საერთაშორისო დასახელება:

CYPROTERONE

მოქმედი ნივთიერება: ციპროტერონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიანდროგენული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კუნთში შესაყვანი ხსნარი (ზეთოვანი), ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ანტიანდროგენული საშუალება , ხასიათდება გესტაგენური აქტიობით და ქალებში კონტრაცეპტიული მოქმედებით. ქიმიური შემადგენლობით ანტიანდროგენი მსგავსია ბუნებრივი ანდროგენის; მას აქვს უნარი კონკურენტულად დაუკავშირდეს სამიზნე-ორგანოებში ანდროგენების ქსოვილოვან რეცეპტორებს. მამაკაცებში ამცირებს პათოლოგიურად მომატებულ სქესობრივ ლტოლვას, აქვეითებს პოტენციას, იცავს წინამდებარე ჯირკვალს ესტროგენების მოქმედებისგან. უზრუნველყოფს ფერიმჭამელური გამონაყარის შეხორცებას, აღკვეთს ახალი ფარიმჭამელების წარმოქმნას, აქვეითებს მომატებული ცხიმის ჭარბწარმოქმნას თავის თმიან ნაწილში, სახის კანზე, ამცირებს თავიდან თმის ცვენას და თმის სწრაფ ზრდას სახეზე და სხეულის სხვა ნაწილებზე.
თრგუნავს ჰიპოფიზის გონადოტროპული ჰორმონის სეკრეციას და ამუხრუჭებს ოვულაციას, რაც განაპირობებს მის კონტრაცეპტიულ ეფექტს.

ჩვენებები:

მამაკაცებში - წინამდებარე ჯირკვლის მეტასტაზირებული ან არაოპერაბილური კიბო (ორქიექტომიამდე ან მის შემდეგ), ჰიპერსექსუალობა.

ქალებში - ანდროგენიზაცია (მათ შორის მძიმე ჰირსუტიზმი, მძიმე ანდროგენოდამოკიდებული ალოპეცია, აკნეს და სებორეას მძიმე ფორმა).

ბავშვებში - იდიოპათიური ადრეული სქესობრივი მომწიფება.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა, ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის სიმსივნე (თუ აღნიშნულები გამოწვეული არ არის წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის მეტასტაზებით), დუბინ-ჯონსონის და როტორის სინდრომები (მემკვიდრეობითი კეთილთვისებიანი ჰიპერბილირუბინემია). დეპრესია (მძიმე ფორმა), თრომბოემბოლია, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.

სიფრთხილით: შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებით, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, თრომბოემბოლია (ანამნეზში), მოზარდთა ასაკი (მომწიფების პერიოდის დამთავრებამდე), ორსულთა ჰერპესი (ანამნეზში), ორსულებში იდიოპათიური სიყვითლე (ანამნეზში), კახექსია (თუ ის დაკავშირებული არ არის  წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნესთან).

გვერდითი მოქმედება:

მკურნალობის დასწყისში - ტკივილი მუცელში, გულისრევა, მომატებული დაღლილობა, კანის სიმშრალე, აპათია, დეპრესიული მდგომარეობა ან მოუსვენრობა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, სითხის შეკავება ორგანიზმში.

იშვიათად - ალერგიული რეაქციები, შესაძლებელია წონაში მომატება ან მოკლება. მამაკაცებში  შესაძლებელია გინეკომასტიის გამოვლენა, ქალებში სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა. სპერმატოგენეზის დათრგუნვა (ჩასახვის და განაყოფიერების უნარის დაქვეითება - ჩვეულებრივ აღდგება პრეპარატის მოხსნიდან 3-4 თვის შემდეგ), ლტოლვისა და პოტენციის შექცევადი დაქვეითება.

ხანგრძლივი დროის მანძილზე ანდროგენების გამომუშავების დაქვეითება იშვიათ შემთხვევაში იწვევს ოსტეოპოროზის განვითარებას. ერთეულ შემთხვევაში მაღალი დოზით დანიშვნისას აღინიშნება ქოშინი და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება.

ბავშვებში  - ჰიპოთალამუსზე ნეგატიური ზემოქმედება, რაც იწვევს თირკმელზედას ქერქის დაქვეითებას (მაღალი დოზით თერაპიისას); ღვიძლის უკმარისობის განვითარება. კუნთში სწრაფი შეყვანისას შესაძლებელია ხველა, ქოშინი.

მიღების წესი და დოზირება:

წინამდებარე ჯირკვლის კარცინომის დროს  - შიგნით, 50-100მგ 1-3-ჯერ დღეში მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით და ეფექტის მიღწევის სიჩქარეზე დამოკიდებულებით ან კუნთში ნელა, ღრმად 300მგ 1-ჯერ დღეში, 10-14 დღის მანძილზე. მკურნალობის ხანგრძლიობა 6 თვე.

ქალებში გამოხატული ანდროგენიზაციისას - შიგნით, 100მგ დღეში 1-ჯერ, ციკლის პირველიდან  მე-10 დღის ჩათვლით, შემდგომი 7 დღიანი შესვენებით ან 10მგ 1-ჯერ დღეში ციკლის პირველიდან მე-15 დღის ჩათვლით (ერთდროულად ნაჩვენებია ეთინილესტრადიოლის დანიშვნა ციკლის პირველიდან 21-ე დღის ჩათვლით).

აკნეს მკურნალობისას ღებულობენ ტაბლეტებს 10 მგ. დოზით.

ბავშვებში - 25-50მგ 2-ჯერ დღეში. დოზის შემცირებას და პრეპარატის მოხსნას ახდენენ თანდათანობით.

განსაკუთრრებული მითითება:

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ღვიძლის, თირკმელზედას ქერქის, პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში შესაძლებელია საჭირო გახდეს ინსულინის დოზის კორექცია ან სხვა ჰიპოგლიკემიურების დანიშვნა (გლუკოზის კონცენტრაციის კონტროლი სისხლში წარმოებს უფრო ხშირად, ვიდრე  ჩვეულებრივ).

ქალებში მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა. ბავშვები, რომლებიც ღებულობენ პრეპარატის დიდ დოზას, დიდი დატვირთვისას შესაძლებელია საჭირო გახდეს გლუკოკორტიკოიდებით ჩანაცვლებითი თერაპია, ფარული თირკმელზედას ნაკლოვანების გამო. უნდა მოერიდოთ პრეპარატის სისხლძარღვში მოხვედრას და კუნთში ინექციისას მის სწრაფ შეყვანას. ფერტილობაზე პრეპარატის ნეგატიური გავლენა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ არ აღინიშნება.

მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავშეკავება სამუშაოებისგან, რომელიც მოითხოვს გაზრდილ ყურადღებას.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია