მწარმოებელი:
BIOTECHNOS,რუმინეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო საშუალება; ქონდროპროტექტორი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გელი: ტუბში 30 გ
100 გ
ზღვის ორგანიზმების კონცენტრატი ........ 1 გ
როზმარინის ზეთი .................................... 0.75 გ
ჩვენებები:
პრეპარატი დამხმარე თერაპიის სახით გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- დეგენერაციული ხასიათის რევმატიული დაავადებები (გონართროზი, კოკსართროზი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, სახსრებისა და ზედა კიდურების ართროზი); რევმატიზმის ანთებითი ფორმები; პოსტტრავმული ტკივილით მიმდინარე დაავადებები.
მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად, კანის დაუზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში მსუბუქი მასაჟის მეშვეობით
უკუჩვენებები: პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატს არ გააჩნია ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენული თვისებები.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის გამოყენება კანის დაზიანებულ უბანზე დაუშვებელია!
პრეპარატის გამოყენება ლორწოვან გარსზე დაუშვებელია!
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
ფიზიკურ-ქიმიური შეუთავსებლობა არ არის დადგენილი.
ჭარბი დოზირება: ა
არ აღინიშნება
გვერდითი მოვლენები:
არ აღინიშნება
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მისი გამოყენება დაუშვებელია.