საერთაშორისო დასახელება:
Sea-water
მწარმოებელი: JADRAN, ხორვატია
მოქმედი ნივთიერება: ზღვის წყალი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.
გამოშვების ფორმა:
ნაზალური სპრეი დოზირებული: ფლაკონში 30 მლ
1 ფლ.
ადრიატიკის ზღვის წყალი ნატურალური მარილებით და მიკროელემენტები ..... 9 მლ
მათ შორის:
Na+ ........................ 2500 მგ/ლ
Ca2+ ...................... 80 მგ/ლ
Mg2+ ...................... 35 მგ/ლ
CL ............... 5500 მგ/ლ
SO4 .......................... 600 მგ/ლ
HCO3 .......................... 30 მგ/ლ
ნაზალური წვეთები ბავშვებისათვის: ფლაკონში 10 მლ
1 ფლ.
ადრიატიკის ზღვის წყალი ნატურალური მარილებით და მიკროელემენტებით ...... 3 მლ
მათ შორის:
Na+ ............... 2500 მგ/ლ
Ca2+ ................ 80 მგ/ლ
Mg2+ .............. 350 მგ/ლ
CL .............. 5500 მგ/ლ
SO4 ...................... 600 მგ/ლ
HCO3 .......... 30 მგ/ლ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით. სტერილიზებული და იზოტონურ მდგომარეობამდე მიყვანილი ზღვის წყალი უზრუნველყოფს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.
პრეპარატი ხელს უწყობს ლორწოს გათხიერებას და მისი გამომუშავების ნორმალიზაციას ლორწოვან გარსში.
პრეპარატის შემადგენლობაში არსებული მიკროელემენტები აუმჯობესებენ მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციას, რაც აძლიერებს ცხვირის ლორწოვნი გარსის რეზისტენტობას ბაქტერიების და ვირუსების მიმართ. პრეპარატი უზრუნველყოფს ქუჩის და ოთახის მტვრის, ალერგენების და ჰაპტენების ჩამორეცხვას ცხვირის ლორწოვანი გარსიდან, რის შედეგადაც მცირდება ანთებითი პროცესი ადგილობრივად.
ჩვენებები:
- ცხვირის ტუალეტი და ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესება;
- ადენოიდიტები ბავშვებში;
- ცხვრის ღრუს და ცხვირხახის მწვავე და ქრონიკული დაავადებები;
- პოსტოსპერაციული პერიოდი ცხვირზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ;
- ალერგიული და ვაზომოტორული რინიტები ბავშვებსა და მოზრდილებში (განსაკუთრებით მათ, ვისაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა წამლების მიმართ);
- ცხვირის ღრუს ინფექციების პროფილაქტიკა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში;
- მუდმივი მავნე ზემოქმედებისგან ზედა სასუნთქი გზების დაცვა (თამბაქოს მწეველები, ავტოტრანსპორტის მძღოლები, მტრიან საამქროებში მომუშავეები);
- ცხვირის ღრუს ლორწოვანის მახასიათებლების შენარჩუნება.
მიღების წესები და დოზირება:
პაციენტის ასაკი |
გამოყენება სამკურნალო მიზნით |
გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით |
მოზრდილები 16 წლიდან |
2-3 შესხურება 4-8-ჯერ დღე-ღამეში |
2-3 შესხურება 3-6-ჯერ დღე-ღამეში |
ბავშვები და მოზარდები 7-დან 16 წლამდე |
2 შესხურება 4-6-ჯერ დღე-ღამეში |
2 შესხურება 2-4-ჯერ დღე-ღამეში |
ბავშვები 1-დან 7 წლამდე |
2 შესხურება 4-ჯერ დღე-ღამეში |
1-2 შესხურება 1-3-ჯერ დღე-ღამეში |
ნაზალური წვეთები ბავშვებისთვის გამოიყენება 1 წლის ასაკიდან.
სამკურნალო მიზნით: 2 წვეთი თითოეულ ნესტოში 4-ჯერ დღე-ღამეში.
პროფილაქტიკისთვის: 1-2 წვეთი ნესტოში 2-3-ჯერ დღე-ღამეში.
მკურნალობის კურსი ყველა შემთხვევაში შეადგენს 2-4 კვირას. განმეორებითი კურსი რეკომენდებულია 1 თვის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი არ შეიცავს სინთეზურ დანამატებს და კონსერვანტებს. შესაძლებელია გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად რინიტების მკურნალობის დროს.
შენახვის პირობები და ვადა:
ფლაკონის შიგთავსი სტერილურია, მისი გახსნის შემთხვევაში გამოყენება შესაძლებელია 45 დღის განმავლობაში.