ფარმაკოლოგიური თვისებები
იგი მიეკუთვნება ადგილობრივ საინექციო საშუალებას. ხასიათდება გამოხატული ზედაპირული საანესთეზიო თვისებებით. არ გააჩნია რეზორბციული მოქმედება. არსებობს მოსაზრება, რომ პერორალური მიღებისას ავლენს ანორექსიგენულ თვისებებს, რაც უკავშირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანზე მის ზემოქმედებას.
ჩვენებები
- კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში შიგნით მისაღებად ლორწოვანი გარსის გაუტკივარებისათვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმისა და ტკივილის დროს, მათ შორის კუჭის წყლულის შემთხვევაში, საყლაპავის მგრძნობელობის მომატების დროს, აგრეთვე
- ჭარბი წონის კორექციისათვის.
- ზედაპირული და ადგილობრივი გამოყენებისათვის.
- კანისა და ლორწოვანის ზედაპირული დაზიანების დროს, ტკივილის, მიოზიტის ზედაპირული ვენების დაავადებების, ბუასილისა და ანუსის მიდამოში ნახეთქების დროს.
დოზირების რეჟიმი
გამოიყენება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში.
რეჟიმი ინდივიდუალურია გამოყენების ჩვენების და პრეპარატის ფორმის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ბენზოკაინის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
საჭიროა პრეპარატის სხვადასხვა ფორმა გამოვიყენოთ შესაბამისი ჩვენების მიხედვით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის ლოკალური გამოყენებისას ურთიერთქმედება არ არის დადგენილი.