ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიარითმიული და ანტიანგინალური საშუალება.
ამიოდარონის ანტიარითმიული მოქმედება განპირობებულია მისი უნარით გამოიწვიოს რიგი ცვლილებები გულის კუნთში, როგორიცაა მიოკარდიოციტებში მოქმედების პოტენციალისა და, შესაბამისად, ეფექტური რეფრაქტერული პერიოდის გახანგრძლივება წინაგულებში, პარკუჭებში, ატრიო-ვენტრიკულურ კვანძში. ჰისი კონასა და პურკინეს ბოჭკოებში. აღნიშნულ მოვლენებს მოყვება სინუსური კვანძის ავტომატიზმის დაქვეითება, ატრიოვენტრიკული გამტარებლობის შენელება, კარდიომიოციტების აგზნებადობის დაქვეითება, გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება და, შესაბამისად, ჟანგბადზე მოთხოვნილების დაქვეითებაც.
ამიოდარონის გავლენით მცირდება წინაღობა გვირგვინოვან არტერიებში და კორონარული სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება;
სისტემურ არტერიულ წნევაში მნიშვნელოვან ცვლილებას არ იწვევს.
ჩვენებები
- რიტმის პაროქსიზმული (შეტევითი) დარღვევის მკურნალობა და პროფილაქტიკა (სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია WPW სინდრომის ჩათვლით; პარკუჭოვანი ტაქიკარდია, წინაგულების თრთოლა, სინუსური ტაქიკარდია);
- ესქსტრასისტოლიები (სუპრავენტრიკულური და პარკუჭოვანი);
- სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკა.
დოზირების რეჟიმი
პერორალური ერთჯერადი დოზა 200 მგ-ია; მკურნალობის სქემა და ხანგრძლივობა ინდივიდუალურად დგინდება. ვენაში შესაყვანი დოზა (ნაკადური ან წვეთოვანი) დღეღამეში 10-20 მგ/კგ შეადგენს (დღეღამეში 1.2 გ-მდე), გადასხმის სიხშირე ინდივიდუალურად დგინდება.
ბავშვებში საწყისი სადღეღამისო დოზაა 8-10 მგ/კგ.
გვერდითი მოვლენები
გულისრევა, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმში, ბრადიკარდია, შეფერხება ატრიო-ვენტრიკულურ გამტარებლობაში, კანზე ალერგიული რეაქციები, უვეიტი, ფოტოსენსიბილიზაცია;
ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში. იშვიათად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაში გადახრები შეიძლება გამოვლინდეს (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი);
მოსალოდნელია აგრეთვე პერიფერიული ნეიროპათიები, პნევმონიტი, ალვეოლიტი, კანის პიგმენტაცია, რქოვანაში მოყვითალო ცხიმოვანი გროვების გაჩენა, დარღვევები ღვიძლის ფუნქციებში.
პარენტერალური მიღების შემთხვევაში (ვენაში შეყვანა) მოსალოდნელია აგრეთვე სიმხურვალის შეგრძნება, ოფლიანობა, არტერიული ჰიპოტენზია, არითმოგენური ეფექტი, ბრონქოსპაზმი, აპნოე (მძიმე სუნთქვითი უკმარისობის პირობებში), ქალასშიდა წნევის მატება; ადგილობრივად - ფლებიტი.
უკუჩვენებები
სინუსური ბრადიკარდია, სუსტი სინუსური კვანძის სინდრომი, სინოატრიალური ბლოკადა, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია. კოლაფსი, შოკი, ლაქტაცია (ძუძუთი კვება), ჭარბი მგრძნობელობა ამიოდარონისა და იოდისადმი.
განსაკუთრებული მითითებები
პარენტერალური გამოყენება მხოლოდ სტაციონარულ სპეცილიზირებულ განყოფილებებშია დასაშვები, ვინაიდან აუცილებელია არტერიული წნევის, გულის შეკუმშვათა სიხშირისა და ელექტროკარდიოგრამის სისტემატური გაკონტროლება.
ხანგრძლივი მკურნალობის პირობებში აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სისტემატური შემოწმება, ოკულისტის კონსულტაცია და ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
ორსულობის დროს ამიოდარონის გამოყენება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებებითა გამართლებული. ამიოდარონის გამოყენება ქინიდინთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, კალციუმის არხების ბლოკატორებთან, დიგოქსინთან, ვარფარინთან, კუმრინთან, დოქსეპინთან ერთდროულად დაუშვებელია.