ოსტეო - პლუს
გლუკოზამინი
ქონდროიტინი
მსმ
5-ლოქსინით
3-მაგი ძალა
5-ლოქსინის შემცველი საკვები დანამატი ამცირებს მწვავე ტკივილს სახსრებში. დადგენილია, რომ 5-ლოქსინი აუმჯობესებს კომფორტის შეგრძნებას სახსრებში 7 დღეში.
სამმაგი ძალის საკვები დანამატი იცავს სასახსრე ხრტილებს და ამცირებს სახსრების მწვავე ტკივილის განვითარების ეპიზოდებს სახსრების უჯრედშიდა კომპონენტების განახლებით.
ოსტეო-პლუსი წარმოადგენს სახსრების დამცველ რევოლუციურ ფორმულას, რომელიც შეიცავს უნიკალურ ფორმულად 5-ლოქსინს. 5-ლოქსინის მიღება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახსრების კომფორტს მიღებიდან 7 დღეში. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია იმ ფერმენტების ზემოქმედებისგან დაცვით, რომლებიც აზიანებს სახსრის სისტემას. დამატებით, ოსტეო-პლუსი მოქმედებს როგორც ქონდროპროტექტორი და ახდენს სახსარშიდა უჯრედული ელემენტების განახლებას. ძირითადი კომპონენტი სახსრის დაცვისთვის არის ბოსველიას ექსტრაქტი ე.წ. 5-ლოქსინი, 10-ჯერ უფრო ძლიერი აცეტილ-11-კეტო-ბოსველიას მჟავას (AKBA) შემცველობის გამო, ვიდრე ჩვეულებრივი ბოსველიას ექსტრაქტია. 5-ლოქსინი ამცირებს სახსრის მწვავე ტკივილს. ოსტეო-პლუსი სახსრის დამცავ კომპონენტებთან ერთად წარმოადგენს მძლავრ სინგერგიული მოქმედების კომბინაციას სახსრის მოვლის მეცნიერებაში, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც სერიოზულად ეკიდება სახსრების დაცვასა და გაძლიერებას. ბოსველიას ექსტრაქტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მუხლის სახსრის კომფორტს, მოძრაობას მუხლის სახსარში და განვლილი მანძილის სიდიდეს.
5-ლოქსინი აუმჯობესებს სახსრების ჯანმრთელობასა და კომფორტს 7 დღეში
- ადამიანებში ჩატარებული ბოლო კვლევებით, 5-ლოქსინის ორივე დოზის 100მგ და 250მგ ყოველდღიურად მიღებამ აჩვენა სახსრების კომფორტისა და მოძრაობის გაუმჯობესება 7 დღეში
- 5-ლოქსინმა აჩვენა მნიშვნელოვანი სარგებელი სახსრის ჯანმრთელობის შეფასების სხვადასხვა სტანდარტული სისტემის მიხედვით, როგორიცაა WOMAC, VAS და LFI.
- 5-ლოქსინი დადებითად მოქმედებს სახსრებისა და ზოგად ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ბიომარკერებზე, როგორიცაა CRP, TNFa, IL-6.
- 5-ლოქსინი მნიშვნელოვნად აინჰიბირებს ფერმენტის მატრიქს მეტალოპროტეინაზას (MMP-3) აქტივობას, რომელიც შლის ხრტილს, კოლაგენსა და შემაერთებელ ქსოვილს.
- 5-ლოქსინი ხასიათდება კარგი ამტანობით, არ აღიზიანებს კუჭს და აქვს უსაფრთხოების ფართო მონაცემები.
წამყვანი ტესტი სახსრის კომფორტის შესაფასებლად არის WOMAC ინდექსი. წარმოდგენილი დიაგრამა აჩვენებს სახსრის კომფორტის გაუმჯობესებას 90 დღის განმავლობაში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 5-ლოქსინს. რეალურად, 100 მგ დოზის მიღებისას ინდექსის შემცირება მოხდა 40%-ით, ხოლო 250 მგ დოზის მიღებისას - 52%-ით.
გამოქვენებული ლაბორატორული და ადამიანებში კვლევის შედეგები ადასტურებს 5-ლოქსინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას. სახსრის ჯანმრთელობის შენარჩუნებასთან ერთად, 5-ლოქსინი ახდენს ხრტილზე დამაზიანებელი მოქმედების მქონე ფერმენტების გაუვნებელყოფას.
5-ლოქსინი წარმოადგენს დაპატენტებულ ნაერთს, რომელიც აუმჯობესებს სახსრის კომფორტსა და მოძრაობას. ის ამცირებს დამაზიანებელი ფერმენტების მოქმედებას, რომელიც ახდენენ სასახსრე კომპონენტების დაშლას. ბოსველია უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ინდურ ტრადიციულ მეცნიერებაში საუკუნეების განმავლობაში. 5-ლოქსინი კი წარმოადგენს ტრადიციული ინდური ფიტოთერაპიული ისტორიის თანამედროვე მიღწევას, რომლის ეფექტურობაც კლინიკურად დამტკიცებულია.
ორმაგად ბრმა, რანდომიზებული, პლაცებო-კონტროლირებული 5-ლოქსინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების კვლევა მუხლის სახსრის ოსტეოართრიტის მკურნალობაში.
კრიშანუ სენგუპტა, ართრიტის კვლევა და მკურნალობა, 2008, კლინიკური კვლევის რეგისტრაციის ნომერი: ISRCTN05212803
შესავალი:
5-ლოქსინი წარმოადგენს ბოსველიას ექსტრაქტის სახეობას, რომელიც შეიცავს 30% 3-O-აცეტილ-11-კეტო-ბოსველიას მჟავას (AKBA), რომელსაც გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება ფერმენტ 5-ლიპოქსიგენაზას ინჰიბირებით. ჩატარდა 90 დღიანი, ორმაგად ბრმა, რანდომიზებული, პლაცებო-კონტროლირებული 5 ლოქსინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფასების კვლევა მუხლის სახსრის ოსტეოართრიტის მკურნალობაში.
მეთოდები:
75 ოსტეოართრიტის მქონე პაციენტი კვლევაში ჩაერთო. პაციენტები იღებდნენ 100 მგ (N=25), 250 მგ (N=25) 5-ლოქსინს და პლაცებოს (N=25) 90 დღის განმავლობაში. თითოეული პაციენტის ტკივილისა და ფიზიკური ფუნქციის შეფასება ხდებოდა სტანდარტული მეთოდებით (ვიზუალურ-ანალოგიური სკალა, ონტარიოსა და მაკმასტერის უნივერსიტეტის ოსტეოართრიტის ინდექსი, LEQUESNE’S ფუნქციონალური ინდექსი) დასაწყისში (დღე 0), მე-7, 30-ე, მე-60 და 90-ე დღეებში. დამატებით, ოსტეოართრიტის მქონე პაციენტებში ხდებოდა მატრიქს მეტალოპროტეინაზა-30ის დონის განსაზღვრა სინოვიურ სითხეში. შრატში ბიოქიმიური და ჰემატოლოგიური მაჩვენებლების განსაზღვრა, შარდის საერთო ანალიზი ტარდებოდა 5-ლოქსინის უსაფრთხოების შეფასების მიზნით.
შედეგები:
კვლევა დაასრულა 70 პაციენტმა. კვლევის ბოლოს 5-ლოქსინის ორივე დოზის ჯგუფებში გამოვლინდა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ტკივილისა და ფუნქციონალური შეფასების სისტემებით ოსტეოართრიტის მქონე პაციენტებში. საინტერესოა, რომ 250 მგ 5-ლოქსინის ჯგუფში ტკივილისა და ფუნქციონალური შეფასების შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დანამატის მიღებიდან 7 დღეში. ამასთან, მნიშვნელოვნად შემცირდა სინოვიურ სითხეში მატრიქს მეტალოპროტეინაზა-3ის შემცველობა. პლაცებოსთან შედარებით უსაფრთხოების პროფილი არ იყო განსხვავებული 5-ლოქსინის ჯგუფებში.
