შემადგენლობა :
ყოველი კაფსულა შეიცავს ძირითადი და არაძირითადი ამინომჟავების კომპლექსს - 400 მგ . ძირითადი ამინომჟავები : იზოლუცინი 4.38 მგ , ლეუცინი 9.73 მგ , ლიზინი 12.86 მგ , ჰიდროქსილიზინი 2.81 მგ , მეთიონინი 2.55 მგ , ფენილალანინი 6.5 მგ , თრეონინი 6.4 მგ, ვალინი 7.65 მგ , არაძირითადი ამინომჟავები : არგინინი 25.47 მგ , ჰისტიდინი 2.25 მგ , გლიცინი 68.24 მგ , ალანინი 28.66 მგ , სერინი 11.40 მგ, თიროზინი 0.85 მგ , ასპარტინი 18.91 მგ , გლუტამინის მჟავა 32.66 მგ , პროლინი 45.02 მგ , ჰიდროქსიპროლინი 39.73 მგ .
ფარმაკოლოგიური თვისებები :
ამინო 18 წარმოადგენს ძირითადი და არაძირითადი ამინომჟავების კარგად ბალანსირებულ კომპლექსს . ეს ამინომჟავები კარგად შეიწოვებიან და უზრუნველყოფენ ორგანიზმის აუცილებელ მოთხოვნილებას პროტეინზე . ასევე , აკმაყოფილებენ ორგანიზმის მოთხოვნილებას შესუსტებული აბსორბციის დროს . ამინო 18 ზრდის პროტეინის გამომუშავებას , რაც აუცილებელია ძირითადი მეტაბოლური პროცესებისათვის . ამინომჟავები არსებითად მნიშვნელოვანია ფერმენტების , კო - ფერმენტების , ნეირომედიატორების და იმუნოგლობულინების სინთეზისათვის ; მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჭრილობების შეხორცების პროცესში . ამინომჟავების გახანგრძლივებულმა დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს ჩამოთვლილი ძირითადი ნივთიერებების შემცირება ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციის შესაძლო გაუარესებით . ამინო 18- ს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ბავშვის ორგანიზმის ნორმალური განვითარებისთვის , პროტეინების უკმარისობის დროს .
ასევე , ამინომჟავები აუცილებელია სპორტსმენებისთვის , რომლებიც საჭიროებენ დამატებით ამინომჟავებს კუნთების შენებისთვის და აუცილებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში .
გამოყენების რეკომენდაცია :
შეიძლება იქნას გამოყენებული , როგორც ამინომჟავების დამატებითი წყარო.
გვერდითი მოვლენები:
ბად - ის ჩვენების მიხედვით და რეკომენდირებული დოზებით მიღებისას არ არის გამოვლენილი .
დოზირების რეჟიმი :
1-2 კაფსულა 3- ჯერ დღეში . აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მისი გაორმაგება .
შეფუთვის ფორმა :
შეფუთვაში 3 სტრიპი . 10 კაფსულა ყოველ სტრიპში .
აფთიაქიდან გაცემის პირობები : ექიმის რეცეპტის გარეშე .
ვარგისიანობის ვადა 3 წელი
შენახვის პირობები : ინახება ბნელ ადგილას 30 + C ტემპერატურაზე , ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას !
მწარმოებელი ფარმაცევტული პრეპარატებისა და სამკურნალო მცენარეების არაბული კომპანია " მეპაკო " MEPAKO-Egipt-Enshas El Raml-Sharkeiya