საერთაშორისო დასახელება:

PROPILNIKOTINATE

მწარმოებელი: RIEMSER, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: პროპილნიკოტინატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.

კრემი: ტუში 50 გ

10 გ

პროპილნიკოტინატი .............          2 გ

დამხმარე ნითიერებები:

არაიონოგენური მაემულგირებელი სპირტები, შალის (მატყლის) ცვილი, თხიერი პარაფინი, იზოპროპილმირისტატი, გლიცეროლი 85%, გამოხდილი წყალი, მეთილ-4-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ-4-ჰიდროქსიბენზოატი.

ჩვენებები:

ადგილობრივი ჰიპერემიზაციისათვის: მიალგიები (კუნთების ანთება და ტკივილი), ნევრალგიები, არა ანთებითი სახის ტკივილები სახსრებში, რევმატოიდული სახის დეგენერაციული დაავადებები, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მტკივნეული მდგომარეობები, რომლებიც არ ექვემდებარებიან სწრაფ ოპერაციული მკურნალობას.

დოზირების რეჟიმი:

ანალგოსი დაიტანება ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე და კარგად შეიზილება მტკივნეულ ადგილზე.

გვერდითი მოვლენები:

ანალგოსის გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობა: მაგ., ქავილი, კანის გაძლიერებული სიწითლე, იშვიათად ჩირქოვანი გამონაყარი, კანის შეშუპება. ადგილობრივად კანის დროებითი ჰიპერემია სასურველია.

ძალიან იშვიათად ანალგოსმა სხეულის ვრცელ ზედაპირზე გამოყენების დროს შეიძლება გამოიწვიოს შოკი და წნევის დაცემა.

სხვა შემთხვევაში, თუ გამოვლინდება განსხვავებული გვერდითი მოვლენები, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

უკუჩვენებები:

დაუშვებელია კრემის დატანა ანთებით სახსრებზე და ღია ჭრილობებზე. არ შეიძლება მისი გამოყენება, თუ აღინიშნება ზედმეტი მგრძნობელობა ალკილ-4-ჰიდროქსიბენზოატის  (ე.წ. პარაბენის) ან სხვა კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

დაუშვებელია ანალგოსის მოხვედრა თვალში, ლორწოვან გარსებზე და დაზიანებულ კანზე. ყოველი გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების კარგად დაბანვა საპნით და გამდინარე წყლით. თუ შემთხვევით ანალგოსი მოხვდა თვალებში, ლორწოვან გარსზე ან დაზიანებულ კანზე, საჭიროა დიდი რაოდნობის თბილი წყლით ჩამობანა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის ერთდროული კომბინაცია სხვა ანალოგიურ საშუალებებთან ან ფიზიოთერაპიულ მეთოდებთან (მაგალითად, სამკურნალო ტალახი, სამკურნალო აბაზანები) ერთად (განსაკუთრებით სხეულის ვრცელ ზედაპირზე) იწვევს კანის მნიშვნელოვან გაღიზიანებას, რასაც შეიძლება მოჰყვეს წნევის დაცემა და კოლაფსი.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება 5-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია