საერთაშორისო დასახელება:
AMINOCAPROIC ACID
მწარმოებელი: კიევი
მოქმედი ნივთიერება: ამინოკაპრონის მჟავა
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰემოსტატური საშუალება, ფიბრინოლიზის ინჰიბიტორი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი
1 ლ ხსნარი შეიცავს:
ამინოკაპრონის მჟავა ................. 50გ;
ნატრიუმის ქლორიდი ........... 9გ.
დამხმარე საშუალება: საინექციო წყალი 1 ლ-მდე.
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფიბრინოლიზის ინჰიბიტორი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს სისხლდენის შემაჩერებელ სპეციფიკურ საშუალებას, რომელიც გამოწვეულია ფიბრინოლიზის გაძლიერებით, რაც დაკავშირებულია პლაზმინოგენის აქტივატორების ბლოკადასთან და პლაზმინის ზეგავლენის ნაწილობრივ დათრგუნვასთან. აგრეთვე იგი თრგუნავს ბიოგენურ პოლიპეპტიდებს.
ამინოკაპრონის მჟავას გააჩნია ანტიალერგიული ეფექტი, იგი აძლიერებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ ფუნქციას, თრგუნავს ანტისხეულების წარმოქმნას.
პრეპარატის ინტრავენური შეყვანის დროს მისი მოქმედება აღინიშნება 15-20 წუთის შემდეგ.
იგი სწრაფად ელიმინირდება თირკმელებით: შეყვანილი რაოდენობის 40-60% 4 საათის შედგომ ელიმინირდება შარდით. თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს ამინოკაპრონის მჟავას კონცენტრაცია სისხლში მატულობს.
ჩვენებები:
ამინოკაპრონის მჟავა შეჰყავთ ქირურგიული ოპერაციების და სხვა პათოლოგიური პროცესების დროს სისხლის და ქსოვილების მომატებული ფიბრინოლიზური აქტივობით: ოპერაციები თავის ტვინზე, გულზე, ფარისებრ ჯირკვალზე, კუჭქვეშა ჯირკვალზე, წინამდებარე ჯირკვალზე, პლაცენტის ნაადრევი მოცილების დროს, საშვილოსნოში მკვდარი ნაყოფის ხანგრძლივი დაყოვნების დროს, საშვილოსნოდან სისხლდენის დროს, მწვავე პანკრეატიტის, ღვიძლის დაავადებების, ჰიპოპლასტური ანემიის, ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, შარდის ბუშტიდან სისხლდენის დროს.
ამინოკაპრონის მჟავა ინიშნება მეორადი ჰიპოფიბრინოგენემიის განვითარების თავიდან აცილების მიზნით კონსერვირებული სისხლის მასიური გადასხმის დროს.
დოზირების რეჟიმი:
ამინოკაპრონის მჟავა ინიშნება პერორალურად, ან ინტრავენურად.
– ფიბრინოლიზური აქტივობის ზომიერი მომატების დროს მოზრდილებში ინიშნება 2-3გ 3-5 ჯერ დღეში (ფხვნილი იხსნება ტკბილ წყალში, ან აყოლებენ მას).
დღეღამური დოზა შეადგენს 10-15გ-ს. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3-6-8-14 დღეს. ჩვენების მიხედვით შესაძლებელია განმეორებითი მკურნალობა.
– სწრაფი ეფექტის მისაღწევად (მწვავე ფიბრინოგენემია) ინტრავენურად შეჰყავთ წვეთოვანი სტერილური 5% ხსნარის 100მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნართან. შეყვანის სიჩქარეა 50-60 წვეთი წუთში 15-30 წუთის განმავლობაში. პირველი საათის განმავლობაში შეჰყავთ 4-5გ, ხანგრძლივი სისხლდენის დროს – მის სრულ შეწყვეტამდე – ყოველ საათში 1გ. განმეორებითი სისხლდენის დროს 5% ხსნარის შეყვანა მეორდება.
შესაძლებელია ამინოკაპრონის მჟავას ხსნარის შეყვანა კომბინაციაში გლუკოზის ხსნართან, ჰიდროლიზატებთან და შოკის საწინააღმდეგო ხსნარებთან.
– მწვავე ფიბრინოლიზის დროს, როდესაც ფიბრინოგენის რაოდენობა სისხლში მკვეთრად მცირდება, პრეპარატის შეყვანას ემატება ფიბრინოგენის შემდგომი ინფუზია.
– ბავშვებში ამინოკაპრონის მჟავა ინიშნება პერორალურად ხსნარის სახით, რომელიც მიიღება გრანულების გახსნით. მათ გასახსნელად იყენებენ ანადუღარ წყალს 100მლ-მდე.
მიღებული ხსნარი შეიცავს ამინოკაპრონის მჟავას 0,2გ 1 მლ-ში. მისი გაზომვა ხდება ჭიქით: 1 მლ ბავშვის ასაკის მიხედვით.
– ფიბრინოლიზური აქტივობის ზომიერი მომატების დროს ბავშვებში ინიშნება დოზა – 0,05გ/კგ წონაზე.
დოზა ასაკის მიხედვით შეადგენს : 1 წლამდე ასაკის – ერთჯერადად 0,5გ (2,5მლ), დღეღამური დოზა – 3გ (15მლ); 2 წლის ასაკიდან 6 წლამდე – ერთჯერადი 0,5-1გ (2,5-5მლ-მდე), დღეღამური – 3-6გ (15-30მლ); 7 წლის ასაკიდან 10 წლამდე – ერთჯერადი – 1-1,5გ (5-7მლ), დღეღამური 6-9გ (30-45მლ).
მწვავე სისხლდენების დროს დოზა შეადგენს:
1 წლამდე ასაკის – ერთჯერადი 1გ (5მლ), დღეღამური დოზა – 6გ (30მლ); 2 წლის ასაკიდან 4 წლამდე – ერთჯერადი 1-1,5გ (5-7,5მლ-მდე), დღეღამური – 6-9გ (30-45მლ); 5 წლის ასაკიდან 8 წლამდე – ერთჯერადი დოზა – 1,5-2გ (7,5-10მლ), დღეღამური 9-12გ (45-60მლ); 9 წლის ასაკიდან 10 წლამდე – ერთჯერადი – 3გ (15მლ), დღეღამური 18გ (90მლ). მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3-14 დღეს.
გამოყენების თავისებურება:
პრეპარატის დანიშვნის დროს საჭიროა განისაზღვროს სისხლის ფიბრინოლიზური აქტივობა და ფიბრინოგენის კონცენტრაცია. მისი ინტრავენური შეყვანის დროს აუცილებელია კოაგულოგრამის კონტროლი, განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადების დროს, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტის და ღვიძლში არსებული პათოლოგიური პროცესების დროს.
ამინოკაპრონის მჟავას შეყვანასთან ერთად შესაძლოა ჰიდროლიზატების შეყვანა, კერძოდ, გლუკოზის, შოკის საწინააღმდეგო ხსნარების. მწვავე ფიბრინოლიზის დროს დამატებით შეჰყავთ ფიბრინოგენი (მისი საშუალო დოზა შეადგენს 2-4გ-ს, მაქსიმალური – 8გ-ს). პრეპარატით მკურნალობის დროს რეკომენდებულია ცხიმიანი საკვების მიღების აკრძალვა.
გვერდითი მოვლენები:
ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება თავბრუსხვევა, გულისრევა, დიარეა, ზემო სასუნთქი გზების კატარი, კანზე გამონაყარი, ორთოსტატული ჰიპოტონია, კრუნჩხვები. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება, ან მისი მოხსნა.
წინააღმდეგჩვენება:
* მიდრეკილება თრომბოზების და თრომბოემბოლიური დაავადებების მიმართ;
* კოაგულოპათია;
* თირკმელების ფუნქციის დარღვევა;
* ორსულობა;
* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თავის ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევის დროს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება სინთლისაგან დაცულ ადგილას, 0°C-30°C ტემპერატურაზე, ვერტიკალურ მდგომარეობაში.