საერთაშორისო დასახელება:
ALOE
მწარმოებელი: BIOPHARM
მოქმედი ნივთიერება: ალოე
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბიოგენური სტიმულატორი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ამპულაში, შეფუთვაში 10 ც.
ჩვენებები:
- თვალის დაავადებები: პროგრესირებადი მიოპია, მიოპიური ქორიორეტინიტი, ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატიტი, ირიტი, მინისებრი სხეულის დაბურვა;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- ბრონქიალური ასთმა;
- გინეკოლოგიური დაავადებები.
მიღების წესი და დოზირება:
ყოველდღიურად 1მლ. (5 წლამდე ასაკის ბავშვებში – 0.2 0.3 მლ, 5 წელზე ზევით – 0.5მლ) 1–2 თვის მანძილზე, კურსის განმეორება შეიძლება 2–3 თვის შემდეგ;
ბრონქული ასთმის დროს – 30–35 ინექცია, 1–1.5 მლ.10–15 დღე, შემდეგ – დღე გამოშვებით.
მაქსიმალური დღეღამური დოზა – 4მლ.
უკუჩვენებები:
* მძიმე გულ–სისხლძარღვთა დაავადება, არტერიული ჰიპერტონია;
* კუჭ–ნაწლავის მწვავე მოშლილობა;
* თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;
* ორსულობა.
გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები.
შენახვის წესი:
თხევადი ექსტრაქტი ინექციისთვის – სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
ვადა – 3 წელი.