მწარმოებელი: “Ajanta Pharma Limited” (ინდოეთი)

კლინკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ხველების საწინააღმდეგო მცენარეული სიროფი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

10 მლ სიროფის შემადგენლობაში შედის შემდეგი მცენარეების წყლიანი ექსტრაქტები:

Adhatoda vasika .....................  150მგ;

Glycyrrhiza glabra ...................   75მგ;

Piper longum .........................   10მგ;

Alpinia galanga ........................ 100მგ.

არომატიზებული ფუძე კონსერვანტებთან ერთად.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აპდილ – H მცენარეული ამოსახველებელი პრეპარატია. იგი ამცირებს ყელის ტკივილს, ანთებით პროცესს და ალერგიას.

Adhatoda vasika-ს ფოთლების ექსტრაქტი სუნთქვის სისტემის მასტიმულირებელი და ბრონქოლიზური მოქმედებით ხასიათდება.

Glycyrrhiza glabra-ს ფესვების ექსტრაქტი ხასიათდება დამარბილებელი, ამოსახველებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ის ამცირებს ლორწოს სიბლანტეს და ხელს უწყობს მის გამოყოფას.

Piper longum-ს ნაყოფს ახასიათებს ანტიბიოტიკების მსგავსი მოქმედება. ის გამოიყენება ბრონქული ასთმის შეტევების კუპირებისთვის. ახასიათებს ხველების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული მოქმედება.

Alpinia galanga გამოიყენება რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. მას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება.

ჩვენება:

  • ხველება და პათოლოგიური სქელი ლორწოს წარმოქმნის და მისი გამოყოფის დარღვევით მიმდინარე სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება:

ბავშვებში -1/2-1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში.

მოზრდილებში- 1-2 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები:

ინახება სინათლისაგან დაცულ, მშრალ ადგილას 8-150C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა: 100 მლ ფლაკონი

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია