ჟელატინი, გლიცერინი, საღებავები E171, E172 სოიოს ლეციტინი, დტოკოფეროლი.
ომეგა 3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ნატურალური წყარო ახდენს სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების თანაფარდობის ნორმალიზებას,
აძლიერებს სისხლძარღვების კედლების ელასტიურობას, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს,
EPA და DHA თევზის ქონისგან ნატურალურად მიღებული ომეგა 3ის მნიშვნელოვანი კომპონენტებია, აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და
სისხლძარღვების ფუნქციის გამაუმჯობესებელი მოქმედება.
გლუკოზამინი ავლენს ქონდროპროტექტორულ და ოსტეოტროპულ ეფექტს. ხელს უწყობს ძვლოვან ქსოვილში კალციუმის ჩალაგების ნორმალიზებას. ავსებს
გლუკოზამინის ენდოგენურ დეფიციტს. ასტიმულირებს პროტეოგლიკანებისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზს სინოვიალურ სითხეში სახსრების ხრტილსა
და სინოვიალური მემბრანების უჯრედებში აღადგენს ფერმენტულ პროცესებს. ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას ხრტილოვან ქსოვილში.
ვიტამინი C(ასკორბინის მჟავა) მონაწილეობს კოლაგენის, პროკოლაგენის, კორტიკოსტეროიდების და სხვა ნივთიერებების სინთეზის პროცესებში. კოლაგენი
წარმოადგენს ძვლების, ხრტილის, იოგების, მყესების და კანის შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურულ ცილას.
სახსრების მექანიკურ და ელასტიურ თვისებებს. რითაც აძლიერებს ძვლების და სახსრების "ამორტიზაციას". წარმოადგენს უჯრედშორის სივრცის
შემავსებელს, წარმოადგენს სითხის ე.წ. რეზერვუარს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებისთვის.
საყრდენმამოძრავებელი სისტემის ანთებითი და დეგენერაციული პათოლოგიები, ტკივილი, შეშუპება, ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანება, სახსარში
მოძრაობის შეზღუდვა.
პროფილაქტიკისთვის თითო კაფსულა ერთხელ დღეში
პრეპარატი მიიღება პერორალურად საკმარისი რაოდენობა წყლის მიყოლებით საკვების მიღებიდან 12 საათის შემდეგ.
გამოხატულია სუსტად ან ზომიერად და აქვს გარდამავალი ხასიათი. ძალიან იშვიათად ალერგიული რექციები: კანის ჰიპერემია, ქავილი, ერითემა,
ურტიკარია, დერმატიტი.
ცალკეულ შემთხვევებში კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება.
გვერდითი მოვლენების გამოვლინებისთანავე უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება. ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. თირკმლების ფუნქციის დარღვევა.
არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება!
მშრალ, სინათლისგან დაცულ, გრილ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისგან მოშორებით.