აქსიომინი
სელენიუმი 200 მკგ
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს სელენიუმს 200 მკგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მიკროელემენტი, ანტიოქსიდანტი, იმუნომოდულატორი.
გამოყენების ჩვენება:
- არასასურველი ეკოლოგიური გარემოს უარყოფითი ზემოქმედების ( რადიაცია და სხვა) და მავნე ჩვევების (თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მიღება და სხვა) შემცირების მიზნით;
- ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაცივების საწინააღმდეგოდ;
- მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს;
- აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის ინფექციური დაავადებებისას;
- სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობის დროს;
- არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვების დროს.
- იოდდეფიციტის დროს
- სელენის უკმარისობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის;
გამოყენების წესი და დოზირება:
აქსიომინი ინიშნება საკვების მიღების დროს, წყალთან ერთად.
პრეპარატი რეკომენდირებულია დაენიშნოს მოზრდილებს 1 კაფსულა 1 - ჯერ დღეში 1 - 3 თვის განმავლობაში.
რეკომენდირებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში რამდენჯერმე.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.
განსაკუთრებული მითითებები:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში პრეპარატის გამოყენება ხდება ექიმის რეკომენდაციით.
უკუჩვენება:
პრეპარატის უკუჩვენებას წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ.
ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე:
გავლენას არ ახდენს.
გამოშვების ფორმა:
№30, კაფსულა ბლისტერზე.
შენახვის პირობა:
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
მწარმოებელი:
დსს Aconitum, ინოვაციის ქ. 4, LT-54469, კაუნასი, ლიტვა.