საერთაშორისო დასახელება:
Chlorhexidine+Tetracaine+Ascorbic acid
მოქმედი ნივთიერება: ქლორჰექსიდინი+ტეტრაკაინი+ასკორბინის მჟავა
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტისეპტიკური საშუალება+ადგილობრივი ანესთეტიკი
წამლის ფორმა:
პასტილები,პასტილები (შაქრით), პასტილები (თაფლით), საწუწნი ტაბლეტები.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი, ახდენს ანტისეპტიურ და ადგილობრივ ანესთეზიურ მოქმედებას: ამუხრუჭებს ტკივილის რეცეპტორების აგზნებას.
ქლორჰექსიდინი ახდენს სწრაფ და გამოხატულ ბაქტერიციდულ მოქმედებას გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე, ასევე ფუნგიციდურ მოქმედებას.
ტეტრაკაინი - ადგილობრივი ანესთეზიური საშუალება, ეფექტი დგება მიღებიდან 1-2 წუთის შემდეგ.
ასკორბინის მჟავა ამაღლებს ორგანიზმის არასპეციფიკურ რეზისტენტობას.
ჩვენებები:
პროფილაქტიკა და მკურნალობა:
პირის ღრუსა და პირხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (გინგივიტი, სტომატიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი, ანგინის დასაწყისი სტადია, პარადონტოზი, კბილის ექსტრაქციისა და ტონზილექტომიის შემდგომი მდგომარეობა).
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა, ბავშვთა ასაკი (5 წლამდე - ფორმულა ანტი-ანგინი, 6 წლამდე - დრილი).
* ორსულობა I ტრიმესტრი.
* სიფრთხილით: ორსულობა II – III ტრიმესტრი, ლაქტაციის პერიოდი.
გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რეაქციები.
მიღების წესი და დოზირება:
ადგილობრივად (ტაბლეტები, პასტილები გააჩერეთ პირში სრულ გადნობამდე).
ფორმულა ანტი-ანგინი: მოზრდილები და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები - დღეში 6 პასტილი ან ტაბლეტი 2 სთ-იანი ინტერვალით;
5-10 წლის ბავშვები - დღეში 3 პასტილი ან ტაბლეტი 4 სთ-იანი ინტერვალით.
დრილი: 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები - 1 პასტილი 4-ჯერ დღეში ყოველ 2 სთ - ში, 6-15 წლის ბავშვები - თითო პასტილი 2-3-ჯერ დღეში 4 სთ-იანი ინტერვალით.
განსაკუთრებული მითითებები:
5 დღეზე მეტი ხნით პრეპარატის მიღება არასასურველია პირის ღრუსა და ხახის ნორმალური მიკროფლორის შესაძლო დარღვევის გამო. პრეპარატის მიღების შემდეგ არ არის რეკომენდებული საჭმლის, სასმელის მიღება, კბილების გაწმენდა 1-2 სთ-ის მანძილზე.
შეიძლება გავლენა მოახდინოს ანტიდოპინგური კონტროლის შედეგზე.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დრილის 1 პასტილი შეიცავს 8 კკალ -ს.
ურთიერთქმედება:
არ არის რეკომენდებული რამდენიმე ადგილობრივი ანესთეტიკის მიღება.