ათქ.კლასიფიკაციის კოდი - B06AB
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები; ცხოველების სისხლის დიალიზატის პრეპარატები
ნოზოლოგიური ჯგუფი - ცნს-ზე მოქმედი საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
50 და 100 დრაჟე ფორტე მინის ფლაკონში
გარსით დაფარული დრაჟე ფორტე შეიცავს ხბოს სისხლის დეპროტეინირებული ჰემოდერივატის 200 მგს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
აქტოვეგინი® არის ძლიერი ანტიჰიპოქსანტი, ააქტივებს გლუკოზისა და ჟანგბადის მეტაბოლიზმს.
აქტოვეგინი® შეიცავს მხოლოდ ფიზიოლოგიურ ნივთიერებებს, რომელთა მოლეკულური მასა 5000 დალტონზე ნაკლებია. მოლეკულურ დონეზე ეს პრეპარატი ზრდის ჟანგბადის მოხმარებისა და უტილიზაციის უნარს (ზრდის მდგრადობას ჰიპოქსიისადმი), გლუკოზის მოხმარებასა და ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს. ყველა ამ პროცესის ჯამური ეფექტი აძლიერებს უჯრედის ენერგეტიკულ მდგომარეობას, განსაკუთრებით უკმარისობის პირობებში.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატ აქტოვეგინი®-ს ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლების (აბსორბცია, განაწილება და აქტიური ინგრედიენტების ელიმინაცია) შესწავლა ფარმაკოკინეტიკური მეთოდებით შეუძლებელია, რადგან იგი მხოლოდ ორგანიზმში არსებული ფიზიოლოგიური კომპონენტებისგან შედგება. რაც შეეხება მოქმედების ხანგრძლივობას, ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებისა და კლინიკური გამოკვლევების დროს შესწავლილმა სხვადასხვა პარამეტრებმა გვიჩვენა, რომ პრეპარატ აქტოვეგინის ეფექტი გამოვლინდება პარენტერული ან პერორალური მიღებიდან არა უგვიანეს 30 წუთში და მაქსიმუმს 3საათში აღწევს. დღემდე არ არის აღმოჩენილი ჰემოდერივატების ფარმაკოლოგიური ეფექტის დაქვეითება შეცვლილი ფარმაკოკინეტიკის მქონე ავადმყოფებში (მაგ: ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა, ასაკობრივი მეტაბოლური ცვლილებები, მეტაბოლიზმის თავისებურება ახალშობილებში). ადგილობრივი სამკურნალო ფორმების მოქმედება გამოიხატება აპლიკაციაში. ეს დადგინდა განმეორებითი აპლიკაციებით ერთი და იგივე პაციენტებში. ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების მონაცემები მოწმობენ პრეპარატ აქტოვეგინის უსაფრთხოებაზე მისი სისტემური გამოყენების დროს.
ჩვენებები
გამოიყენება შემანარჩუნებელი თერაპიის სახით ცერებრული სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლილობის დროს. ცერებრული სისხლის მიმოქცევის დარღვევისას გამოიყენება როგორც ინექციური ან ინფუზიური მკურნალობის გაგრძელება.
მიღების წესები და დოზები
აქტოვეგინი დრაჟე ფორტე მიიღება ჭამის წინ დაუღეჭავად, მცირეოდენი სითხის მიყოლებით. თუ არ არის სხვა რეკომენდაციები, პრეპარატი მიიღება შემდეგი დოზებით: 1-2 დრაჟე ფორტე 3ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 4-6 კვირა.
გვერდითი მოვლენები
პაციენტის ალერგიული წინასწარგანწყობის დროს, იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები (მაგ: ჭინჭრის ციება, ტემპერატურის მომატება, შოკი). დოზის გადაჭარბებისას შეიძლება აღმოცენდეს სიმპტომები კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ.
უკუჩვენება
პრეპარატ აქტოვეგინის კომპონენტების მიმართ ალერგიული წინასწარ განწყობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისას პრეპარატ აქტოვეგინის® დრაჟე ფორტე მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება დასაშვებია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ამჟამად არ არის დადგენილი.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას, შეფუთვაში! ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
შენახვის ვადა - 36 თვე.
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ნიკომედი ავსტრია გმბხ, ავსტრია
ავსტრია