ასპირინ® C
შუშხუნა ტაბლეტები
ფურცელ-ჩანართი
(პაციენტებისთვის)
სავაჭრო დასახელება
ასპირინ C
სამკურნალწამლო ფორმა
შუშხუნა ტაბლეტები
აღწერილობა
მრგვალი, ბრტყელი, კიდისკენ დახრილი, თეთრი ფერის ტაბლეტები, BAYER-ის საფირმო ჯვრის ტვიფრით ერთ მხარეს.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები:
აცეტილსალიცილის მჟავა 400მგ, ასკორბინის მჟავა (ვიტამინ C) 240მგ. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის დიჰიროციტრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის უწყლო კარბონატი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სალიცილის მჟავა და მისი წარმოებულები. აცეტილსალიცილისმჟავა სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, ფსიქოლეფსიურების გამოკლებით. ათქ. კოდი: N02BA51.
ფარმაკოლოგიური თვისებები
აცეტილსალიცილისმჟავა ავლენს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ, ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებას, რომელიც დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზების 1 და 2 დათრგუნვასთან, რომელიც თავის მხრივ არეგულირებს პროსტაგლანდინების სინთეზს. ამუხრუჭებს თრომბოციტების აგრეგაციას.
ასკორბინის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების, სისხლის შედედების, ქსოვილების რეგენერაციის რეგულაციის პროცესში, ხელს უწყობს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის გაძლიერებას.
გამოყენების ჩვენებები
ზომიერად და ან სუსტად გამოხატული სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის სინდრომის სიმპტომატიკური შემსუბუქების მიზნით (თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ტკივილები მენსტრუაციის დროს, ყელის ტკივილი ინფექციების დროს, სახსრების და კუნთების ტკივილი) სხეულის მომატებული ტემპერატურა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს.
რეკომენდებულია ყურადღება მიაქციოთ ინფორმაციას, რომელიც ეხება ბავშვებსა და მოზრდილებში გამოყენებას (იხილეთ დანაყოფი >)
მიღების მეთოდი და დოზები
საჭიროა შუშხუნა ტაბლეტის გახსნა ჭიქა წყალში და მისი დალევა. პრეპარატის მიღება არ შეიძლება უზმოზე.
უფროსები და 15 წელზე ზევით მოზარდები: ერთჯერად დოზას შეადგენს 1-2 შუშხუნა ტაბლეტი, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 ტაბლეტს. პრეპარატის მიღების შორის ინტერვალი უნდა იყოს 4-8 საათი. დღეში 3- ჯერამდე.
მკურნალობის ხანგრძლივობა (ექიმის კონსულტაციის გარეშე) არ უნდა აჭარბებდეს 4 დღეს.
გვერდითი მოქმედება
სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრიდან: იშვიათად და ძალიან იშვიათად: სერიოზული სისხლდენები, ისეთი, როგორიცაა იშვიათად და ძალიან იშვიათად: სერიოზული სისხლდენები, ისეთი, როგორიცაა ტვინში სისხლჩაქცევები (განსაკუთრებით პაციენტებში არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიით ან/და ანტიჰემოსტაზური პრეპარატების ერთდროული მიღებისას), რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია არმოადგენდნენ სიცოცხლისთვის საფრთხეს. ჰემოლიზი და ჰემოლიტიკური ანემია პაციენტებში რომლებთაც აქვს მძიმედ გამოხატული გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი. სისხლდენა ცხვირიდან, სისხლდენა ღრძილებიდან ან კანქვეშა სისხლჩაქცევები, შესაძლებელია ხანგრძლივი სისხლდენა შარდ-სასქესო (იხილეთ დანაყოფი >). ეფექტი შეიძლება შენარჩუნდეს მიღებიდან 4-8 დღის განმავლობაში.
კნტ: ხშირად - ტკივილები მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, იშვიათადწყლულოვანი დაზიანება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, რომელმაც ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს პერფორაცია;
კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, რომლებსაც ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეუძლია გამოიწვიოს რკინა-დეფიციტური ანემია; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება.
ცნს: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, სმენის დაქვეითება, ცნობიერების აღრევა;
შარდ-გამომყოფი სისტემა: მაღალი დოზების მიღებისას - ჰიპეროქსალურია და შრდის ქვების წარმოქმნა, თირკმელების გლომერულური აპარატის დაზიანება.
კანი და კანქვეშა ქსოვილის მხრიდან არახშირად - კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, იშვიათად-ჰიპერმგრძნობელობის მწვავე რეაქციები (მულტიფორმული ექსუდაციური ერითემის ჩათვლით).
იმუნუსი სისტემა: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები სასუნთქი ტრაქტის, კნტ-ს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან განსაკუთრებით ასთმიანებში: შესაძლო სნევის დავარდნა, ქოშინი, რინიტი, ცხვირის გაჭედვა, ანაფილაქსიური შოკი, კვინკეს შეშუპება.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ძალიან იშვიათად - ღვიძლის მაჩვენებლების მომატება.
თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლების ფუნქციის დარღვევა და მისი მწვავე უკმარისობა.
მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარდგენა
იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდა არასასურველი რეაქცია აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ უარყოფით რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რომელიც არ არის აღწერილი ფურცელ-ჩანართში. ინფორმაცია არასასურველი რეაქციების შესახებ, თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ ნაციონალურ საინფორმაციო ბაზაში - სამკურნალო საშუალებების არასასურველი რეაქციების შესახებ, ასევე, მიაწოდოთ ინფორმაცია სამკურნალო საშუალებების არაეფექტურობის შესახებ. არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით მიიღოთ მეტი ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხოებაზე.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა სალიცილატებზე ან პრეპარატის კომპონენტებზე;
ასთმა, გამოწვეული სალიცილატების ან სხვა ასაპ-ის მიღებით;
კნტ-ს ეროზიულ წყლულოვანი დაავადება (გამწვავების ფაზაში)
ჰემორაგიული დიათეზი
ჰემოფილია, თრომბოციტოპენია
თვიძლის, თირკმელების და გულის ფუნქციების გამოხატული დარღვევა
კვირაში 15მგ ან მეტი მეთოტრექსატის ერთდროული მიღება
ორსულობის მესამე ტრიმესტრი.
ჭარბი დოზირება
ზომიერი ინტოქსიკაცია: შუილი ყურებში, სმენის დარღვევა, ოფლიანობა,, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა ყველა ზედოზირების შემთხვევაში. აღნიშნული ინტოქსიკაცია შეიძლება აღმოფხვრათ დოზების შემცირებისას.
მწვავე ინტოქსიკაცია მაღალი ტემპერატურა, ჰიპერვენტილაცია, კეტოზი, რესპირატორული ალკალოზი, მეტაბოლური აციდოზი, კომა, კარდიოგენური შოკი, სუნთქვითი უკმარისობა, მწვავე ჰიპოგლიკემია.
მკურნალობა: მოწამვლის ნიშნებისას საჭიროა ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის და საფაღარათოების დანიშვნა და ექიმთან კონსულტაცია.
ინტოქსიკაცია შეიძლება უფრო სავარაუდოა ხანდაზმულ პაციენტებსა და, განსაკუთრებით, პატარა ბავშვებში (თერაპევტული ზედოზირება ან შემთხვევითი ინტოქსიკაცია შეიძლება მათთვის სასიკვდილო აღმოჩნდეს).
უსაფრთხოების ზომები
აცეტილსალიცილის მჟავას მიღების შემთხვევაში:
ანალგეზიური საშუალებების, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტირევმატიული ან სხვა ალერგიული ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას;
ალერგიის არსებობისას (მაგ. კანის რეაქციები, ქავილი,ჭინჭრის ციება), ასთმა, თივის ციება, ცხვირის პოლიპოზი ან ქრონიკული რესპირატორული ინფექციები.
ანტიკოაგულაციური საჭუალებების იმავდროული მკურნალობის დროს.
კუჭის ან/და ნაწლავის წყლულოვანი დაავადების (ანამნეზში), ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენისკენ მიდრეკილების დროს.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს;
თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს და ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებისას (მაგ: თირკმელების სისხლძარღვოვანი დაავადებები, გულის უკმარისობა, დეჰიდტრატაცია, ფართო ოპერატიული ჩარევა, სეფსისი ან ფართო ჰემორაგიული გამოვლინება), რადგანაც ასმ ხელს უწყობს თირკმებელის ფუნქციის დარღვევის და თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკს.
ქირურგიული ჩარევის წინ (მათ შორის მცირე ოპერაციებისას, მაგ კბილის ამოღება), ვინაიდან შეიძლება გაძლიერდეს სისხლდენა;
პაციენტებში გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას მწვავე დეფიციტისას, აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება ჰემოლიზის ან ჰემოლიტიკური ანემიის პროვოცირება გამოიწვიოს. ფაქტორები რომლებიც იწვევენ ამას: დიდი დოზა, მაღალი ტემპერატურა ან მწვავე ინფექცია.
ასკორბინის მჟავას მიღების შემთხვევაში
კალციუმის ოქსალატისგან საშარდე ქვების წარმოქმნის მიმართ მიდრეკილება;
ტალასემიისას, ჰემოქრომატოზის დროს.
სხვა უსაფრთხოების ზომები
ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 20,3 მმოლ (466,4 მგ) ნატრიუმს. ეს მხედველობაში უნდა მიიღოს იმ პაციენტებმა, რომლებიც იცავენ დიეტას ნატრიუმის შემადგენლობის კონტროლით (ნატრიუმის/მარილის დაბალი შემცველობა).
ანალგეტიკების ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, რომელმაც დამატებითი ანალგეტიკებით მკურნალობისას, შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილის სიმპტომის გახანგრძლივება.
ანალგეტიკების რეგულარულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლების დაზიანება თირკმლის უკმარისობის რისკის განვითარებით (ანალგეტიკური ნეფროპათია). ეს რისკი განსაკუთრებით მაღალია, როცა ერთდროულად ხდება რამოდენიმე განსხვავებული ანალგეტიკის მიღება.
ზომიერ დოზებში აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს შარდოვანას მჟავის გამოყვანას ორგანიზმიდან, რაც შეიძლება გახდეს პოდაგრის მიზეზი პაციენტებში რომლებსაც მიდრეკილება აქვთ თირკმლების ექსკრეციის დაქვეითებისკენ.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებში და მოზარდებში დაავადებებით, რომელსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, ნებადართულია აცეტილსალიცილის მჟავის მიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, და თუ სხვა თერაპევტულ ზომებს შედეგი არ ჰქონდა. გახანგრძლივებული ღებინება ასეთი დაავადების დროს, შეიძლება იყოს რეიეს სინდრომის მაჩვენებელი, ძალიან იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისათვის საშიში დაავადებისა, რომელიც საჭიროებს მყისიერ მკურნალობას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მოქმედების გაძლიერება გვერდითი ეფექტების რისკის მომატების ჩათვლით:
ანტიკოაგულანტები/თრომბოლიტიკები: აცეტილსალიცილის მჟავას შეუძლია გაზარდოს სისხლდენის რისკი, თუ მას იღებენ თრომბოლიტიკური მკურნალობის დაწყებამდე. ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს გარეგანი ან შინაგანი სისხლდენის სიმპტომებს პაციენტებში, რომლებიც გეგმავენ თრომბოლიტიკებით მკურნალობის გაგრძელებას.
თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, მაგალითად, თიკლოპიდინი, კლოპიდოგრელი: სისხლდენის მომატებული რისკი.
სხვა არასტეროიდული ანალგეტიკები/ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები (დღიურად 3გ აცეტილსალიცილის მჟავას ან მეტის მიღებისას): მომატებული რისკი წყლულის და სისხლდენის განვითარების კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდები (ჰიდროკორტიზონის გამოკლებით, რომელიც გამოიყენება ადისონის სინდრომის ჩანაცვლებითი თერაპიის დროს): მომატებული რისკი კუჭ-ნაწლავის გვერდითი ეფექტების განვითარების;
ალკოჰოლი: მომატებული რისკი წყლულოვანი დაავადების განვითარების და სისხლდენის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში;
დიგოქსინი: პლაზმის მომატებული კონცენტრაცია სისხლში;
ანტიდიაბეტური პრეპარატები: გლუკოზის დონემ სისხლში შეიძლება დაიწიოს;
მეთოტრექსატი: ორგანიზმიდან გამოყოფის შემცირება და მისი გადანაცვლება სალიცილატების მიერ, რაც დაკავშირებულია ცილებით;
ვალპროევის მჟავა: სალიცილატების მიერ მისი გადანაცვლება, რაც დაკავშირებულია ცილებით.
სელექტიური ინჰიბიტორები სეროტონინინს უკუშებოჭვაში: მომატებული რისკი კუჭ-ნაწლავის სისხლდენის სინერგიის ეფექტის გამო.
მოქმედების შესუსტება:
დიურეტიკები (დღეში 3გ აცეტილსალიცილის მჟავას ან მეტი დოზის მიღების შემთხვევაში);
ანგიონტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (დღეში 3გ აცეტილსალიცილის მჟავას ან მეტი დოზის მიღების შემთხვევაში);
ურიკოზული პრეპარატები (მაგალითად: პრობენეციდი, ბენზობრომარონი)
დეფეროქსამინი: ასკორბინის მჟავასთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს რკინის ქსოვილოვანი ტოქსიურობა, განსაკუთრებით მიოკარდში, და გამოიწვიოს გულის მოქმედების დეკომპენსაცია.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრში პრეპარატი არ მიიღება, შესაძლებელია ხანმოკლე მიღება დაბალი დოზებით (არაუმეტეს 150 მგ-სა), მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობისას, საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
არსებობს მონაცემები, რომ პროსტაგლანდინების სინთეზის მაინჰიბირებელ პრეპარატებს, ოვულაციის პროცესზე გავლენით, შეუძლიათ ქალის ფერტილობის გაუარესება. ეს წარმოადგენს მკურნალობის შეწყვეტის საფუძველს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექანიზმების მუშაობაზე გავლენა
არ მოქმედებს.
შენახვის პირობები
არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ.
შეფუთვა
2 შუშხუნა ტაბლეტი სტრიპში; 5 სტრიპი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.
განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი
ბაიერ კონსუმერ კერ აგ
პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია
ბაიერ ბიტტერფელდ გმბჰ
ოტ გრაპპინ, სალეგასტერ შოსსე 1,
06803 ბიტტერფელდ-ვოლფენ, გერმანია