საერთაშორისო დასახელება:

ACETAMINOPHENUM; CHLORPHENIRAMINE; ASCORBIC ACIDE

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: აცეტამინოფენი+ ასკორბინის მჟავა+ქლორფენირამინის მალეატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გაციების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი კომბინირებული პრეპარატი.

გამოშვების ფორმა:

ხსნადი ფხვნილი: პაკეტებში, შეფუთვაში 5 ც.

1 პაკ.

აცეტამინოფენი ................       160 მგ

ასკორბინის მჟავა ..................    50 მგ

ქლორფენირამინის მალეატი ....    1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ჟოლოს გემოს დანამატი, ლიმონმჟავა, კაჟის კოლოიდური დიოქსიდი, სამფუძიანი ნატრიუმის ციტრატი, სახამებელი, შაქარი, საღებავი FD&C წითელი Ν40, ტიტანის დიოქსიდი, სამფუძიანი კალციუმის ფოსფატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აცეტამინოფენს (პარაცეტამოლი) აქვს ანალგეტიკური სიცხის დამწევი და მსუბუქი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ამცირებს თავის, კუნთების, სახსრების და ყელის ტკივილს.

ქლორფენირამინის მალეატი: ხსნის ცხვირის, ცხვირ-ხახის და ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის შეშუპებას და ამცირებს თვალის ქავილს.

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ.

ჩვენებები:

ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული დაავადებების სიმპტომების (ჰიპერთერმია, თავის, კუნთების და სახსრების ტკივილი, ცრემლდენა, სურდო) და გრიპის დროს.

მიღების წესები და დოზირება:

პაკეტის შიგთავსი იხსნება 1 ჭიქა (175 მლ) ცხელ წყალში, მიიღება ცხლად.

2 წლიდან 5 წლამდე ბავშვებში - 1 პაკეტი 3-ჯერ დღეში;

6 წლიდან 12 წლამდე - 2 პაკეტი 3-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს. პრეპარატის შემდგომ გამოყენებას განსაზღვრავს ექიმი.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, პირღებინება.

ცნს-ის მხრივ: ძილიანობა, ძილის დარღვევა, მომატებული აგზნებადობა.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, კვინკეს შეშუპება.

სისხლწარმოქმნის სისტემის მხრივ: ანემია, თრომბოციტოპენია.

უკუჩვენებები:

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. ღვიძლის და/ან თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, სისხლის დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე პათოლოგიები, არტერიული ჰიპერტენზია, სისხლძარღვთა სპაზმისადმი მიდრეკილება, გლაუკომა, ფილტვების ემფიზემა ან ქრონიკული ბრონქიტი, შაქრიანი დიაბეტი. ბავშვთა ასაკი 2 წლამდე.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის ხანგრძლივობა  - არა უმეტეს 5 დღისა, სათანადო თერაპიული ეფექტის არარსებობის, მაღალი ტემპერატურის, რომელიც 5 დღის მკურნალობის ფონზე მაინც შენარჩუნებულია, ასევე ახალი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, სავარაუდოა უფრო სერიოზული დაავადების არსებობა, რის გამოც სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს. იმის გამო, რომ პრეპარატი იწვევს ძილიანობას, მიღებიდან 4 საათის განმავლობაში, ბავშვი უნდა მოარიდოთ ისეთ საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება:

შესაძლოა გამოვლინდეს აგზნებადობა, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა. მკურნალობა სიმპტომურია. სამკურნალო საშუალების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

სხვა წამლებთან, ურთიერთქმედება:

არ არის რეკომენდებული პრეპარატის ერთდროული მიღება საძილე, ფსიქოტროპულ და ალკოჰოლის შემცველ პრეპარატებთან ერთად. ალკოჰოლთან და ბარბიტურატებთან კომბინაციაში აცეტამინოფენის ჰეპატო- და ნეფროტოქსიკურობა ძლიერდება. საძილე და სედატიურ საშუალებებთან, ნეიროლეპტიკებთან, ტრანკვილიზატორებთან, ალკოჰოლთან ერთდროული მიღებისას არსებითად ძლიერდება ქლორფენირამინის მალეატის დამთრგუნველი ზემოქმედება ცნს-ზე. აცეტამინოფენი ანელებს ანტიბიოტიკების გამოყოფას ორგანიზმიდან. ტეტრაციკლინებთან კომბინაციაში იზრდება ანემიისა და მეთჰემოგლობინემიის განვითარების როსკი.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ამცირებს რეზერპინისა და ოქტადინის ჰიპოტენზიურ ეფექტს. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის მონოამინოოქსიდაზების ინჰიბიტორებთან ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერტონული კრიზი.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე. ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   3 წელი.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია