ფარმაკოლოგიური თვისებები

  • პრეპარატი წარმოადგენს კალიუმის შემნახველ დიურეზიულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება როგორც ალტერნატიული საშუალება კალიუმის შესანარჩუნებლად ორგანიზმში სალურიზული პრეპარატების (ფუროსემიდი, ჰიდროქლოროთიაზიდი) ხმარების დროს. თირკმელების კლაკნილი მილაკების დისტალურ ნაწილში ამცირებს ნატრიუმისა და ქლორის იონების რეაბსორბციას, არ ზრდის კალიუმის ექსკრეციას.

ჩვენებები

  • შეშუპება;
  • კალიურეზული დიურეზული საშუალებით გამოწვეული ჰიპოკალიემია;
  • არტერიული ჰიპერტერზიის შემთხვევაში, როგორც კომპლექსური მკურნალობის შემადგენელი ნაწილი.

დოზირების რეჟიმი

5 მგ პერორალურად ერთხელ ან ორჯერ დღეში (მაქს. 40 მგ დღეში).

გვერდითი მოვლენები

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, პირის სიმშრალე, სიმხურვალის შეგრძნება, დეზორიენტაცია, პოსტურალური ჰიპოტენზია, მხედველობის გაუარესება, ჰიპერკალიემია პარესთეზიებით, კუნთების სისუსტე, დაღლილობა, ბრადიკარდია.

უკუჩვენებები

* ჰიპერკალიემია, თირკმელების უკმარისობა, სხვა კალიუმის შემნახველ და მის შემცველ პრეპარატებთან კომბინაცია;

* ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ბავშვები 5 წლის ასაკამდე;

* ღვიძლის კომა, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

არ არის რეკომენდებული მისი კომბინაცია აგფ ინჰიბიტორებთან.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია