საერთაშორისო დასახელება:

SULTAMICILLIN

მწარმოებელი: მსტაფა ნევზატ ილაჩ სანაი, იენიბოსნა სტამბული; თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: სულტამიცილინი (ამპიცილინი+სულბაქტამი)

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი; ნახევრადსინთზური პენიცილინი + ß-ლაქტამაზას ინჰიბიტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

5 მლ სუსპენზია შეიცავს 0,25გ სულტამიცილინს და დამხმარე ნივთიერების სახით -შაქარს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სულტამიცილინი წარმოადგენს ამპიცილინისა და სულბაქტამის ეთეროვან ნაერთს, შეკავშირებულს მეთილენის ჯგუფის საშუალებით.

ამპიცილინი, 6-ამინოპენიცილინის მჟავის წარმოებული, არის ბაქტერიციდული ეფექტის მქონე ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელიც მოქმედებს გრამ(+) და გრამ(-) აერობებზე და ანაერობებზე; თავის ბაქტერიციდულ მოქმედებას ახორციელებს უჯრედოვანი მემბრანის მუკოპეპტიდების ბიოსინთეზის ინჰიბირებით. ამპიცილინი არ არის მდგრადი ß-ლაქტამაზების მოქმედების მიმართ, ადვილად იშლება,რაც განაპირობებს უეფექტო მკურნალობას.

სულბაქტამი არის პენიცილინის ბირთვის წარმოებული; შეუქცევადად აინჰიბირებს ß-ლაქტამაზას, რომელიც წარმოადგენს მიკროორგანიზმების რეზისტენტობის საფუძველს ცეფალოსპორინების და პენიცილინების მიმართ. ß-ლაქტამაზების ინჰიბირებით, რომლებსაც  გამოყოფენ ამპიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმები, სულბაქტამი ავლენს სინერგიულ მოქმედებას. სულტამიცილინი in vitro მოქმედებს ß-ლაქტამაზას მაპროდუცირებელ და არამაპროდუცირებელ გრამდადებით Staphylococcus aureus, Staphylococcus faecalis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus viridans, Streptococcus pyogenes. და გრამუარყოფით  Haemophilus influenzae, Branhamella catarrhalis, Esherichia coli, Klebsiella, Proteus mirabilis, Neisseria gonorrhoeae, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, Providencia stuartii, Morganella morganii. მიკრობებზე, აგრეთვე ანაერობულ მიკროორგანიზმებზე: კლოსტრიდიები, პეპტოკოკები, პეპტოსტრეპტოკოკები და ბაქტეროიდები (B.fragilis ჩათვლით ).

ამპიცილინი უკავშირდება სისხლის ცილებს 28%-ით, სულბაქტამი-38%-ით. მიღების შემდეგ სულტამიცილინი ჰიდროლიზდება 1/1-ზე ამპიცილინისა და სულბაქტამის სახით. საკვების მიღება არ მოქმედებს ბიოშეთვისებაზე, რომელიც შეადგენს ინტრავენური ბიოშეთვისების 80%-ს. სულტამიცილინის მიღების შემდეგ მისი კონცენტრაცია სისხლში 2-ჯერ მეტია ვიდრე ამპიცილინისა (იმავე დოზით). ნახევრად დაშლის პერიოდი ამპიცილინისა და სულბაქტამის შესაბამისად შეადგენს 0,75 და 1 სთ. 50-75% გამოიყოფა შარდით. ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით და მოხუცებში ეს პერიოდი ხანგრძლივდება. სულტამიცილინი მაღალ კონცენტრაციას აღწევს ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოებში და სითხეებში; ინტრავენური შეყვანის შემდეგ აღმოჩნდება თავ-ზურგ-ტვინის სითხეში (თავის ტვინის გარსების ანთების დროს).

ჩვენებები:

გამოიყენება სულტამიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს.

  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.
  • სასუნთქი გზების ინფექციები.
  • ინტრააბდომინალური ინფექციები.
  • გინეკოლოგიური ინფექციები.
  • შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები.
  • ასევე გამოიყენება ბაქტერიული სეპტიცემიის, ძვალ-სახსროვანი სისტემისა და გონოკოკური ინფექციის დროს, წინასაოპერაციო პროფილაქტიკისათვის, ასევე სეფსისის რისკის შემცირების მიზნით აბორტების და საკეისრო კვეთის შემდეგ.

მიღების წესი:

მოზრდილთათვის: დღიური დოზა 0,375გ-0,750გ ყოველ 12 სთ-ში ერთხელ. დოზა ირჩევა პროცესის სიმძიმის მიხედვით.

ბავშვებს 30 კგ მეტი წონით ეძლევა მოზრდილის დოზა.

ბავშვებს 30 კგ-ზე ნაკლები წონით 50მგ/კგ-ზე ორ მიღებაზე დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 5-14 დღე.

ტემპერატურისა და კლინიკური სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა გრძელდება კიდევ 2 დღე.

ß-ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული მწვავე რევმატიზმის და გლომერულონეფრიტის გართულების შემთხვევაში, მკურნალობა გრძელდება 10 დღე.

იმ შემთხვევაში თუ კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლებია, მიღებათა შორის ინტერვალი იზრდება.

წინააღმდეგჩვენება:

ამპისიდი არ გამოიყენება პენიცილინების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

თავისებურება:

სულტამიცილინით მკურნალობისას იშვიათად შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქცია. ასეთი ტიპის ანაფილაქსიური რეაქცია შეიძლება აღინიშნოს პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ მაღალი მგრძნობელობის დროს, ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ანამნეზის დეტალური შეკრება. ალერგიული რეაქციის გამოვლენისას აუცილებელია პრეპარატის მოხსნა და ანტიჰისტამინური პრეპარატებით და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დაწყება.

მიუხედავად პენიცილინების არატოქსიურობისა, ხანგრძლივი დანიშვნისას აუცილებელია სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების (თირკმელები, ღვიძლი, ჰემოპოეზის სისტემა) ფუნქციების კონტროლი. სულტამიცილინს არ ახასიათებს კანცეროგენული და მუტაგენური ეფექტები.

არ გამოიყენება მონონუკლეოზით დაავადებულებში.

გვერდითი მოვლენები:

სულტამიცილინის სუსპენზია კარგად გადაიტანება, მაგრამ ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს შემდეგი რეაქციები:

- ..: სტომატიტი, ენის ზედაპირის გამუქება, გასტრიტი, დიარეა, ენტეროკოლიტი, ფსევდომემბრანული კოლიტი.

კანი და რბილი ქსოვილები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ურტიკარია, მულტიფორმული ერითემა.

ჰემატოლიზური: აგრანულოციტოზი, ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის, ლეიკოციტების, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება ან ლიმფოციტების, მონოციტების, ეოზინოფილების რაოდენობის მომატება.

ეს ცვლილებები ატარებს გარდამავალ ხასიათს და სისხლის სურათი ნორმალიზდება პრეპარატის მოხსნისას.

სუსპენზიის მომზადება:

ფლაკონი შეანჯღრიეთ. დაუმატეთ გადადუღებული შეგრილებული წყალი და შიგთავსი შეავსეთ მინის ფლაკონში მითითებულ ნიშნულამდე. გამოყენებამდე ფლაკონი შეანჯღრიეთ.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ,(არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე) ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში (2ºC- 8ºC) 14 დღის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა:

ამპისიდი სუსპენზია 0,25გ/5 მლ 40 მლ №1 ფლაკონი.

გამოშვების სხვა ფორმები:

ამპისიდი ი/მ; ი/ვ ინექციისათვის 0,375გ

ამპისიდი ი/მ; ი/ვ ინექციისათვის 0,750გ

ამპისიდი ი/მ; ი/ვ ინექციისათვის 1.5გ

ამპისიდი ი/მ; ინექციისათვის 0,375გ

ამპისიდი ი/მ; ინექციისათვის 0,750გ

ამპისიდი ი/მ; ინექციისათვის 1.5გ

ამპისიდი შემოგარსული ტაბლეტები 0,375გ №10

ამპისიდი შემოგარსული ტაბლეტები 0,750გ №10

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

გაცემის წესი: რეცეპტით

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია