შემადგენლობა: 1 ამპულა (1მლ) შეიცავს 8 მგ ვალეტამატ ბრომიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი 8,0 მგ, საინექციო წყალი 1,0 მლ–მდე, 1H მარილმჟავას ხსნარი, რამდენიც საჭიროა.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანტიქოლინერგული და პარასიმპათიკური თვისებების გამო ვალეტამატის ბრომიდი ახდენს სპაზმოლიზურ ზემოქმედებას შინაგანი ორგანოების გლუვ კუნთებზე;
თერაპიული გამოყენებისათვის ვალეტამატის ბრომიდი იმპულსებზე მაინჰიბირებელი ზემოქმედებით, რომლებიც პარასიმპათიკური ნერვებით ხვდებიან შინაგან ორგანოებზე, ემსგავსება ატროპინს.
ეფექტურია გინეკოლოგიური დაავადებების დროს, კერძოდ დისმენორეისას. სამეანო პრაქტიკაში მშობიარობის დასაჩქარებლად გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს საშვილოსნოს ყელის გახსნას 2–4 სმ–ით და დაწყებულია ჭინთვები.
ჩვენებები:
ასპაზმინი ნაჩვენებია სიმპტომური მკურნალობის დროს შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების მოდუნებისათვის:
- კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სპაზმი;
- სპასტიური კოლიტი;
- კარდიოსპაზმი;
- სპაზმი კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადები დროს; მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმლის და ნაღვლის ბუშტის კოლიკა; დისმენორეა;
- საშვილოსნოს ყელის გახსნა მშობიარობის დროს.
უკუჩვენებები:
* ასპაზმინი არ გამოიყენება გლაუკომის დროს, ვინაიდან არსებობს თვალის შიდა წნევის მომატების საშიშროება;
* წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს ასპაზმინს შეუძლია გამოიწვიოს მოშარდვის გაძნელება;
* კუჭის პილორული ნაწილის შევიწროებით ხდება საჭმლის ევაკუაციის შენელება;
* ასპაზმინის გამოყენება ასევე უკუნაჩვენებია მეგაკოლონის და ტაქიარითმიის დროს.
ძირითადი სიფრთხილის ზომები:
მაღალ დოზებში ასპაზმინს შეუძლია მოახდინოს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფის დაქვეითება, რის შესახებაც გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომელთა სამუშაო მოთხოვს ყურადღებას და პირდაპირ უკავშირდება სატრანსპორტო საშუალებები მართვას.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
გვერდითი ეფექტები:
იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ოფლის გამოყოფის დქვეითებას, სიწითლეს კანზე, გულის რითმის შეცვლას და შარდვის გაძნელებას. გლაუკომის დროს ვალეტამატის ბრომიდი შესაძლოა გახდეს თვალის შიდა წნევის მომატები მიზეზი.
არასასურველი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატის გამოყენებისას ამანტადინთან, ქინიდინთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთად მატულობს ასპაზმინის არასასურველი ეფექტი.
მიღების გზა და დოზირება:
1–2 ამპულა დღეში ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად.
მშობიარობის დაჩქარების მიზნით ამპულის შიგთავსს უმატებენ საინფუზიო ხსნარს და შეყავთ წვეთოვნად.
შენახვის პირობები:
შეფუთულ მდგომარეობაში პრეპარატი ინახება 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით.
გამოშვების ფორმა:
ასპაზმინი ამპულებში 1მლ №5
გამოშვების სხვა ფორმა:
ასპაზმინი დრაჟე № 20
გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებელი: მეფარ ილაჩ. სან. ა.შ. კარტალ/ სტამბული/ თურქეთი.