საერთაშორისო დასახელება:

LODOXAMIDE

მწარმოებელი: ALCON, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ლოდოქსამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ალერგიისა და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 0.1%: ფლაკონში 5 მლ, 10 მლ და 15 მლ

1 მლ

ლოდოქსამიდის ტრომეტამინი .........................   1 მგ

კონსერვანტი-ბენზალკონიუმის ქლორიდი .....      0.07მგ

ნეიტრალური დანამატები:

მანიტოლი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ეთილენდიამინტეტრა-აცეტატი (Na2-ედტა), თილოქსაპოლი და დისტილირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლოდოქსამიდი წარმოადგენს  მასტოციტების სტაბილიზატორს, რომელიც თრგუნავს დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს, როგორც ადამიანში, ასევე ცხოველებში. ალომიდის გამოყენება ნაჩვენებია თვალის იმ დაავადებების დროს, რომელთა პათოგენეზში  მთავარ როლს თამაშობს დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

in vitro გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ლოდოქსამიდს გააჩნია მასტოციტების სტაბილიზაციისა   და ჰისტამინის ანტიგენ-ინდუცირებული გამოყოფის შეწყვეტის უნარი. ამასთან ერთად, ლოდოქსამიდი თრგუნავს ანთების სხვა მედიატორების გამოყოფასაც (მაგ. ალერგიის ნელად მორეაგირე სუბსტანციის გამოყოფას, რომელიც ცნობილია როგორც პეპტიდ-ლეიკოტრიენები). ლოდოქსამიდი თრგუნავს ჰისტამინის გამოყოფას, რაც აბრკოლებს კალციუმის მიგრაციას მასტოციტებში.

ორ საკონტროლო ჯგუფზე ალერგიული ხასიათის კონიუქტივიტების სამკურნალოდ ჩატარებულ კვლევებში (გაზაფხულის, ატოპიური და ალერგიული) ალომიდმა გამოავლინა გაცილებით მეტი ეფექტურობა 2%-იან ოპტიკრომთან შედარებით.

როგორც წესი, სიმპტომების დათრგუნვა აღინიშნებოდა მე-14-21 დღეზე (მისი დღეში ოთხჯერ მიღებისას), ხოლო შემდგომი მკურნალობის გაგრძელება იწვევდა მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მონიტორინგის შედეგად დადგენილ იქნა, რომ თერაპიული ეფექტი აღინიშნებოდა მკურნალობის დაწყებიდან მე-7 დღეს. ლოდოქსამიდს არ გააჩნია ჰისტამინო რეცეპტორების მაბლოკირებელი, სისხლძარღვთა შემავიწროვებელი და ციკლოოქსიგენაზას დამთრგუნველი მოქმედება.

ჩვენებები:

ოფთალმოლოგიური ხსნარი ალომიდი ნაჩვენებია იმ შემთხვევებში, როდესაც სიმპტომატიკა განპირობებულია დაავადების ალერგიული ხასიათით, მაგ: კერატოკონიუქტივიტი, პაპილარული კონიუქტივიტი, გაზაფხულის კერატიტი და ატოპიური ან ალერგიული კერატოკონიუქტივიტი. აღნიშნული დაავადებების ეტიმოლოგია უცნობია, თუმცა არსებობს ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ალერგენებზე, რომელთა გადატანა ხორციელდება ჰაერით.

ლოდოქსამიდს შეუძლია გამოავლინოს სამკურნალო მოქმედება თვალის სხვა დაავადებების დროსაც, სადაც ანთებით პროცესში ძირითად როლს თამაშობს დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

მიღების წესები და დოზირება:

დოზა მოზრდილებში და ბავშვებში - 1-2 წვეთი ორივე თვალში დღეში 4-ჯერ მუდმივი ინტერვალებით. პაციენტები საჭიროა გავაფრთხილოთ, რომ ალომიდის მოქმედება დამოკიდებულია გამოყენების რეგულარობაზე დანიშნულების შესაბამისად.

ჩვეულებრივ, სიმპტომატიკის შემცირება (დისკომფორტის შესუსტება, უცხო სხეულის შეგრძნება, სინათლის შიში, თვალების მწვავე ტკივილი, ცრემლდენა, ერითემა ან შეშუპება, ზედა ქუთუთოს დაწევა) იწყება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. შედეგიანი მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა იგი გაგრძელდეს ეფექტის განმტკიცებისათვის. ოფთალომოლოგიური ხსნარის-ალომიდის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ 4 წლამდე ასაკის ბავშვებში მონაცემები არ მოიპოვება.

აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებული იქნას კორტიკოსტეროიდები ალომიდთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

ალომიდი ხასიათდება კარგი ტოლერანტობით მის მიმართ, ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტია უმნიშვნელო და გარდამავალი თვალის წვა და ცრემლდენა.

უკუჩვენებები:

ალომიდი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომლებსაც დადგენილი აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ლოდოქსამიდზე ან პრეპარატის სხვა კომპონენტებზე.

ორსულობა და ლაქტაცია:

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: კლინიკური კვლევები ორსულებში არ არ არის ჩატარებული. ალომიდის გამოყენება ორსულებში უნდა მოხდეს განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.

ასევე არ არის დადგენილი, გადადის თუ არა ალომიდი დედის რძეში, რის გამოც მისი დანიშვნა მეძუძურ ქალებში საჭიროებს სიფრთხილეს.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ადგილობრივად. დაუშვებელია მისი ინექციის სახით გამოყენება. ალომიდით მკურნალობისას, ისევ როგორც სხვა პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც შეიცავენ ბენზალკონიუმის ქლორიდს, საჭიროა თავი შევიკავოთ რბილი (ჰიროფილური) კონტაქტური ლინზების გამოყენებისგან. ლინზების ტარება შეიძლება რამდენიმე საათის განმავლობაში პრეპარატის ჩაწვეთებებს შორის შუალედში.

ჭარბი დოზირება:

ადგილობრივად ჰიპერდოზირების შემთხვევაში საჭიროა თვალის დაბანა გამდინარე წყლის ჭავლით. ჭარბი დოზის მიღების დროს სიმპტომატიკა უცნობია.

შენახვის პირობები და ვადა:

ფლაკონი ინახება ოთახის ტემპერატურაზე ვერტიკალურ მდგომარეობაში, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია