

სიმეტიკონი ............................ 36 მგ

სუსპენზია: პაკეტში 10 მლ, შეფუთვაში 10 და 20 ც.

ალგელდრატი ..............          680 მგ

მაგნიუმის ჰიდროქსიდი ......   790 მგ

სიმეტიკონი .........................  72 მგ

არააქტიური ნივთიერებები:

ეთილის სპირტი, სორბიტი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, ლიმონის მჟავა, ესენცია, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ალუმინის და მაგნიუმის ჰიდროქსიდების ბალანსირებულ ნაერთს. მას ახასიათებს ხანგრძლივი ანტაციდური მოქმედება და რბილი ლაქსატივური ეფექტი, რაც იწვევს ყაბზობის და მეტეორიზმის შემცირებას კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულით დაავადებულ პაციენტებში.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია კუჭის ლორწოვანის გარსის დაცვით და დაზიანებული უბნის სწრაფი შეხორცებით. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სიმეტიკონი ამცირებს მეტეორიზმის მოვლენებს. სიმეტიკონი მოქმედებს წვრილ ნაწლავში და ორგანიზმიდან გამოიყოფა უცვლელად.

ჩვენებები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, რომლის დროსაც აღინიშნება მომატებული და ნორმალური მჟავიანობა და აირების დაგროვება ნაწლავებში. პრეპარატი გამოიყენება მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან ისეთი დაავადების დროს როგორიცაა:

  • გასტრიტი და გასტროდუოდენიტი;
  • კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
  • პეპტიური წყლული;
  • რეფლუქს-ეზოფაგიტი;
  • გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი;
  • დუოდენო-გასტრალური რეფლუქსი;
  • არაწყლულოვანი დისპეფსია.

მიღჶბის წესები და დოზირება:

ავადმყოფებში 14 წლის ასაკის ზევით:

  • მჟავიანობის შესამცირებლად, რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს - 1 პაკეტი ან 3 დოზირებული კოვზი 4-ჯერ დღეში ჭამიდან 1 საათის შემდეგ და საღამოს ძილის წინ. სასურველი ეფექტის მიღების შემდეგ - 2 დოზირებული კოვზი ან 1 პაკეტი 4-ჯერ დღეში;
  • სხვა ჩვენებების მიხედვით - 2 დოზირებული კოვზი ან 1 პაკეტი 4-ჯერ დღეში ჭამიდან 1 საათის შემდეგ და საღამოს ძილის წინ.

სასურველია პრეპარატის მიღება განუზავებელი სახით. ნახევარი საათის განმავლობაში პრეპარატის მიღებიდან არ შეიძლება სითხის მიღება.

გვერდითი მოვლენები:

ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით შეიძლება განვითარდეს ინტოქსიკაცია ალუმინით ან მაგნიუმით. იშვიათად ვითარდება დიარეა.

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
  • თირკმელების უკმარისობა.

განსაკუთრებული მითითებები:

მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატს ავადმყოფები კარგად იტანენ, გასათვალისწინებელია შემდეგი:

  • არ შეიძლება დღეში 12 დოზირებული კოვზის ან 6 პაკეტის მიღება;
  • არ შეიძლება ჭარბი დოზის მიღება;
  • პრეპარატი არ ინიშნება ალცჰეიმერის დაავადების დროს;
  • პრეპარატის ერთჯერადი დოზა შეიცავს ეთილის სპირტს 0.113 გ 5 მლ სუსპენზიაში და 0.226 გ 1 პაკეტში, რასაც შეუძლია გამოიწვიოს გართულებები ავადმყოფებში ღვიძლის და თავის ტვინის დაავადებებით.
  • პრეპარატის ერთჯერადი დოზა შეიცავს სორბიტს 0.475 გ 5 მლ სუსპენზიაში და 0.950 გ 1 პაკეტში, რაც წინააღმდეგნაჩვენებია ავადმყოფებისათვის ფრუქტოზისადმი თანდაყოლილი აუტანლობით;
  • პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა;

მკურნალობის დროს ყურადღება უნდა მიექცეს:

წყლულის ზომას, დიარეის განვითარებას, ალუმინის და მაგნიუმის რაოდენობას ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250c ტემპერატურისა, ბავშვებისგან დაცულ ადგილას. არ შეიძლება პრეპარატის გაყინვა.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია