ათქ კლასიფიკაციის კოდი
A11CC05
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
წყალხსნარი პერორალური გამოყენებისათვის: ფლაკონში 10 მლ საწვეთურით.
1 მლ
ქოლეკალციფეროლი . . . . . 15 000 სე
1 წვეთი პრეპარატი შეიცავს 500 სე ვიტამინ D3.
დამხმარე ნივთიერებები:
კრემოფორი EL, საქაროზა, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ლიმონმჟავა, ანისულის არომატიზატორი, ბენზოლის სპირტი, გასუფთავებული წყალი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
კალციუმის და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინი D3 წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციას.
ვიტამინ D3 წყალხსნარი ზეთოვანთან შედარებით უფრო კარგად შეიწოვება.
დღენაკლულ ბავშვებში ადგილი აქვს ნაღვლის არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნას, რაც აფერხებს ზეთოვანი ხსნარების შეწოვის პროცესს. ვიტამინი D3 ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად.
ჩვენებები
პროფილაქტიკა და მკურნალობა:
- ვიტამინ D3 დეფიციტის;
- რაქიტისა და რაქიტის მსგავსი დაავადებების;
- ჰიპოკალციემიური ტეტანიის;
- ოსტეომალაციის;
- მეტაბოლური ოსტეოპათიების (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათირეოზი);
- როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს.
დოზირების რეჟიმი
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი ინიშნება:
- 3-4 კვირის ახალშობილებში, 2–3 წლამდე ასაკის ბავშვებში კარგი მოვლის პირობებში: 500-1000 სე (1 – 2 წვეთი) დღეღამეში;
- დღენაკლულებში 7–10 დღის ასაკის, ტყუპებში, ცუდ პირობებში მყოფ ჩვილ ბავშვებში: 1000-1500 სე (2–3 წვეთი) Dდღეღამეში. ზაფხულის პერიოდში დოზა შეიძლება შემცირდეს 500 სე-მდე (1 წვეთი) დღეღამეში.
- ორსულებში დღიური დოზა 400 სე ორსულობის მთელი პერიოდის მანძილზე ან 1000 სე დღეღამეში დაწყებული 28 კვირიდან;
- მოზრდილებში: 500-1000 სე დღეღამეში.
თერაპიული მიზნით ინიშნება:
ყოველდღიური დოზა: 2000-5000 სე (4-10 წვეთი) თერაპიული ეფექტის მიღწევამდე შემდგომში პროფილაქტიკურ დოზაზე გადასვლით.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად ვიტამინ D-ს მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერვიტამინოზი.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. D ჰიპერვიტამინოზი, კალციუმის დონის მომატება სისხლში და შარდში, შარდკენჭოვანი დაავადება, სარკოიდოზი, თირკმლის უკმარისობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულებში პრეპარატის გამოყენება არ არის ნებადართული მაღალ დოზებში ტერატოგენული ეფექტის შესაძლო განვითარების გამო, ასევე სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატთან ერთად კალციუმის მაღალი დოზებით მიღება არ არის ნებადართული.
ჭარბი დოზირება
ჰიპერვიტამინოზის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ექიმთან კონსულტაცია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, რიფამპიცინი, ამცირებენ ვიტამინის რეზორბციას. თიაზიდური დიურეზული საშუალებები ზრდიან ჰიპერკალციემიის განვითარების რისკს. საგულე გლიკოზიდებთან კომბინაცია ზრდის მათ ტოქსიკურ ეფექტს.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება 5-15ºC ტემპერატურაზე ბნელ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
Medana Pharma TERPOL Group S.A.
აქვადეტრიმი (ვიტD3)10მლ წყალხს
Medana Pharma TERPOL Group S.A., პოლონეთი
Facebook კომენტარები