საერთაშორისო დასახელება:

THRIPROLIDINE; PSEUDOEPHEDRINE

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE; დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: ტრიპლორიდინის ჰიდროქლორიდი

+ფსევდოეფედრინის ჰიდროქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დეკონგესტანტი, ანტიალეგრიული საშუალება.

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 12 ც.

1 ტაბ.

ტრიპროლიდინის ჰიდროქლორიდი .........     2.5 მგ

ფსევდოეფედრინის ჰიდროქლორიდი .........  60 მგ

სიროფი: ფლაკონში 100 მლ

5 მლ

ტრიპროლიდინის ჰიდროქლორიდი ....     1.25 მგ

ფსევდოეფედრინის ჰიდროქლორიდი ......  30 მგ

არააქტიური ინგრედიენტები:

ლაქტოზა, სახამებელი, ოვიდონე 30, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები:

ზედა სასუნთქი გზების დაავადებების (ალერგიული რინიტი, ვაზომოტორული რინიტი, გაციება, გრიპი) სიმპტომების საწინააღმდეგოდ, როდესაც საჭიროა ანტიჰისტამინური და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: თითო ტაბ. 3-ჯერ დღეში.

მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: 10 მლ სიროფი 3-ჯერ დღეში; 6-12 წლის ასაკის ბავშვებში: 5 მლ სიროფი 3-ჯერ დღეში,

2-5 წლის ასაკის ბავშვებში: 2.5 მლ სიროფი 3-ჯერ დღეში;

6 თვიდან  - 2 წლის ასაკის ბავშვებში: 1.25მლ სიროფი 3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ცნს-ის აღგზნების სიმპტომები ვლინდება ფსევდოეფედრინის გამოყენების დროს, როგორიცაა: უძილობა, ჰალუცინაციები, იშვიათად გამონაყარი კანზე, შარდის შეკავება, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია.

ტრიპროლიდინი ხასიათდება ანტიჰისტამინური მოქმედებით. იგი იწვევს: ძილიანობას, იშვიათად გამოყანარს კანზე, პირის, ცხვირის და ყელის სიმშრალეს, ტაქიკარდიას.

უკუჩვენებები:

 

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
  • მძიმე ხარისხის არტერიული ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების დროს;
  • ღვიძლის მძიმედ გამოხატული უკმარისობის დროს.

 

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის სათანადოდ შესწავლილი, რის გამოც შესაბამისად მისი გამოყენება ამ დროს არ არის მიზანშეწონილი.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობის, დიაბეტის, ჰიპერთირეოდიზმის, გლაუკომის და წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების დროს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

დაუშვებელია მისი მაოს-ინჰიბიტორებთან, ფურაზოლიდონთან, ფსევდოეფედრინთან, ანტიდეპრესანტებთან, ფსიქოსტიმულატორებთან, სხვა სიმპათომიმეტურ ამინებთან, ალკოჰოლთან კომბინირება.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   4 წელი.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია