“ალოეს ექსტრაქტი თხიერი საინექციო”
(EXTRACTUM ALOES FLUIDUM PRO INJECTIONIBUS)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: Extractum aloes fluidum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოგენური სტიმულატორი.
ათქ კოდი: D03AX
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: პრეპარატი მზადდება აკადემიკოს ვ.პ. ფილატოვის მეთოდით სიცივესა და სიბნელეში დაკონსერვებული ალოეს (Aloe aborescens) ახალი ფოთლისაგან და წარმოადგენს მის წყლიან ექსტრაქტს 8,5 მგ/მლ ნატრიუმის ქლორიდის დამატებით. მზადდება ამპულებში დოზირებული საინექციო ხსნარის ფორმით.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი წარმოადგენს ბიოგენურ სტიმულატორს; ააქტიურებს ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლას, ძირითადათ ქსოვილური გამტარუნარიანობის ზრდის ხარჯზე; ასტიმულირებს რეგენერაციის პროცესებს.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის. არსებული მონაცემების მიხედვით იგი დაკავშირებულია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ანტრაქინონების (ალოინი, ალოიზინი და ბარბალოინი) ანტიოქსიდანტურ აქტივობასთან, რომელიც ასტიმულირებს რეგენერატიულ პროცესებს ქსოვილებში.
ჩვენებები: ოფტალმოლოგიაში – პროგრესირებადი ახლომხედველობა, ქორეორეტინიტი, ბლეფარიტი, კონიუქტივიტი, კერატიტი, ირიტი, მინისებური სხეულის შემღვრევა. აგრეთვე გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ქალის გენიტალური ტრაქტის დაავადებათა და ბრონქული ასთმის სამკურნალოდ.
დოზირება: კანქვეშ ინექციები 1მლ ყოველდღე ან დღეგამოშვებით, მკურნალობის კურსი 30-50 ინექცია. განმეორებითი კურსი ტარდება 2-3 თვის შესვენების შემდეგ.
უკუჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებები, ჰიპერტენზია, ნეფროზონეფრიტის მძიმე ფორმები, ტუბერკულოზი.
გვერდითი მოქმედება: ადგილობრივ-გამაღიზიანებელი მოქმედება ინექციის ადგილას. იშვიათ შემთხვევებში ალერგიული რეაქციები გამოწვეული პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობით.
განსაკუთრებული მითითებები: არ გააჩნია.
სიფრთხილე: საჭის მართვის და მანქანა-დანადგარებთან მუშაობაზე პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: არ აღინიშნება.
ჭარბი დოზირება: პრეპარატის მიღების შეწყეტა და არასასურველი მოქმედების სიმპტომატური მკურნალობა.
შეფუთვა: 1 მლ ექსტრაქტი ამპულაში. შეფუთვაში 10 ამპულა.
შენახვის პირობები: სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +250C ტემპერატურაზე.
შენახვის პროცესში პრეპარატში დასაშვებია ნალექის გამოყოფა, რომელიც ამპულის შენჯღრევით გადადის ერთგვაროვან სინღვრივეში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ფარმაცევტული კომპანია “ბიოფარმი”, 0160, გოთუას ქ. 3, თბილისი, საქართველო.

e-mail: biopharm@caucasus.net

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია