საერთაშორისო დასახელება:

AMPISULCILLIN

მწარმოებელი ქვეყანა: BALKANPHARMA, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: ამპიცილინი+სულბაქტამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი.

გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში 1,5 გ. შეფუთვაში 10 ც.

1 ფლ.

ამპიცილინის ნატრიუმის მარილი          1000 მგ

სულბაქტამის ნატრიუმის მარილი         500მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ამპისულცილინი  - ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია. იგი მოქმედებს ბაქტერიციდულად, როგორც გრამდადებით: Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, ასევე გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე: Haemophilus  influenzae, Moraxella catarrhalis, Proteus spp.,

ფარმაკოკინეტიკა:

კუნთებში შეყვანის შემდეგ პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში აღინიშნება 30-60 წუთის შემდეგ. ხოლო მისი ინტრავენური გამოყენებისას ხანმოკლე დროში შეყვანის შემდეგ. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 საათს. მისი 75%-80% გამოიყოფა უცვლელად შარდის მეშვეობით.

ჩვენებები:

  • სინუსიტი, ეპიგლოსიტი, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ემპიემა;
  • პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი;
  • პიელონეფრიტი, პროსტატიტი, ენდომეტრიტი, ადნექსიტი;
  • კანის, ძვლების, სახსრების, რბილი ქსოვილებისი ინფექციები;
  • მენინგიტი;
  • ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატი შეჰყავთ კუნთებში, აგრეთვე ინტრავენურად ინფექციების და ინფუზიების სახით.

მოზრდილებში ინიშნება - 1.5 გ ან 3 გ    6-8 საათში ერთხელ.

მაქსიმალური დოზა  - 12 გ                         გაყოფილი 3-4 მიღებაზე.

ბავშვებში - 150 მგ/კგ                            6-8 საათში ერთხელ.

დღენაკლულ და ახალშობილ ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 12 საათში ერთხელ.

ხსნარის მოსამზადებლად იყენებენ საინექციო წყალს ან 0.5%-1% ლიდოკაინის ხსნარს.

პრეპარატის 750 მგ-ს ემატება 1.6 მლ;      1.5 მგ-ს  - 3.2 მლ;       3 მგ-ს  - 6.4 მლ გამხსნელი. მიღებული ხსნარი გამოიყენება მომზადებიდან 1 საათის განმავლობაში, რომელიც შეჰყავთ ღრმად კუნთებში.

ინტრავენური შეყვანისათვის პრეპარატს ხსნიან საინექციო წყალში, ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარში ან 5% გლუკოზის ხსნარში და იცდიან გამჭვირვალე ხსნარის მიღებამდე ჰაერის ბუშტუკების წარმოქმნის გარეშე.

ინტრავენური შეყვანისათვის 750 მგ-ს უმატებენ 5 მლ გამხსნელს;     1.5 გ-ს  - 10 მლ გამხსნელს;    ხოლო 3 გ-ს  - 20 მლ გამხსნელს;     შეყვნა წარმოებს ნელა 5-10 წუთის განმავლობაში.

ინტრავენური ინფუზიისთვის  - ფლაკონის შიგთავსს ემატება 5-10 მლ გამხსნელი და შემდეგ პრეპარატის 750 მგ იხსნება 25 მლ გამხსნელში;

1.5 გ  - 50 მლ გამხსნელში, ხოლო

3 გ  - 100 მლ გამხსნელში.   ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს 15-30 წუთს.

გვერდითი მოვლენები:

ტკივილი ადგილობრივად კუნთებში ინექციისას და ინტრავენური შეყვანისას.

სისტემური რეაქციები: დიარეა, გამონაყარი.

იშვიათად  - დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე, თავის ტკივილი ღებინება, კანდიდოზი, მეტეორიზმი, სახის შეშუპება, ყელის სიმშრალე, დიზურია, სისხლდენა ცხვირიდან.

ლაბორატორიული ანალიზის მხრივ ცვლილებები:  - სისხლის შრატში ალბუმინების, ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის, ერითროციტების, ლეიკოციტების, ბაზოფილების, ეოზინოფილების მაჩვენებლების შემცირება; კრეატინინის დონის მომატება; ერითროციტების და ჰიალინური ცილინდრების გაჩენა შარდში.

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
  • თირკმელების უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები:

საჭიროა სიფრთხილე ავადმყოფებში, რომლებსაც აღენიშნებათ ალერგია პენიცილინების მიმართ.

არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის დანიშვნა ავადმყოფებში ინფექციური მონონუკლეოზით და ლეიკემიით, ვინაიდან შეიძლება გაძლიერდეს პაპულოზური გამონაყარი.

ჭარბი დოზირება:

აღინიშნება კრუნჩხვები.

თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ ავადმყოფებში პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა მისი მიღების შეწყვეტა და სათანადო მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფიზიკო-ქიმიური შეუთავსებლობის გამო პრეპარატის შერევა ერთ შპრიცში სხვა პრეპარატის ხსნარებთან ნებადართული არ არის.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250 Cტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   3 წელი.

 

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია