ასკორუტინი

ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მრგვალი ფორმის ტაბლეტები მომწვანო-მოყვითალო ფერის წინწკლებით, ბრტყელი ზედაპირით ხაზითა და ნაზოლით.

შემცველობა:
1 ტაბლეტი შეიცავს ასკორბინის მჟავას გადაანგარიშებით 100% ნივთიერებაზე – 50 მგ, რუტინი გადაანგარიშებით 100% მშრალ ნივთიერებაზე – 50 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, შაქარი,  ტალკი, კალციუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა. ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. კაპილარების მასტაბილიზირებელი საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები. ფარმაკოდინამიკა. კომბინირებული სამკურნალო საშუალება, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიერ..რუტინი (ვიტამინი P) ხელს უწყობს ასკორბინის მჟავას გარდაქმნას დეჰიდროასკორბინის მჟავად და ხელს უშლის უკანასკნელის შემდგომ ტრასფორმირებას დიკეტოგულონმჟავაში. ამიტომ რუტინის ეფექტთა უმეტესობა ხდება ჩ ვიტამინის მეშვეობით.
რუტინი ასკორბინის მჟავასთან ერთად ამცირებს კაპილარების გამტარობასა და “მტვრევადობას”, ამაგრებს სისხლძარღვის კედელს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ეფექტი (მათ შორის ჰიალურონიდაზას აქტივობის დათრგუნვის ხარჯზე), ანტიოქსიდანტური თვისებები, მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში.
გარდა ამისა, რუტინისათვის დამახასიათებელია ისეთი ეფექტები, როგორიცაა პლაზმის თხვადი ნაწილის ექსუდაციის და სისხლის უჯრედების დიაპედეზის სისხლძარღვის კედელში შემცირება; ნაღველმდენი და მსუბუქი ანტიჰიპერტენზიული ეფექტები.
ავადმყოფებში ქრონიკული ვენოზური უკმარისობით რუტინი იწვევს შეშუპებისა და ტკივილის სინდრომების, ტროფიული დარღვევების შემცირებას, პარესთეზიებისა და კრუნჩხვების შემცირებას ან აღმოფხვრას. ხელს უწყობს სხივური თერაპიის გვერდითი ეფექტების გამოხატულობის შემცირებას (ცისტიტი, ენტეროპროქტიტი, დისფაგია, კანის ერითემა), ასევე ანელებს დიაბეტური რეტინოპათიის პროგრესირებას.
ფარმაკოკინეტიკა. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი თითოეული ვიტამინი განიცდის მისთვის დამახასიათებელ გარდაქმნებს. ასკორბინის მჟავა სწრაფად შეიწოვება ძირითადად თორმეტგოჯა და წვრილ ნაწლავებში. მიღებიდან 30 წუთში სისხლში ასკორბინის მჟავას შემცველობა მნიშვნელოვნად მატულობს, ამ დროს იგი თავიდან გარდაიქმნება დეჰიდროასკორბინის მჟავად, რომელიც აღწევს უჯრედების მემბრანებში ენერგეტიკული დანახარჯების გარეშე და სწრაფად აღდგება უჯრედში. ასკორბინის მჟავა ქსოვილებში იმყოფება თითქმის მხოლოდ უჯრედის შიგნით, განისაზღვრება სამი ფორმით – ასკორბინის, დეჰიდროასკორბინის მჟავას და ასკორბიგენის ფორმით (შეკავშირებული ასკორბინის მჟავა). ორგანოებს შორის არათანაბრად ნაწილდება. იგი დიდი რაოდენობით არის შიდა სეკრეციის ჯირკვლებში, განსაკუთრებით თირკმელზედა ჯირკვლებში, უფრო ცოტა – თავის ტვინში, თირკმელებში, ღვიძლში, გულისა და ჩონჩხის კუნთებში.
ლეიკოციტებსა და თრომბოციტებში ასკორბინის შემცველობა უფრო მეტია, ვიდრე სისხლის პლაზმაში. იგი მეტაბოლიზირდება და 90% ექსკრეტირდება თირკმელებით ოქსალატის ფორმით, ნაწილობრივ – თავისუფალი ფორმით.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან შეწოვისას, რუტინი ხელს უწყობს ასკორბატის ტრანსპორტირებასა და დეპონირებას. გამოიყოფა უცვლელი სახით და მეტაბოლიტების სახით, ძირითადად ნაღვლის წვენთან ერთად, და ნაკლებად შარდთან ერთად.
ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10-25 საათს.

გამოყენების ჩვენები. ჰიპო- და P ავიტამინოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა. დაავადებების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობებში, რომლებსაც ახლავს სისხლძარღვების გამტარობის მომატება, ჰემორაგიული დიათეზები, კაპილაროტოქსიკოზები, სხივური დაავადება, ალერგიული დაავადებები, თრომბოციტოპენიური პურპურა, გლომერულონეფრიტი, სისხლჩაქცევა თვალის ბადურაში, სეპტიური ენდოკარდიტი, არტერიული ჰიპერტენზია, რევმატიზმი, ქოლესტაზი, ინფექციური დაავადებები (ქუნთრუშა, პარტახტიანი ტიფი). პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით – კაპილარების დაზიანებებისას, განპირობებულის ანტიკოაგულანტების, სალიცილატების გამოყენებით.

გამოყენების წესი და დოზები. პრეპარატი მიიღება შიგნით ჭამის შემდეგ. სამკურნალოდ მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღე-ღამეში; 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1 ტაბლეტი ორჯერ დღე-ღამეში. როგორც პროფილაქტიკური საშუალების-პრეპარატის მიღება რეკომენდებულია: მოზრდილებში 1 ტაბლეტი ორჯერ დღე-ღამეში, ხოლო 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1 ტაბლეტი დღე-ღამეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3-4 კვირას (დაავადების ხასიათისა და მკურნალობის ეფექტურობის მიხედვით).

გვერდითი მოქმედება. ალერგიული რეაქციები, დისპეფსიური მოვლენები (ღებინება, გულისრევა, ანორექსია, ტკივილები ეპიგასტრალურ არეში, ნაწლავის სპაზმები, დიარეა), თავის ტკივილი, არტერიული წნევის მომატება, თრომბოციტოზი, ლეიკოციტოზი, მაღალი აგზნებადობა, ძილის დარღვევა.

უკუჩვენება. ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. სისხლის გაძლიერებული შედედება, თრომბოფლებიტი, მიდრეკილება თრომბოზების მიმართ, 3 წლამდე ასაკის ბავშვები.
ფრთხილად ინიშნება დიაბეტის და თირკმელების დაავადების დროს.

ჭარბი დოზა. პრეპარატის ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, გულისრევა, ფაღარათი, თავის ტკივილი, არტერიული წნევის მომატება, თრომბის წარმოქმნა.

გამოყენების განსაკუთრებულობანი. პრეპარატის ერთდროულად გამოყენება ტუტე სასმელებთან, ახალი ხილის ან ბოსტნეულის წვენებთან, ამცირებს ჩ ვიტამინის შეწოვას.
პრეპარატის გამოყენება შეიძლება ლაქტაციის პერიოდში.
არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ასკორუტინი უარყოფითად მოქმედებს მძღოლებსა და ტექნიკასთან მომუშავე ადამიანებზე.
პრეპარატს შეუძლია შეცვალოს ლაბორატორიული ანალიზების მაჩვენებლები სისხლში ბილირუბინის შემცველობის, ტრანსამინაზების აქტივობის შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. ასკორბინის მჟავა ზრდის პენიცილინის, რკინის შეწოვას, ამცირებს ჰეპარინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, ანტიბიოტიკების ეფექტურობას. აცეტილსალიცილის მჟავა, პერორალური კონტრაცეპტივები აქვეითებენ პრეპარატის შეწოვასა და ათვისებას.
ზრდის აცეტილსალიცილის მჟავას, ბენზილპენიცილინის, ეთინილესტრადიოლის, ტეტრაციკლინის კონცენტრაციას სისხლში.
ხანგრძლივი გამოყენებისას (4 კვირაზე მეტ ხანს) რუტინი არ უნდა დაინიშნოს ერთდროულად საგულე გლიკოზიდებთან, ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, ვინაიდან მას შეუძლია მათი მოქმედების გაძლიერება.

შენახვის პირობები. მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.

ვარგისიანობის ვადა. 4 წელი.

გაცემის პირობები. რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა. 10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან  შეფუთვაში. 10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან  შეფუთვაში, 5 შეფუთვა კოლოფში.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია