საერთაშორისო დასახელება:

TENONITROZOLE

მწარმოებელი: Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL, INNOTHERA CHOUZY, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ტენონიტროზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიპროტოზოული საშუალება

გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 8 ც.

1 კაფს.

ტენონიტროზოლი ......... 250 მგ

პერორალურად მისაღები რბილი კაფსულები მდგრადი კუჭის წვენის მიმართ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

თიაზოლის სინთეზური წარმოებული, აქტიურიTrichomonas vaginalis მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი გამოყოფა ორგანიზმიდან წარმოებს ნელა, რაც იძლევა ტრიქომონოციდური კონცენტრაციის შენარჩუნების საშუალებას სისხლში რამდენიმე საათის განმავლობაში.

ჩვენებები:

გამოიყენება შარდ-სასქესო სისტემის ტრიქომონიაზის სამკურნალოდ.

მიღების წესები და დოზირება:

ჩვეული დოზაა 2 კაფსულა დღეში. თითო კაფსულა დილა-საღამოს ჭამის დროს 4 დღის განმავლობაში. საჭიროა სქესობრივი პარტნიორების ერთდროული მკურნალობა. გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში.

გვერდითი მოვლენები:

პაციენტებს იშვიათად აღენიშნებათ დისპეფსიური მოვლენები (გულისრევა, სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში, მადის დაქვეითება), ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
  • ღვიძლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;
  • ბავშვთა ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება ორსულობისას სასურველი არ არის. თუ მკურნალობის დროს დადგინდა ორსულობა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია მკურნალობის გაგრძელებაზე; ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან იგი გადადის დედის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები:

ატრიკანით მკურნალობისას ალკოჰოლის მიღება აკრძალულია; სრული ეფექტურობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია სქესობრივი პარტნიორის მკურნალობა. მკურნალობისას რეკომენდებულია კონტაქტური ლინზების ტარებისაგან თავის შეკავება, რადგან, ისინი შეიძლება შეიფეროს ყვითლად. მკურნალობისას შესაძლოა სკლერებისა და შარდის ყვითლად შეფერვა. უსაფრთხოების მიზნით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სისხლის ლეიკოციტარულ შემადგენლობას.

ჭარბი დოზირება:

დღეისათვის ასეთი შეთხვევები აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ატრიკანის და დისულფირამის ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   3 წელი.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია