საერთაშორისო დასახელება - enalapril maleate
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - C09AA02

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბ. 5 მგ. 30ტ.

ჩვენებები
ბერლიპრილი ®5 ინიშნება სხვადასხვა ფორმის არტერიული ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) დროს, რენოვასკულარული ჰიპერტენზიის ჩათვლით. შეიძლება პრეპარატის გამოყენება მონოთერაპიაში ან წნევის დამწევ სხვა საშუალებებთან, განსაკუთრებით შარდმდენ საშუალებებთან (დიურეტიკებთან) ერთად. პრეპარატი აგრეთვე ეფექტურია გულის ქრონიკული უკმარისობის დროს (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

მიღების წესები და დოზები

ბერლიპრილი ®5 -ს ნიშნავენ ორალურად მისაღებად საკვების მიღების დროის მიუხედავად. არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისას ბერლიპრილი ®5 -ის საწყისი დოზა, ჩვეულებრივ, შეადგენს მოზრდილებისთვის 5მგ. დღე-ღამეში (ბერლიპრილი ®5 -ის ერთი ტაბლეტი). თუ ასეთი დოზა არ ახდენს სისხლის წნევის ნორმალიზებას, დოზა შეიძლება გაიზარდოს 10მგ-მდე დღე-ღამეში (ბერლიპრილი ®5 –ის ორი ტაბლეტი). დოზის მომატება რეკომენდებულია მხოლოდ 3-6 კვირის შემდეგ. დამხმარე დოზა შეადგენს, როგორც წესი, ენალაპრილ მალეატის 10მგ. დღე-ღამეში, ხოლო მაქსიმალური დოზა – 40მგ (2X20მგ) დღე-ღამეში.
დოზირება ზომიერი ფორმით თირკმლის უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი შეადგენს 30-60მლ/წთ. ან, შესაბამისად, სისხლის შრატში კრეატინინის 1,2მგ/დცლ-ზე მაღალი და 1,8მგ./დცლ-ზე დაბალი კონცენტრაციისას) და ხანდაზმული პაციენტებისთვის (65 წელზე მეტი ასაკი)
საწყისი დოზა, რომელსაც დილით ღებულობენ, 2,5მგ. (ბერლიპრილი ®5 - ის 1/2 ტაბლეტი) შეადგენს, შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს, როგორც წესი, 5-10 მგ. დღე-ღამეში (ბერლიპრილი ®5 – ის 1-2 ტაბლეტი), ხოლო მაქსიმალური დოზის – 20მგ დღე-ღამეში (ბერლიპრილი ®5 – ის 4 ტაბლეტი) - გაზრდა რეკომენდებული არ არის.
დოზირება თირკმლის გამოხატული უკმარისობისა (კრეატინინის კლირენსი  30მლ/წთ და ჰემოდიალიზის ჩატარებისას):
საწყისი დოზა, რომელსაც დილით ღებულობენ, 2,5მგ. (ბერლიპრილი ®5 1/2 ტაბლეტი) შეადგენს, დამხმარე დოზა შეადგენს, როგორც წესი, 5 მგ. დღე-ღამეში (ბერლიპრილი ®5 1 ტაბლეტი), ხოლო მაქსიმალური დოზის – 10მგ დღე-ღამეში (ბერლიპრილი ®5 - ის 2 ტაბლეტი) - გაზრდა რეკომენდებული არ არის.
პაციენტები, რომლებსაც ჰემოდიალიზი უტარდებათ, ღებულობენ პრეპარატს დიალიზის სეანსის შემდეგ. გულის უკმარისობისას ბერლიპრილი ®5 ინიშნება, დაწყებული 2,5მგ.-დან (რაც შეესაბამება ბერლიპრილი ®5 - ის 1/2 ტაბლეტს) და მიიღება დილით. დოზირების გაზრდა შეიძლება განხორციელდეს თანდათან, ჩატარებულ თერაპიაზე პაციენტების ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით. დამხმარე დოზა შეადგენს, როგორც წესი, 5-10მგ დღე-ღამეში (ბერლიპრილი ®5 - ის 1-2 აბი), ხოლო მაქსიმალური დოზა – 20მგ დღე-ღამეში (ბერლიპრილი ®5 - ის 4 ტაბლეტი) – არ უნდა გაიზარდოს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თერაპიის ეფექტურობაზე. ყველა შემთხვევაში არტერიალური წნევის მეტისმეტად გამოხატული დაცემისას პრეპარატის დოზას თანდათან ამცირებენ. პრეპარატი გამოიყენება როგორც მონოთერაპიისას, აგრეთვე სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად.

გვერდითი მოვლენები

ბერლიპრილი ®5 მთლიანობაში კარგი ამტანიანობით ხასიათდება და უმეტეს შემთხვევაში არ იწვევს გვერდით რეაქციებს, რომელიც მოითხოვს პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტას.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: შემთხვევების 2-3% - თავის ტკივილი, თავბრუდახვევა, მომატებული დაღლილობა.
სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა, ქოშინი აღენიშნება პაციენტთა 2%-ზე ნაკლებს.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა, იშვიათად – პანკრეატიტი, ღვიძლის უკმარისობა, დისპეპსური მოშლილობები.
გულ-სისხლძრღვთა სისტემის მხრივ: არტერიალური ჰიპოტენზია, გულის წასვლა, ძალიან იშვიათად – გულის რითმის დარღვევა, სტენოკარდია.
ლაბორატორული ანალიზები: პროტეინურია, ჰიპერკალიემია, ღვიძლის ტრანსამინაზის აქტიურობის ამაღლება, სისხლში ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, ნეიტროპენია.
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, სახის, ხორხის ანგიონევრული შეშუპების ცალკეული შემთხვევები. ძალიან იშვიათად, მაღალი დოზებით პრეპარატის მიღებისას – უძილობა, ნერვოზული მდგომარეობა, დეპრესია, წონასწორობის დარღვევა, პარესტეზიები, ხმაური ყურებში, თმის ცვენა, წამოხურება, გლოსიტი, იმპოტენცია; პაციენტებში აუტოიმუნური დაავადებებით – აგრანულოციტოზი.

უკუჩვენება

მომატებული მგძნობელობა ენალაპრილის და ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორების მიმართ, ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპების არსებობა, რომელიც დაკავშირებულია აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობასთან, ორსულობა, ლაქტაცია, ბავშვთა ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები
თირკმელების დაქვეითებული ფუნქციის მქონე ავადმყოფებს შეიძლება შეუმცირდეთ ერთჯერადი დოზა ან გაეზარდოთ ინტერვალები მიღებებს შორის. განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება პრეპარატი აუტოიმუნური დაავადებების, ღვიძლის ფუნქციის დარღვევების, სითხისა და მარილის დაკარგვის დროს იმუნოდეპრესანტებთან და სალურეტიკებთან ერთად, აგრეთვე თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზის ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზის დროს, თირკმლების ტრანსპლანტაციის, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის შემდეგ, სისხლში ალდოსტერონის კონცენტრაციის პირველადი ამაღლების დროს. სალურეტიკებით წინამკურნალობის შემთვევაში, კერძოდ, ავადმყოფებში გულის ქრონიკული უკმარისობით ამაღლებს ორთოსტატიკური ჰიპოტონიის განვითარების რისკს, ამიტომ ბერლიპრილი ®5 -ის მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია სითხისა და მარილების დაკარგვის კომპენსირება. პარაფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის გამოკვლევის წინ ბერლიპრილი ®5 -ის მიღება უნდა შეწყდეს. ბერლიპრილი ®5 -ის ერთდოულად მიღებისას ჰემოდიალიზის (სისხლის გაწმენდა) ჩარჩოებში გარკვეული მემბრანების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქციები, თითქმის შოკამდე.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: არტერიული ჰიპოტენზია.
მკურნალობა: საჭიროა დავაწვინოთ პაციენტი და ფეხები ავუწიოთ. დოზის გადაჭარბების მსუბუქ შემთხვევებში პაციენტს უნიშნავენ მარილის ხსნარს შიგნით მისაღებად. უფრო სერიოზულ შემთხვევებში – სტაციონარულ პირობებში პაციენტის მიმართ ატარებენ ისეთ ზომებს, რომლებიც მიმართულია არტერიული წნევის სტაბილიზირებაზე; ფიზიოლოგიური ხსნარის ან პლაზმის შემცვლელების ინტრავენური შეყვანა.
შესაძლოა ჰემოდიალიზის გამოყენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ბერლიპრილი 5 - ის დანიშვნისას სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად შესაძლებელია ბერლიპრილი ®5 - ის ჰიპოტენზიური ეფექტის დაქვეითება; კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებთან – შესაძლებელია ჰიპერკალიემია; ლითიუმის მარილებთან – ლითიუმის გამოდევნის შენელება. მკურნალობის პერიოდში აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების მიღება, რადგან ალკოჰოლი აძლიერებს პრეპარატის ჰიპოტენზიურ მოქმედებას. ბერლიპრილი ®5 - ის ერთდროული მიღება სიცხის დამწევ და ტკივილის გამაყუჩებელ, ანტიჰიპერტენზიურ პრეპარატებთან ერთად შეიცლება შეამციროს ბერლიპრილი ®5 - ის ეფექტურობა. ბერლიპრილი ®5 ასუსტებს თეოფილინის შემცველი პრეპარატების მოქმედებას. ციმეტიდინი აგრძელებს ბერლიპრილი ®5 - ის მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
3 წელი
ვარგისიანობის ვადის დასრულების თარიღი მინიშნებულია დასაკეც მუყაოს კოლოფზე. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
BERLIN-CHEMIE AG
გერმანია

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია