აფორი ფორტე
AFORY FORTE
შემადგენლობა:
2 კაპსულა შეიცავს
აცეტილ L კარნიტინი 500მგ
L არგინინის ასპატატი 100მგ
კოენზიმ Q 10 20მგ
ფოლის მჟავა 400 მკგ
სელენი 60.78 მკგ
თუთია 24.9მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები: აფორი ფორტე ხსნის ფიზიკურ და ფსიქიკურ ასთენიას, აუმჯობესებს ნერვ-კუნთოვან გამტარობას, სისხლის მიმოქცევას და გონებრივ შესაძლებლობებს, გულის კუნთის ენერგომომარაგებას, აუმჯობესებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ ფუნქციას.
ჩვენებები:
- ასთენიური სინდრომი, რომელიც ვლინდება ვირუსული ინფექციის ,გონებრივი და ფიზიკური გადაღლის დროს;
- ყურადღების კონცენტრაციის, მეხსიერების და საერთო აქტივობის დაქვეითება;
- გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი;
- ჰეპატიტები, ჰეპატოზები;
- იმუნიტეტის დაქვეითება;
- სპორტსმენებში ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს;
- ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
- კლიმაქტერული პერიოდი;
- პოსტოპერაციული პერიოდი.
დოზირება: 2 კაფსულა ერთჯერადად დღეში, ერთი თვის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს გულისრევის შეგრძნება, ალერგიული მოქმედება.
უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი, ორსულობა, ლაქტაცია.
გამოშვების ფორმა: #30 კაფსულა აფთიაქიდან გაცემის წესი: ექიმის რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: Nატურე Pჰარმა, ესპანეთი