ანგიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ვითარდება სისხლძარღვებისგან (ჰემანგიომა) ან ლიმფური ძარღვებისგან (ლიმფანგიომა).
განასხვავებენ ჰემანგიომის შემდეგ ფორმებს:

  • კაპილარულს. ეს მარტივი ჰემანგიომაა და ახასიათებს კაპილარების გაფართოება, აქვს მოწითალო ან მოლურჯო-მეწამული ლაქის სახე და უმეტესად სახეზე ან ტანზე მდებარეობს.
  • კავერნოზული ჰემანგიომა. შედგება სისხლით სავსე მსხვილი ღრუებისგან. გარეგნულად ჰგავს მუქი რუხი ფერის კვანძოვან წარმონაქმნს, რომელიც დაფარულია გაცრეცილი კანით ან ლორწოვანი გარსით. მდებარეობს სახეზე და ძლიერ აუშნოებს ადამიანს. ასევე შესაძლებელია, კავერნოზული ჰემანგიომა განვითარდეს თავში, კუნთებში, საშვილოსნოში, ელენთასა და ღვიძლში.
  • დატოტვილი ჰემანგიომა. შედგება მეტისმეტად გაფართოებული, მოპულსირე სისხლძარღვებისგან. აქვს მკვეთრად გამოხატული სიმსივნის იერი, რომელიც ზეწოლის შეწყვეტისთანავე ივსება სისხლით.

მარტივ ჰემანგიომებს მკურნალობენ რენტგენის სხივებით, ნახშირმჟავათი ან ქირურგიულად - ჯანსაღ ქსოვილამდე ამოკვეთით. კავერნოზული ანგიომა საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას. დატოტვილ ჰემანგიომასაც ოპერაციულად მკურნალობენ - სისხლძარღვს კერავენ ან გადაკვანძავენ და მის გამსხვილებულ ტოტს ამოკვეთენ.

ლიმფანგიომა ჰემანგიომებზე იშვიათია. მისი მარტივი ფორმა ვითარდება ენის, ტუჩების კუნთებში და წარმოადგენს მცირე ზომის ღრუს ან ოდნავ ამობურცულ გასქელებას, რომელიც უმტკივნეულოა, რბილია და ზეწოლისას ქრება.
კავერნოზულ ფორმას აქვს გაბნეული სიმსივნის სახე და არ გააჩნია მკვეთრად გამოხატული საზღვრები. ის მოყვითალო ან მოწითალო ფერისაა, ჩნდება ლოყებსა და ტუჩებზე.
კისტოზური ლიმფანგიომა ვითარდება ყელზე, ნაწლავების ჯორჯალში და შედგება ერთეული ან მრავალი ელასტიკური კისტისგან.
ლიმფანგიომის კისტოზური ფორმა საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას (ამოკვეთას). მარტივ და კავერნოზულ ფორმებს მკურნალობენ ელექტროკოაგულატორის ნემსისმაგვარი საცმის მრავალჯერადი ჩხვლეტით.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია