საერთაშორისო დასახელება:

PARACETAMOL; ASCORBIC ACID; CHLORPHENAMINE

მწარმოებელი: NATUR PRODUKT, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: პარაცეტამოლი+ქლორფენამინის მალეატი+ასკორბინის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეზიური, სიცხის დამწევი საშუალება.

გამოშვების ფორმა:

შუშხუნა ტაბლეტები: სიროფში 2, 4 და 6 ტაბ., შეფუთვაში 10 და 20 ც.

1 ტაბ.

პარაცეტამოლი ..........        250 მგ

ქლორფენამინის მალეატი ... 3 მგ

ასკორბინის მჟავა ..........    50 გ

დამხმარე ნივთიერებები:

პოლიეთილენგლიკოლი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმის კარბონატი, სორბიტოლი, საქარინი, პოლივიდონი, სილიციუმის დიოქსიდი, არომატული დანამატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანტიგრიპინი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს. მასში შემავალ პარაცეტამოლს ახასიათებს ანალგეზიური, სიცხის დამწევი და სუსტად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ქლორფენამინი მიეკუთვნება H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორს, გააჩნია ანტიალეგიული მოქმედება, ამცირებს ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის შეშუპებას. ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს კაპილარების განვლადობის ნორმალიზებას, გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება. იგი ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას ინფექციის მიმართ.

ჩვენებები:

მწვავე რესპირატორული დაავადებების სიმპტომური მკურნალობა (მწვავე რესპირატორული ინფექციები გრიპი), რინიტი, რინოფარინგიტი, ალერგიული რინიტი, რინოფარინგიტი.

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება პერორალურად ხსნადი (შუშხუნა) ტაბლეტების გახსნით 1 ჭიქა წყალში.

ბავშვებში 1 წლიდან 5 წლამდე - 1/2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

ბავშვებში 5 წლიდან 10 წლამდე - 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღში.

ბავშვებში 10 წლის ზევით - 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული და იმუნოპათოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე, ურტიკარია.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია.

ცნს-ის მხრივ: ძილიანობა, პირის სიმშრალე.

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
  • ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა;
  • გლაუკომა.

განსაკუთრებული მითითებები:

არ არის რეკომენდებული პრეპარატის ერთდროული გამოყენება საძილე საშუალებებთან.

ჭარბი დოზირება:

პარაცეტამოლის მასიური ჭარბი დოზირება იწვევს ღვიძლის უჯრედების დაზიანებას. კლინიკური სიმპტომების გამოვლინება აღინიშნება 24 საათის შემდეგ. მოწამვლის ნებისმიერი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია სწრაფი ჰოსპიტალიზაცია.

ქლორფენამინით მოწამვლისას ბავშვებში აღინიშნება აგზნება, ჰალუცინაციები, ატაქსია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ატეტოზი, კრუნჩხვები. ტერმინალურ  ფაზაში აღინიშნება კომა და გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი.

მკურნალობა: ხელოვნური სუნთქვა, კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებები.;

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატი იწვევს სედატიური საშუალებების მოქმედების პოტენცირებას  (საძილე საშუალებები, ზოგადი საანესთეზიო საშუალებები).

ატროპინის მსგავსი ეფექტების პოტენცირება სხვა ანტიქოლინერგიულ საშუალებებთან კომბინირებისას (ანტიჰისტამინური საშუალებები, ფენოთიაზინები, პარკინსონის საწინააღმდეგო ქოლინოლიზური საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები).

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მზის სხივებისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   3 წელი.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია