საერთაშორისო დასახელება:

NAPROXSEN SODIUM

მწარმოებელი: ASFARMA, თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: ნაპროქსენი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება; პროპიონის მჟავას წარმოებული;

პრეპარატი გამოხატული ანალგეზიური ეფექტით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

1 ტაბ

ნატრიუმის ნაპროქსენი ........  550მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნატრიუმის ნაპროქსენი წარმოადგენს არანარკოტიკულ ანალგეტიკს. იგი ხასიათდება ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედებით. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით. ნატრიუმის ნაპროქსენი პერორალური მიღებიდან სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის სწრაფი და სრული შეწოვიდან გამომდინარე, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი დგება მიღებიდან 20 წუთის შემდეგ. პლაზმაში მაქხიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1-2 საათში. პრეპარატის სტაბილური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 4-5 დოზის მიღების შემდეგ. ნატრიუმის ნაპროქსენის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 13 საათს. აქტიური ნივთიერების 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს. მიღებული დოზის დაახლოებით 96% გამოიყოფა შარდით შეუცვლელი ნაპროქსენის, 6-0-დიმეთილნაპროქსენის ან ნაპროქსენის კონიუგატის სახით. ნატრიუმის ნაპროქსენი არ იწვევს მეტაბოლიზმის მასტიმულირებელი ფერმენტების ინდუცირებას.

ჩვენებები:

მდგომარეობები რომალსაც ახლავს ტკივილის სინდრომი:

  • ნევრალგია, იშიალგია, თავ-ზურგ-ტვინის თიაქარი, კბილის ექსტაქცია;
  • ეპიზიოტომია, მშობიარობის შემდგომი ტკივილი, ოპერაციის შემდგომი ტკივილი;
  • დისმენორეა, საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმასთან დაკავშირებული ტკივილი;
  • შაკიკის პრიფილაქტიკა და შაკიკის შეტევები;
  • რევმატოლოგიური დაავადებები, რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილოზირებელი სპონდილიტი, რევმატიზმი;

ტრავმატოლოგია:

  • ტრავმები, ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული ოპერაციები;
  • პოდაგრის შეტევები;
  • ანთებითი პროცესებით გამოწვეული ტკივილი, უროლოგიასა და ოტორინოლარინგოლოგიაში;
  • ინფექციური დაავადებების დროს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი საშუალება.

მიღების წესი და დოზირება:

შაკიკის პროფილაქტიკა: 1 ტაბლეტი (550მგ) ორჯერ დღეში. თუ 4-6 კვირის განმავლობაში არ აღინიშნება გაუმჯობესება, პრეპატარის მიღება წყდება.

შაკიკის მკურნალობა: მწვავე კრიზების დროს, საწყისი დოზაა 1.5 ტაბლეტი (825 მგ.) საჭიროების შემთხვევაში, საწყისი დოზის მიღებიდან ნახევარ საათში შესაძლებელია დაემატოს 1/2-1 ტაბლეტი (275-550 მგ.).

გინეკოლოგიაში გამოიყენება როგორ ტკივილგამაყუჩებელი: საწყისი დოზა 1 ტაბლეტი (550 მგ.), შემდეგ 1/2 ტაბლეტი (275 მგ.) ყოველ 6-8 საათში.

პოდაგრის გამწვავება: მკურნალობას იწყებენ 1.5 ტაბლეტით (825 მგ.), ხოლო 8 საათის შემდეგ 1 ტაბლეტი (550 მგ.) შემდგომი დღეების განმავლობაში მკურნალობა გრძელდება 1/2 ტაბლეტით (275 მგ.) 8 საათიანი შუალდებით კრიზის დამთავრებამდე.

კბილისა და პოსტოპერაციული ტკივილის დროს ინიშნება ტკივლის გაყუჩების, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დაწევის მიზნით. საწყისი დოზაა 1 ტაბლეტი (550 მგ.), ხოლო შემდეგ 1/2 ტაბლეტი (275 მგ.) 6-8 საათიანი შუალედებით.

იუვენილური ართრიტის დროს: ბავშვებში 5 წელზე ზემოთ დღიური დოზა იქნება 10 მგ./კგ-ზე გადაანგარიშებით 2-ჯერ დღეში ყოველ 12 საათში.

რევმატოიუდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის მკურნალობა მოზრდილებში: საწყისი თერაპია: 1-2 ტაბლეტი (550-1100 მგ.) ყოველ 12 საათში.

1. ძლიერი ტკივილი ღამით და/ან დილის შებოჭილობა.

2. პაციენტის გადაყვანა სხვა ანტირევმატოიდული საშუალებებიდან აქსენ ფორტეზე.

3. ტკივილის დროს, რომლებიც მიანიშნებს ოსტეოართრიტის საწყის პერიოდზე, მკურნალობა საჭიროა დაიწყოს 1.5-2 ტაბლეტით (825-1100 მგ.) და გაგრძელდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში.

შემანარჩუნებელი თერაპიული დოზა: 1-2 ტაბლეტი (550-1100 მგ.) ყოველ 12 საათში. დილისა და საღმოს დოზები განისაზღვრება პაციენტის ჩივილების მიხედვით.

შემანარჩუნებელი თერაპიისას ეფექტურია აქსენ ფორტეს ერთჯერადი მიღება. ინიშნება დილით ან საღმოს (550-1100 მგ.).

სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1375 მგ.-ს, ხოლო პაციენტებში რომლებიც კარგად იტანენ პრეპარატს და ანამნზში არ აღენიშნებათ გასტროინტესტინალური დაავადებები, სადღეღამისო დოზა შესაძლოა გაიზარდოს 1850 მგ.-მდე, მოკლე მკურნალობის კურსით.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ნაპროქსენის მიმართ, რინიტი და/ან ალერგიული გამონაყარი სხვა აასს-ებზე;

* კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, მიდრეკილება წყლულის ჩამოყალიბებასა და სისხლდენასაკენ;

* ”ასპირინული ”ასთმა.

განსაკუთრებული მითითებანი:

– პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ნატრიუმის ნაპროქსენი ინიშნება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. სხვა აასს-ებთან შედარებით ნატრიუმის ნაპროქსენი გაცილებით ნაკლებად იწვევს წყლულის ჩამოყალიბებასა და სისხლდენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

- ნატრიუმის ნაპროქსენი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ამ შემთხვევაში აუცილებელია შრატში კრეატინინის დონისა და/ან კრეატინინის კლირენსის კონტროლი.

-ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ფუნქციონალური ტესტების ცვლილების შემთხვევაში, აუცილებელია ნაპროქსენით მკურნალობის შეწყვეტა.

- გულის უკმარისობის მქონე  პაციენტებში რეკომენდებულია მუდმივი კონტროლი და დღიური დოზის კორექცია.

გამოყენება ბავშვებში:

არ ინიშნება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში. თუმცა იუვენილური ართრიტის დროს ბავშვებში 5 წლის ზევით შესაძლებელია ნატრიუმის ნაპროქსენის მიღება 10მგ/კგ დოზით, ყოველ 12 საათში.

გამოყენება ორსულებში:

ექსპერიმენტულ კვლევებში ცხოველებზე ტერატოგენული მოქმედება არ გამოვლენილა, მაგრამ რამდენადაც აასს-ებმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის სიყვითლე, ვადაგადაცილებული  მშობიარობა, ამდენად ორსულებში ინიშნება მხოლოდ აბსოლიტური ჩვენებისას.

გამოყენება ლაქტაციისას:

არ გამოიყენება. რადგან ნატრიუმის ნაპროქსენის პლაზმის კონცენტრაციის 1% გადადის რძეში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მივლენები ახალშობილებში.

გამოყენება მოხუცებში:

ვინაიდან აასს- ების გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირე ასაკოვან პაციენტებში უფრო ხშირია, ამიტომ ინიშნება დაბალი დოზებით.

გვერდითი ეფექტები:

დისპეფსია, გულისრევა, მსუბუქი პერიფერიული სისხლჩაქცევები, შუილი ყურებში , თაბრუსხვევა.

იშვიათ შემთხვევაში გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, აპლასტიური ანემია, ალერგიული რეაქციები და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

- ნატრიუმის ნაპროქსენი აძლიერებს ჰიდანტოინის, სულფანილამიდებისა და ბეტა-ბლოკერების მოქმდებას, ამდენად აღნიშნულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა დოზის კორექცია.

- ორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად  გამოყენებისას საჭიროა  დოზის კორექცია.

- პრობენეციდთან ერთად გამოყენებისას ნატრიუმის ნაპროქსენის პლაზმური კონცენტრაცია და ნახევრადგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება.

- სიფრთხილეა საჭირო ნატრიუმის ნაპროქსენის მეტოტრექსატთან ერთად გამოყენებისას, რადგან შესაძლოა მეტოტროქსატის ტიქსიურობის მომატება მისი ტუბულარული სეკრეციის შემცირების გამო.

- შესაძლოა გამოვლინდეს ნატრიუმის ნაპროქსენის ურთიერთქმდება ფუროსემიდთან ერთად გამოყენებისას, კერძოდ იგი ამცირებს ფუროსემიდის ნატრიურეზულ ეფექტს.

– ნატრიუმის ნაპროქსემი აქვეითებს პროპანოლოლისა და სხვა ბეტა-ადრენობლოკატორების ჰიპოტენზიურ მოქმედებას.

შენახვის პირობები:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, შეფუთულ მგდომარეობაში 30ºC-ზე ქვემოთ. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია