აპილაკი
APILAK

გასაწოვი ტაბლეტები 10მგ
  
წამლის დასახელება: აპილაკი გრინდექსი

მოქმედი ნივთიერება: Gelee Royale

წამლის ფორმა და შემადგენლობა: 
გასაწოვი ტაბლეტები. 
1 ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ლიოფილიზებულ ფუტკრის რძის დედოს.

დამხმარე ნივთიერებები:
 
ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტალკი, კალციუმის სტეარატი და კარტოფილის სახამებელი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება: 
აპილაკი ანუ ე.წ. ფუტკრის რძის დედო წარმოადგენს ახალგაზრდა მუშა ფუტკრების ალოტროფიული ჯირკვლების სეკრეტს. მას გააჩნია ზოგადი მატონიზირებელი, ანტისპაზმური, ნივთიერაბათა ცვლის გამაძლიერებელი მოქმედება. იგი ზრდის ორგანიზმის გამძლეობას და მდგრადობას სტრესის მიმართ.
აპილაკი წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიეთებების ნაზავს, მის შემადგენლობაში შედის:
• მნიშვნელოვანი ვიტამინები (C, B1, B2, B5, B6, B8, B12, H, ფოლის მჟავა, ინოზიტოლი)
• მინერალური ელემენტები (K, Na, Ca, Mg, Fe, P) და მიკროელემენტები (Zn, Mn, Cu, Co, S, Si, Ni, Cr, As, Bi):
• 23 სხვადასხვა ამინომჟავა, მათ შორის შეუცვლელი (ჰისტაიდინი, ვალინი, მეთიონინი, ტრიფტოფანი).
• სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (მაგალითად- ფერმენტი ქოლინესთერაზა, მედიატორი აცეტილქოლინი და სხვა).

ჩვენება: 
აპილაკ გრინდექსის ტაბლეტები ინიშნება კვების დარღვევისას, რეკონვალესცენციისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში რძის გამოყოფის შეფერხების დროს, ბავშვებში- არასაკმარისი კვებისა და უმადობის დროს.   
აპილაკ გრინდექსის ტაბლეტები გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება ნერვული დარღვევის მკურნალობისას და ჰიპოტონიის დროს.

უკუჩვენებები: 
არ გამოიყენება ადისონის დაავადების (თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობა) დროს, რომელიც ხასიათდება კანის პიგმენტაციით. არ გამოიყენება თაფლის შემცველი პროდუქტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

სიფრთხილე!
აპილაკის ტაბლეტებს შეუძლია ალერგიული რეაქციის გამოწვევა.

ურთიერთმოქმედება სხვა პრეპარატებთან 
არ აღინიშნება

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: 
აპილაკი გრინდექსის გამოყენება დასაშვებია.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება:
პრეპარატი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

მიღების წესი და  დოზირება: 
მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი  3-ჯერ დღეღამეში, ბავშვებში 1 ტაბლეტი  2-ჯერ დღეღამეში 10-15 დღის განმავლობაში. ტაბლეტი უნდა მოთავსდეს ენის ქვეშ სრულ გაწოვამდე, ვინაიდან კუჭში მოხვედრისას კუჭის წვენის ზემოქმედების შედეგად ფუტკრის რძის დედო იშლება.

ჭარბი დოზირება:
ფუტქრის რძის დედოს მხოლოდ მცირე რაოდენობებს გააჩნია სამკურნალო ზემოქმედება. ჭარბი დოზირებისას ხდება ნივთიერებათა ცვლის პროცესების შენელება, მაგალითად, დღეღამეში 2,5გ მიღება იწვევს მოთენთილობას.
ჭარბ დოზირებაზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.

გვერდითი მოვლენები: 
შესაძლოა ალერგიული რეაქციების წარმოშობა. ამ დროს პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას აღინიშნება პირის სიმშრალე, ტაქიკარდია, ძილის დარღვევები, რომელიც პრეპარატის დოზის შემცირების ან მისი მცირე ვადით შეწყვეტის შემდეგ ქრება. 
გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიიღეთ ექიმის კონსულტაცია!

შეფუთვა: 
10მგ ტაბლეტები, 25 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ბლისტერი მუყაოს შეფუთვაში.

შენახვის პირობები:  
ტაბლეტი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა.
2 წელი.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ!

გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე
  
მწარმოებელი:
ს.ს. “გრინდექსი”, კრუსტპილსის ქ. 53, რიგა, LV-1057, ლატვია.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია