საერთაშორისო დასახელება:
AMLODIPINE
მწარმოებელი: ავერსი-რაცონალი, საქართველო
მოქმედი ნივთიერება: ამლოდიპინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი.
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 12 ბლისტერი.
1 ტაბ.
ამლოდიპინის ბეზილატი .......... 5 მგ
1 ტაბ.
ამლოდიპინის ბეზილატი ........... 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, პოვიდონი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ამლოდიპინი წარმოადგენს კალციუმის ნელი არხების ბლოკატორს. მას გააჩნია ანტიჰიპერტენზიული და ანტიანგინალური მოქმედება. პრეპარატი ხელს უშლის კალციუმის იონების შეღწევას სისხლძარღვების გლუვ კუნთოვან უჯრედებში და იწვევს რეზისტენტული არტერიოლების დილატაციას და სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებას, სისხლის არტერიული წნევის დაქვეითებას, გულზე პოსტდატვირთვის შემცირებას. იგი აგრეთვე აფართოებს მსხვილი კალიბრის კორონარულ სისხლძარღვებს და კორონარულ არტერიოლებს ინტაქტურ და იშემიურ უბნებში, რაც ხელს უწყობს მიოკარდიუმის ჟანგბადით მომარაგებას.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღებისას ამლოდიპინი სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 64%-ს.
პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 6-12 სთ-ის შემდეგ. ამლოდიპინის 95% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
წონასწორული კონცენტრაცია (CSS) აღინიშნება მკურნალობს დაწყებიდან მეშვიდე-მერვე დღეს.
მეტაბოლიზდება ღვიძლში. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 31-დან 48 სთ-მდე. მიღებული დოზის 60% გამოიყოფა თირკმელებით, არააქტიური მეტაბოლიტების სახით, 10% - შეუცვლელი სახით, ხოლო 20-25% - ფეკალურ მასებთან ერთად.
ჩვენებები:
- არტერიული ჰიპერტენზია (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
- გულის იშემიური დაავადება - სტაბილური სტენოკარდია, ვაზოსპასტიური (პრინცმეტალის) სტენოკარდია.
მიღების წესები და დოზირება:
სტენოკარდიისა და არტერიული ჰიპერტენზიის დროს ამტასის საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს, ერთჯერადად; პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე საწყისი დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-დე ერთხელ დღეში. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დღის ერთი და იგივე მონაკვეთში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 2.5-5 მგ.
გვერდითი მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ქოშინი, წვივების შეშუპება, სახის ჰიპერემია, იშვიათად - ტკივილი გულმკერდის არეში;
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, იშვიათად - ღრძილების ჰიპეპრპლაზია;
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება.
უკუჩვენებები:
ამლოდიპინის მიმართ და/ან პრეპარატის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი, არასტაბილური სტენოკარდია, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე პაციენტებში (პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის).
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის მიღება ორსულობის (განსაკუთრებით I და II ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.
განსაკუთრებული მითითებები:
ამტასი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, გულის ქრონიკული უკმარისობის, არტერიული ჰიპოტენზიის, მიტრალური სტენოზის, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდომიოპათიის, მიოკარდიუმის ინფარქტის დროს, აგრეთვე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და ხანდაზმულ პაციენტებში.
პრეპარატის მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ არის რეკომენდებული მისი დამატებით მიღება, არამედ საჭიროა მკურნალობის ჩვეულებრივი რეჟიმის გაგრძელება. ამტასით მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის ლაბორატორიული კონტროლი.
გრეიფრუტის წვენის მიღებამ შეიძლება დააქვეითოს ამლოდიპინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი მკურნალობის დასაწყისში იწვევს გადაღლილობის შეგრძნებას ან თავბრუსხვევას, რაც ზემოქმედებას ახდენს ყურადღების კონცენტრაციასა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება:
შესაძლებელია განვითარდეს პერიფერიული ვაზოდილატაცია და არტერიული ჰიპოტონია.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ვაზოკონსტრიქციული საშუალებების გამოყენება.
საჭიროებისას - სიმპტომური თერაპია.
კალციუმის არხების ბლოკირების თავიდან ასაცილებლად ინტრავენურად შეჰყაყთ კალციუმის გლუკონატი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ამლოდიპინისა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების α-ადრენოსტიმულატორების, ესტროგენებისა და სიმპატომიმეტური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას მცირდება პრეპარატის ჰიპოტენზიური ეფექტი.
თიაზიდური და მარყუჟოვანი დიურეტიკები, ß-ადრენობლოკატორები, ვერაპამილი, აგფ- ინჰიბიტორები, ნიტრატები აძლიერებენ ამტასის ანტიანგინალურ და ჰიპოტენზიურ მოქმედებას.
ამიოდარონი, ქინიდინი, α1-ადრენობლოკატორები, ნეიროლეპსიური საშუალებები და კალციუმის ნელი არხების ბლოკატორები აძლიერებენ პრეპარატის ჰიპოტენზიურ ეფექტს.
ამლოდიპინისა და ციმეტიდინის ერთდროული მიღებისას ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები არ იცვლება.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250 c ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.