საერთაშორისო დასახელება:
COM.DRUG
მწარმოებელი: საქართველო
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ორგანიზმის ელექტროლიტური და ენერგეტიკული ბალანსის მაკორექტირებელი საშუალება
გამოშვების ფორმა:
დოზირებული ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად: შეფუთვაში 10 პაკ.
1 პაკ.
ნატრიუმის ქლორიდი .......... 3.5 გ
კალიუმის ქლორიდი .......... 2.5 გ
ნატრიუმის ციტრატი .......... 2.9 გ
გლუკოზა (უწყლო) ....................10.0 გ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
აქვანორმი ორგანიზმის ელექტროლიტური და ენერგეტიკული ბალანსის მაკორექტირებელი საშუალებაა. ორგანიზმის გაუწყლოვანების დროს აქვანორმი აღადგენს ორგანიზმის დარღვეულ წყალ-ელექტროლიტურ წონასწორობას და ახდენს აციდოზის კორექციას. პრეპარატი ხანმოკლედ ცირკულირებს სისხლის მიმოქცევის სისტემაში და სწრაფად გადადის ინტესტიციალურ შრესა და უჯრედებში. T1/2 შეადგენს 1 საათს. პრეპარატი ხელს უწყობს დიურეზის გაძლიერებას. ორგანიზმიდან გამოიდევნება თირკმლების საშუალებით. თირკმლის უკმარისობის დროს შესაძლებელია პრეპარატის შემადგენლობაში არსებული კალიუმის გამოყოფის შეფერხება.
ჩვენებები:
- კომპლექსურ თერაპიაში - მწვავე დიარეის (მათ შორის ქოლერა) დროს; წყალ-ელექროლიტური წონასწორობის აღდგენისა და აციდოზის კორექციის მიზნით; თერმული დაზიანების დროს წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენის მიზნით;
- პროფილაქტიკის მიზნით - თერმული და ფიზიკური დატვირთვის დროს, როდესაც ინტენსიური ოფლდენა აღინიშნება.
მიღების წესები და დოზირება:
აქვანორმი ინიშნება პერორალურად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატის მიღებამდე 1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1 ლიტრ გადადუღებულ და გაცივებულ წყალში. აქვანორმის მომზადებული ხსნარი ინახება მაცივარში არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში.
დიარეის დროს პრეპარატი ინიშნება ყოველ 3-5 წუთში ერთხელ 50-100 მლ ულუფების ოდენობით ან ნაზოგასტრალური ზონდით 3-5 საათის განმავლობაში.
ახალშობილებში და მცირე ასაკის ბავშვებში აქვანორმი ინიშნება 1-2 ჩაის კოვზით ყოველ 5-10 წუთში ერთხელ 4-6 საათის განმავლობაში (დიარეის მსუბუქი ფორმის დროს ხსნარის საერთო რაოდენობამ უნდა შეადგინოს 40-50 მლ/კგ/დღე-ღამეში. საშუალო სიმძიმის დროს - 80-10 მლ/კგ/დღე-ღამეში.
შემანარჩუნებელი თერაპიის მიზნით ხსნარის სავარაუდო მოცულობა შეადგენს 80-100 მლ/კგ/დღე-ღამეში. პრეპარატი ინიშნება დიარეის შეწყვეტამდე და წყალ-ელექტროლიტური ცვლის აღდგენამდე.
თერმული დაზიანებების დროს კრუნჩხვებისა და წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევის სხვა სიმპტომების დროს, რომელსაც ორგანიზმის გადახურება და გაუწყლოვანება (პოლიურია, წყურვილის გაძლიერება) განაპირობებს, პირველი 30 წუთის განმავლობაში აქვანორმი ინიშნება 100-150 მლ ულუფებით, ისე, რომ მთლიანად მისაღები ხსნარის მოცულობამ 500-900 მლ შეადგინოს. შემდგომ ყოველი 40 წუთის განმავლობაში ინიშნება იგივე დოზით წყალ-ელექტროლიტური დეფიციტისა და თერმული დაზიანების სიმპტომების აღმოფხვრამდე.
ექსტრემალური თერმული და ფიზიკური დატვირთვის დროს, წყალ-ელექტროლიტური დისბალანსის პროფილაქტიკის მიზნით, აქვანორმი ინიშნება წყურვილის შეგრძნების გაჩენიდან მცირე ულუფებით - ყლუპ-ყლუპით და მისი მიღება გრძელდება წყურვილის დაკმაყოფილებამდე.
გვერდითი მოვლენები:
აქვანორმის ჩვენების და რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენებები:
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა;
- თირკმლების ფუნქციური დარღვევები;
- შაქრიანი დიაბეტი.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის დოზის გადაჭარბების და სხვა სამკურნალო საშუალებებზე ურთიერთგავლენის შემთხვევები აღწერილი არ არის.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის მომზადებული ხსნარი ინახება მაცივარში (2-8 ტემპერატურაზე) არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში!
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.