დასკვნა:
5-ლოქსინი ამცირებს ტკივილს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფიზიკურ ფუნქციას ოსტეოართრიტის მქონე პაციენტებში. ადამიანისთვის არის უსაფრთხო. 5-ლოქსინის დამატებითი დადებითი ეფექტებია ანთების მიმართ პასუხის რეგულაცია ანთებაში მონაწილე პროინფლამატორული მოდულატორების შემცირება, აგრეთვე სასახსრე ხრტილის დაცვა დამშლელი ფერმენტების დონის შემცირებით.
ოსტეო-პლუსი სახსრის დამცავ კომპონენტებთან ერთად წარმოადგენს მძლავრ სინგერგიული მოქმედების კომბინაციას სახსრის მოვლის მეცნიერებაში და წამყვანი ბრენდს სახსრების დაცვის ეფექტური მექანიზმით. ოსტეოპლუსი დამზადებულია პროდუქციის ხარისხის უმაღლესი სტანდარტებით, ნივთიერებების სისუფთავისა და ეფექტურობის ჩათვლით. ბუნებრივი დაბერების პროცესი დამატებითი დატვირთვაა სასახსრე სისტემისთვის. შემაწუხებელი უეცარი მწვავე სახსრის ტკივილების აღმოცენება შესაძლებელია ნებისმიერ დროს განვითარდეს.
ოსტეო-პლუსი შეიცავს გლუკოზამინს, ქონდროიტინს, მსმ-სა და უნიკალურ საერთაშორისო დაპატენტებულ კომპონენტს 5-ლოქსინს.
5-ლოქსინი, გლუკოზამინი და სხვა შემადგენელი კომპონენტები ქმნიან ეფექტურ კომპლექსს, რომელიც აუმჯობესებს მოძრაობას სახსრებში, ანახლებს ხრტილოვან საფარველს, უნარჩუნებს შემაერთებელ ქსოვილს ჯანმრთელობას. დღეში 2 იოლად მისაღები ტაბლეტი ხელს უწყობს ხრტილის დაცვასა და სახსარშიდა უჯრედული კომპონენტების განახლებით ხელს უშლის მწვავე ტკივილის განვითარებას სახსრებში.
გლუკოზამინი და ქონდროიტინი
გლუკოზამინი და ქონდროიტინი წარმოადგენს სახსარშიდა ხრტილის შემადგენელ ძირითად მოლეკულებს. სახსრის შიგნით მუდმივად მიმდინარეობს ხრტილის დაშლისა და კვლავწარმოქმნის პროცესები. ხრტილის განახლებისთვის აუცილებელია საკმარისი რაოდენობით არსებობდეს ძირითადი საშენი მასალა. აღნიშნულ თეორიას ეფუძნება ქონდროიტინისა და გლუკოზამინის მიღება ხრტილის განახლების ხელშეწყობისთვის.
გლუკოზამინი- გლიკოზამინოგლიკანის მოლეკულის ნაწილია, რომელიც მონაწილეობს ხრტილის წარმოქმნასა და განახლებაში.
ქონდროიტინი - ხრტილის ყველაზე გავრცელებული გლიკოზამინოგლიკანია, რომელიც ხრტილის დრეკადობას განაპირობებს.
ორალურად გლუკოზამინისა და ქონდროიტინის მიღება ხელს უწყობს ხრტილის განახლების პროცესს.
რას წარმოადგენს მსმ?
მეთილსულფონილმეთანი უშუალოდ არის ჩართული კოლაგენის წარმოქმნაში, რომელიც განაპირობებს კანის, სახსრებისა და კუნთოვანი ქსოვილის ელასტიურობას. რაც უფრო მეტია კოლაგენი, მით უფრო ელასტიურია ქსოვილი. კოლაგენის ელასტიური ბუნება ქსოვილს მოქნილსა და მკვრივს ხდის.
2006 წელს საუთვესტის კოლეჯის კვლევით ინსტიტუტში ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც მუხლის ართრიტული ტკივილი დრამატულად გაუმჯობესდა მსმ-ის 12 კვირიანი გამოყენების შედეგად. სხვა კვლევამ აჩვენა, რომ მსმ-ის სხვა სასახსრე დანამატებთან, როგორიცაა გლუკოზამინი, ერთად გამოყენება ძალიან ეფექტურია ართრიტის მკურნალობაში.
მიიღება 2 აბი დღეში 1 ჯერ.