საერთაშორისო დასახელება:
ROYAL JELLY
მწარმოებელი: TALLINA FARMAATSIATENASE, ესტონეთი
მოქმედი ნივთიერება: ფუტკრის რძის დედო
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ზოგადი მატონიზირებული, ქსოვილთა ტროფიკის გამაუმჯობესებელი საშუალება.
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: ბლისტერზე 25 ტაბ., შეფუთვაში 1 და 2 ბლისტერი.
1 ტაბ.
ფუტკრის რძის დედო .......... 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
რძის შაქარი, კარტოფილის სახამებელი, ტალკი და კალციუმის სტეარატი.
მალამო 3%: ტუბში 50 გ.
1გ
ფუტკრის რძის დედო 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
გლიცერინი, ვაზელინი, თხიერი პარაფინი, ცეტილის სპირტი, ნატრიუმის ცეტილსტეარილსულფატი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, დარიჩინის სპირტი და გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
აპილაკი, ანუ ე.წ. ფუტკრის რძის დედო, წარმოადგენს ალოტროფიული ჯირკვლების გამონაჟურს, რომელსაც გამოიმუშავებენ მუშა ფუტკრები. აპილაკი წარმოადგენს ბიოლოგიურ სტიმულატორს, რომელსაც გააჩნია მატონიზირებელი, ტროფიკული და ანტისეპტიკური მოქმედება.
ჩვენებები:
ტაბლეტები:
გამოჯანმრთელების პერიოდში ალიმენტური ხასიათის დარღვევები, მშობიარობის შემდგომ პერიოდში ლაქტაციის დარღვევა. გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება ნერვული დარღვევების მკურნალობისას და ჰიპოტონიის დროს.
მალამო:
სებორეა, სებორეული და მიკრობული ეგზემა, ნეიროდერმიტი.
მიღების წესები და დოზირება:
ტაბლეტები:
მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი სუბლინგვალურად 3-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10-15 დღეს.
მალამო:
2-10 გ მალამო დაიტანება სხეულის დაზიანებულ ზედაპირზე 1-2-ჯერ დღეში (ნახვევით ან უშუალოდ). მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 1-დან 2 თვემდე.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება, რომლებიც მკურნალობის შეწყვეტასთან ერთად ქრება. პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას აღინიშნება ძილის დარღვევა, რომელიც გაივლის პრეპარატის დოზის შემცირების ან მისი მიღების მცირე ვადით შეწყვეტის შემდეგ.
უკუჩვენებები:
თაფლის შემცველი პროდუქტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ადისონის დაავადება.
ორსულობა და ლაქტაცია:
აპილაკის გამოყენება დასაშვებია.
შენახვის პირობები და ვადა:
ტაბლეტები ინახება არა უმეტეს 200 Cტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
ტაბლეტები 3 წელი;
მალამო 2 წელი.