ატროვენტი N
ATROVENT N

გენერიული დასახელება:
Ipratropium bromide

შემადგენლობა:
ერთი საინჰალაციო დოზა შეიცავს იპრატროპიუმის ბრომიდის 0,021მგ-ს, რაც შეესაბამება უწყლო იპრატროპიუმის ბრომიდის 0,020მგ-ს (20მკგ).
პროპელენტი: 1,1,1,2 _ ტეტრაფტორეთანი (HFA 134a).
დამხმარე საშუალებები: უწყლო ლიმონის მჟავა, გამოხდილი წყალი, ეთანოლი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ბრონქოლიზური  საშუალება

ფორმა:
დოზირებული აეროზოლი

ფარმაკოდინამიკა:
იპრატროპიუმის ბრომიდი, ატროვენტი N-ს მოქმედი ნივთიერება, წარმოადგენს მეოთხეული ამონიუმის ნაერთს, რომელსაც გააჩნია ანტიქოლინერგული (პარასიმპატოლიზური) თვისებები. პრეპარატი თრგუნავს ცთომილი ნერვის გაღიზიანებით გამოწვეულ რეფლექსებს, ხასიათდება ანტაგონიზმით აცეტილქოლინის მიმართ, რომელიც წარმოადგენს პარასიმპათიკური ნერვული სისტემის მედიატორს. პრეპარატი ხელს უშლის უჯრედის შიგნით ციკლური გუანოზინმონოფოსფატის (ცგმფ) კონცენტრაციის მომატებას, რაც განპირობებულია  აცეტილქოლინის ზემოქმედებით ბრონქიალური გლუვი მუსკულატურის მუსკარინულ რეცეპტორებზე. ატროვენტის ინჰალაციური გამოყენებისას ბრონქოდილატაციას საფუძვლად უდევს პრეპარატის  ადგილობრივი და არა სისტემური ანტიქოლინერგული მოქმედება.
პაციენტებში ბრონქოსპაზმით, რომელიც გამოწვეული იყო ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით (ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ემფიზემა), გარეგანი სუნთქვის ფუნქციის მაჩვენებლების (ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობის მომატება 1 წამში _ ფამ1 და ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობითი საშუალო სიჩქარის მომატება 15%-ით და მეტი) გაუმჯობესება აღინიშნებოდა 15 წუთის შემდეგ, ხოლო მაქსიმალურ ეფექტს ადგილი ჰქონდა 1-2 საათის შემდეგ, რომელიც  გრძელდებოდა 6 საათის განმავლობაში.
პაციენტებში ბრონქოსპაზმით, რომელიც გამოწვეულია ბრონქული ასთმით, ფილტვების ფუნქციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება (ფამ1 მატულობს 15%-ით და მეტი) აღინიშნება ავადმყოფთა 40%-ში.
კვლევის შედეგად დადგენილ იქნა, რომ ატროვენტი არ მოქმედებს უარყოფითად ლორწოს სეკრეციაზე, მუკოცილიარულ კლირენსზე და  აირთა ცვლაზე.

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის ინჰალაციური შეყვანისათვის დამახასიათებელია დაბალი აბსორბცია სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსიდან. ატროვენტის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება მისი განსაზღვრის შესაძლებლობის ქვედა ზღვარზე და მისი კონტროლი  შესაძლებელია მხოლოდ აქტიური ნივთიერების მაღალი დოზის გამოყენებისას. ინჰალაციური გზით შეყვანლილი პრეპარატის ელიმინაცია ხორციელდება უპირატესად ნაწლავებით. პრეპარატის 25% ელიმინირდება უცვლელი სახით, დანარჩენი _ მრავალრიცხოვანი მეტაბოლიტების სახით.

ჩვენება:
-ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი თანმხლები ფილტვების ემფიზემით ან მის გარეშე;
-ბრონქული ასთმა (განსაკუთრებით თანმხლები გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით და წინააღმდეგჩვენებით ბეტა2-ადრენომიმეტური საშუალებების და მეთილქსანტინების გამოყენებისათვის).

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ატროპინის და მისი წარმოებულების და პრეპარატში შემავალი სხვა კომპონენეტების  მიმართ;
ორსულობის პირველი ტრიმესტრი;
ბავშვებში 6 წლამდე ასაკის.

დოზირება და მიღების წესი:
დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია. მოზრდილებში და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით რეკომენდებულია დოზირების შემდეგი რეჟიმი: 2 საინჰალაციო დოზა (შესხურება) 4 ჯერ დღეში.
დოზის გაზრდის საჭიროება მოითხოვს ძირითადი მკურნალობის შეცვლას. საერთო დღეღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12 (შესხურებას) ინჰალაციას დღეში.
თუ ინჰალაციები არასაკმარისად ეფექტურია ან ავადმყოფის მდგომარეობა გაუარესდა, იგი მიმართავს ექიმს მკურნალობის შეცვლისათვის. ქოშინის უეცარი წარმოქმნისას და მისი პროგრესირებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ.

ინჰალატორის გამოყენება:
მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად საჭიროა ინჰალატორის სწორი გამოყენება.

დოზირებული აეროზოლის პირველი გამოყენებისას 2 ჯერ დააჭირეთ სარქველს აეროზოლის ღრუბელის წარმოქმნამდე.

დოზირებული აეროზოლის ყოველი გამოყენებისას აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:
1. მოხსენით დამცავი ხუფი.
2. ნელა ჩაისუნთქეთ.
3. ბალონი იმყოფება მდგომარეობაში, რომელიც მითითებულია სურათი N1-ზე, ბუნიკი თავსდება ტუჩებში. ამ დროს ინჰალატორის ისარი და ფსკერი მიმართულია ზევით.
სურათი N1
4. მაქსიმალურად ჩაისუნთქეთ და ერთდროულად დააჭირეთ ბალონის ფსკერს აეროზოლის დოზის გამოშვებისათვის. რამოდენიმე წამი შეაჩერეთ სუნთქვა, გამოიღეთ ბუნიკი პირიდან და ნელა ამოისუნთქეთ.
გაიმეორეთ აღნიშნული მოქმედება მეორე ინჰალაციისათვის.
5. დააცვით დამცავი ხუფი.
6. თუ ბალონი რამოდენიმე დღის განმავლობაში არ გამოგიყენებიათ, ხმარების წინ ერთხელ დააჭირეთ სარქველს აეროზოლის ღრუბელის გაჩენამდე.

ბალონი გაუმჭვირვალეა, ამიტომ პრეპარატის რაოდენობის განსაზღვრა წარმოებს შემდეგნაირათ: მოხსენით დამცავი ხუფი, მოათავსეთ ბალონი წყლიან ქილაში. პრეპარატის რაოდენობა განისაზღვრება წყალში ბალონის პოზიციის მიხედვით. (იხ. სურათი N2)
სურათი N2
ბალონი შეიცავს 200 ინჰალაციას. ამის შემდეგ ბალონი უნდა შეიცვალოს, თუმცა ბალონში შეიძლება იყოს დარჩენილი პრეპარატის გარკვეული რაოდენობა, ვინაიდან ინჰალაციისას გამოყოფილი სამკურნალო ნივთიერების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს.
ბუნიკი უნდა შეინახოთ სუფთა მდგომარეობაში, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მისი გარეცხვა თბილ წყალში. საპნის და სარეცხი საშუალების გამოყენებისას ბუნიკი გაავლეთ სუფთა წყალში.
 
ყურადღება:
პლასტმასის ბუნიკი განკუთვნილია მხოლოდ ატროვენტი N-ს დოზირებული აეროზოლის გამოყენებისათვის და იგი უზრუნველყოფს პრეპარატის სწორ დოზირებას. ბუნიკის გამოყენება სხვა დოზირებული აეროზოლებისათვის დაუშვებელია. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება სხვა ბუნიკით.
ბალონის შიგთავსი არის წნევის ქვეშ. დაუშვებელია ბალონის გახსნა და მისი გაცხელება 50°C ზევით.

გვერდითი მოვლენები:
ხშირ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება  თავის ტკივილი, გულისრევა, პირის სიმშრალე.
ატროვენტი N-ს დაბალი სისტემური აბსორბციის გამო. მისი გვერდითი მოვლენები, დაკავშირებულია სისტემურ ანტიქოლინერგულ მოქმედებასთან, როგორიცაა: ტაქიკარდია, არითმია, აკომოდაციის დარღვევა, ოფლის ჯირკვლების ექსკრეციის შემცირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის დარღვევა, შარდის შეკავება, ატარებს გარდამავალ ხასიათს, ხოლო პაციენტებში საშარდე გზების ობსტრუქციით იზრდება შარდის შეკავების რისკი.
როგორც სხვა ინჰალაციური თერაპიის დროს, მათ შორის ბრონქოდილატატორების გამოყენებისას, ხანდახან აღინიშნება ხველა, იშვიათად, პარადოქსული ბრონქოსპაზმი.
არის მონაცემები ალერგიული რეაქციების შესახებ, მათ შორის: გამონაყარი, ენის, სახის, ტუჩების  ანგიონევროზული შეშუპება, ურტიკარია, ხორხის სპაზმი, ანაფილაქსიური რეაქციები.

გართულებები თვალების მხრივ:
არის ცალკეული მონაცემები გვერდითი მოვლენების განვითარების შესახებ თვალების მხრივ, როგორიცაა: გუგების გაფართოვება, თვალის შიდა წნევის მომატება, ვიწროკუთხოვანი გლაუკომა, თვალის ტკივილი, როდესაც ადგილი აქვს აეროზოლის მოხვედრას თვალებში ან მისი კომბინაციისას  ბეტა2-აგონისტებთან. პაციენტებმა უნდა სწორად გამოიყენონ ინჰალატორი.
თვალის ტკივილი ან დისკომფორტი, არამკაფიო მხედველობა, ლაქების გაჩენა თვალების წინ, თანმხლები კონიუნქტივალური და კორნეალური ჰიპერემიით წარმოადგენს ვიწროკუთხოვანი გლაუკომის სიმპტომებს, რის გამოც ინიშნება წვეთები, რომლებიც იწვევს გუგების შევიწროვებას,  რომლის გამოც პაციენტმა უნდა მიმართოს ოფტალმოლოგს.

გაფრთხილება და გაფრთხილების ზომები:
პრეპარატის ფრეონის გარეშე ფორმის პირველი გამოყენებისას პაციენტები აღნიშნავენ, რომ ახალი პრეპარატი გემოთი განსხვავდება ადრე გამოყენებული ფორმისაგან, რომელიც შეიცავდა ფრეონს. პრეპარატის ერთი ფორმის მეორეთი შეცვლისას აუცილებელია პაციენტის გაფრთხილება მისი გემოს შეცვლის შესახებ. ასევე პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ეს პრეპარატები ცვლიან ერთმანეთს და მათი გემო არ მოქმედებს პრეპარტის უსაფრთხოებაზე და ეფექტურობაზე.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში მიდრეკილებით ვიწროკუთხოვანი გლაუკომის  განვითარებისაკენ, ასევე პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს და ურეთრის ობსტრუქციის არსებობისას.
პაციენტებში მუკოვისციდოზით აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
პრეპარატის დანიშვნა ორსულობის I და II ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებლიანობა დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.

ჭარბი დოზირება და ინტოქსიკაცია:
ჭარბი დოზირების სპეციფიური სიმპტომები გამოვლენილი არ არის. პრეპარატის თერაპიული მოქმედების ფართო სპექტრის გათვალისწინებით დოზირებული აეროზოლის ადგილობრივი გამოყენება გამორიცხავს სერიოზული ანტიქოლინერგული სიმპტომების წარმოქმნას. შესაძლებელია სისტემური ანტიქოლინერგული მოქმედების უმნიშვნელო გამოვლინება, როგორიცაა: პირის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, გულის რითმის დარღვევა.
მკურნალობა სიმპტომატური.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ბეტა-ადრენერგული საშუალებები და ქსანტინების წარმოებულები აძლიერებს პრეპარატის ბრონქოლიზურ მოქმედებას.

შენახვის ვადა:
2 წელი
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შენახვის პირობები:
არა უმეტეს 25 °C, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა:
10მლ საინჰალაციო დოზირებული აეროზოლი, რომელიც შეიცავს 200 საინჰალაციო დოზას.

მწარმოებელი და მისი მისამართი:
BOEHRINGER INGELHEIM
GERMANY

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია