ფორმა, შეფუთვა: შემადგენლობა-

1) ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის: ფლაკონში 30 მლ, 120 მლ და 1000 მლ

1 მლ შიცავს 100 მგ პოვიდონ-იოდს;

სხვა ინგრედიენტები: გლიცერინი, ნონოქსინოლი, 9, ლიმონმჟავა, დინატრიუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.

2) ვაგინალური სანთლები: შეფუთვაში 7 და 14 ც.

1 სანთელი შეიცავს 200 მგ პოვიდონ-იოდს;

სხვა ინგრედიენტი: მაკროგოლი 1000.

3) მალამო: ტუბში 20 გ

1 გ შეიცავს 100 მგ პოვიდონ-იოდს;

სხვა ინგრედიენტები:  ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, პოლიეთილენგლიკოლი 400, 1000, 1500, 4000 და გამოხდილი წყალი.

მწარმოებელ - უნგრეთი EGIS PHARMACEUTICALS PLC

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: პოვიდონ-იოდი (პვპ-იოდი) ანადგურებს მიკროორგანიზმებს. ის ეფექტურად მოქმედებს ბაქტერიების, სოკოების, სპორების, ვირუსების, უმარტივესების (ერთუჯრედიანი ორგანიზმები) წინააღმდეგ. საიმედო დეზინფექცია ახდენს ინფექციის გავრცელების პროფილაქტიკას და ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას. მოქმედების ამ მექანიზმის წყალობით, რეზისტენტობა პრეპარატის მიმართ, ასევე, მეორადი რეზისტენტობა ხანგრძლივი გამოყენების დროს მოსალოდნელი არ არის.

პვპ-სთან კომპლექსის წარმოქმნის შედეგად იოდი  უმეტესწილად კარგავს ადგილობრივ გამაღიზიანებელ მოქმედებას, რაც დამახასიათებელია იოდის სპირტხსნარებისათვის და ამიტომ კანი, ლორწოვანი გარსები და ჭრილობის მიდამოები კარგად იტანენ მას.

ამავე დროს იოდი უფერულდება, რის გამოც ყავისფერი შეფერვის ინტენსივობა პრეპარატის ეფექტურობის ინდიკატორია. გაუფერულების შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის მრავალჯერადი წასმა. პვპ-იოდი იხსნება წყალში და ადვილად იწმინდება.

ჩვენება -

- ხელების დეზინფექცია და ლორწოვანი გარსების ანტისეპტიური დამუშავება, მაგალითად, ქირურგიულ ოპერაციამდე, გინეკოლოგიურ და სამეანო პროცედურებამდე შარდის ბუშტის კათეტერიზაციამდე, ბიოფსიამდე, ინექციამდე, პუნქციამდე, სისხლის აღებამდე და, ასევე, პირველი დახმარების სახით ინფიცირებული მასალით შემთხვევითი დაბინძურების შემთხვევაში:

- ჭრილობების და დამწვრობების ანტისეპტიკური დამუშავება;

- ხელების ჰიგიენური და ქირურგიული დედინფექცია;

- ბეტადინის განზავებული ხსნარის გამოყენება შეიძლება ოფთალმოლოგიური ჩარევის დროს და ახალშობილების ოფთალმიის პროფილაქტიკისათივს.

ვაგინალური სანთლები:

მწვავე და ქრონიკული ვაგინალური ინფექციები (კოლპიტი):

- შერეული ინფექციები;

- არასპეციფიკური ინფექციები (ბაქტერიული ვაგინოზი, Gardenella vaginalis);

- გენიტალური ჰერპესი;

- სოკოვანი ინფექციები (Candida albicans), კანდიდოზის ჩათვლით ანტიბიოტიკებით და სტეროიდული პრეპარატებით მკურნალობის შედეგად.

- ტრიქომონიაზი (საჭიროებისამებრ შესაძლოა ჩატარდეს კომბინირებული სისტემური მკურნალობა).

პრეოპერაციული და ოპერაცის შემდგომი დამუშავება საშოზე ქირურგიული ოპერაციის წინ და შემდეგ, ასევე სამეანო და დიაგნოსტიკური პროცედურები.

მალამო:

ბეტადინი მალამო - ფართო სპექტრის ანტისეპტიური საშუალებაა ადგილობრივი გამოყენებისათვის, ასევე ინფექციის პროფილაქტიკისათვის მცირე ზომის ჭრილობების და ნაკაწრების, მცირე დამწვრობების და მინიმალური ქირურგიული პროცედურების დროს. პრეპარატი რეკომენდებულია კანის სოკოვანი და ბაქტერიური ინფექციების, ასევე ნაწოლების და ტროფიკული წყლულების სამკურნალოდ.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი

ხსნარი

ბეტადინის ხსნარი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის განზავებული და განუზავებელი სახით. ხსნარი არ უნდა განზავდეს ცხელი წყლით. დასაშვებია ხანმოკლე შეთბობა სხეულის ტემპერატურამდე. ხსნარი არ არის განკუთვნილი შიგნით მისაღებად.

კანის პრეოპერაციული დეზინფექციის დრო აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ავადმყოფის ქვეშ არ დარჩეს ხსნარის ზედმეტი რაოდენობა (კანის გაღიზიანების შესაძლებლობის გამო).

დოზირება:

ბეტადინის განუზავებელი ხსნარის გამოყენება საჭიროა ჭრილობების დამუშავებისათვის (დამწვრობები და სხვა ჭრილობები), ხელების და კანის დასამუშავებლად ქირურგიულ ოპერაციამდე, შარდის ბუშტის კათეტერიზაციამდე, ინექციამდე, პუნქციამდე და ა.შ. ბეტადინის ხსნარის გამოყენება შეიძლება დღეში რამდენჯერმე. ხელების დეზინფექციის დროს საჭიროა შემდეგი წესების დაცვა:

- ხელების ჰიგიენური დეზინფექცია: განუზავებელი ხსნარის 3 მლ 2-ჯერ - ყოველი დოზა 3 მლ-ის ოდენობით რჩება კანზე, 5 წუთის განმავლობაში;

- ხელების ქირურგიული დეზინფექცია:

განუზავებელი ხსნარის 5 მლ 2-ჯერ  ყოველი დოზა 5 მლ-ის ოდენობით რჩება კანზე, 5 წუთის განმავლობაში.

კანის დეზინფექციისათვის განუზავებელი ხსნარი წასმის შემდეგ რჩება გაშრობამდე.

ზემოთ მოცემული ჩვენებებით ბეტადინის ხსნარის გამოყენება შეიძლება წყალსადენის წყლით განზავების შემდეგ. იზოტონური პირობების მიღწევის საჭიროებისას განზავებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას სუფრის მარილის ფიზიოლოგიური ხსნარი ან რინგერის ხსნარი. რეკომენდებულია შემდეგი განზავება: (ცხრილის სახით)

ჩვენებები.     განზავება.     პრეპარატის მოცულობა/გასაზავებელი ხსნარის მოცულობა.

სველი კომპრესი    .1:5-1:10.    200 მლ-100 მლ/1ლ.

ჩაძირვა და მჯდომარე აბაზანები.    1:25.    40 მლ/1 ლ.

ოპერაციისწინა აბაზანა.    1:100.    10მლ/1ლ.

ჰიგიენური აბაზანა.    1:1000.    10მლ/10ლ

საშოს შესხურება. ინტრავაგინალური სპირალის შეყვანა. შორისის დამუშავება. დამუშავება უროლოგიაში    1:25.    4მლ/100მლ

ქრონიკული და ოპერაციის შემდგომი ჭრილობების დამუშავება    1:2-1:20.     50მლ-5მლ/100მლ.

ორთოპედიაში, ტრავმატოლოგიური დამუშავება. დამუშავება პირის ღრუს ოპერაციების დროს    1:10.    10მლ/100მლ.

გამოყენება ოფთალმოლოგიაში: ოფთალმოლოგიურ ქირურგიაში რეკომენდებულია ფიზიოლოგიური ხსნარით და/ან ფოსფატური ბუფერით (იყიდება აფთიაქებში) სტერილურად განზავებული ბეტადინის ხსნარის გამოყენება კონცენტრაციით 1.23-5%. ცხრილის სახით)

დოზირება. განზავება (სტერილურად).

ახალშობილთა ოფთალმიის პროფილაქტიკა.    თითო წვეთი ორივე თვალში.    1:4 ბეტადინის 25 მლ გასაზავებელი ხსნარის 100 მლ-ში.

ხსნარის განზავება საჭიროა უშუალოდ გამოყენების წინ.

ვაგინალური სანთლები

ერთი ვაგინალური სანთელი ღრმად შეიყვანება საშოში საღამოს ძილის წინ. პრეპარატის გამოყენება საჭიროა ყოველდღიურად (მენსტრუაციის დროსაც კი).

არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეიძლება გაგრძელდეს ექიმის დანიშნულებით, დოზამ კი მოიმატოს ბეტადინის ორ ვაგინალურ სანთლამდე ყოველდღიურად.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მკურნალობის შედეგებზე. მკურნალობის კურსი, ჩვეულებრივ, შეადგენს 7 დღეს.

გამოყენების წესი:

ბეტადინის სანთლები ამოღებულ უნდა იქნას გარსიდან და საგულდაგულო დატენიანების შემდეგ შეყვანილ უნდა იქნას ღრმად საშოში. სანთლებით მკურნალობის დროს რეკომენდებულია ჰიგიენური საფენების გამოყენება.

ბეტადინის გამოყენების დავიწყებისას არ მიიღება ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად (ჭარბი დოზირები რისკის გამო). გამოიყენება რეკომენდებული დოზა (1-სანთელი დღეში 1 ან 2-ჯერ).

მალამო

პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვისაა.

- ინფექციების სამკურნალოდ უნდა იქნას წასმული 1 ან 2-ჯერ დღში არა უმეტეს 14 დღისა;

- ინფექციების პროფილაქტიკისათვის უნდა იქნას წასმული 1 ან 2-ჯერ კვირაში მანამ, სანამ საჭიროება მოითხოვს;

- დაზიანებული კანი უნდა გაიწმინდოს და გაშრეს. ბეტადინის მალამო უნდა იქნას წასმული დაზიანებულ ადგილას. დამუშავებული კანი შეიძლება დაიფაროს სახვევით.

გვერდითი მოვლენები: პვპ-იოდი, ჩვეულებრივ, კარგად აიტანება. კანის ზემგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად შენელებული ტიპის ალერგიული რეაქციები - ქავილი, სიწითლე, ბუშტუკები) აღინიშნება ძალიან იშვიათად.

ცალკეულ შემთხვეევებში აღწერილია კანის გენერალიზებული მწვავე რეაქციები არტერიული წნევის დაქვეითებით და/ან სუნთქვის გაძნელებით (ანაფილაქსიური რეაქციები). ბეტადინის ხსნარის ხანგრძლივი გამოყენების დროს შეიძლება მოხდეს იოდის მნიშვნელოვანი რაოდენობის შეწოვა. ცალკეულ შემთხვევებში მიდრეკილების მქონე პირებს შეიძლება აღენიშნოთ იოდით ინდუცირებული ჰიპერთირეოზი.

უკუჩვენება: - მაღალი მგრძნობელობა იოდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ;

- ჰიპერთირეოზი ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების სხვა გამოხატული დარღვევები (ნიშნები: გულისცემის გახშირება, შფოთვა), ასევე, ჰიპერთირეოზის რადიაქტიური იოდით მკურნალობის შემდგომი პერიოდი მყარ გამოჯანმრთელებამდე.

- დურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი;

- ახალშობილებისთვის და ბავშვებისთვის 6 თვემდე ასაკში პვპ-იოდის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მკაცრი ჩვენებით. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების კონტროლი.

ორსულობა დალაქტაცია

პრეპარატის გამოყენება ორსულობის 2 თვის შემდეგ და ასევე, ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი ჩვენებით და საჭიროებს დედის და ბავშვის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე გულდასმით მეთვალყურეობას. ამ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ხანმოკლე დროით.

იოდი გადის პლაცენტარულ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები: ვინაიდან შეუძლებელია ჰიპერთირეოზის განვითარების გამორიცხვა პვპ-იოდის ხანგრძლივი (14 დღეზე მეტხანს) გამოყენება ან მისი დიდი რაოდენობით ხმარება ფართო ზედაპირებზე (სხეულის ზედაპირის 10%ზე მეტი) პაციენტებისთვის (განსაკუთრებით ხანდაზმულთათვის) ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების ლატენტური დარღვევებით დასაშვებია მხოლოდ სარგებლის და შესაძლო რისკის გულდასმით შედარების შემდეგ. საჭიროა ამ პაციენტებზე მეთვალყურეობა ჰიპერთირეოზის ადრეული ნიშნების გამოსავლენად და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების სათანადო შესწავლისათვის პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგაც კი (3 თვის განმავლობაში).

პვპ-იოდის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის შთანთქმა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთ გამოკვლევისა და პროცედურის შედეგებზე (ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია, ცილასთან შეკავშირებული იოდის განსაზღვრა, დიაგნოსტიკური პროცედურები რადიაქტიური იოდის გამოყენებით), რის გამოც იოდის პრეპარატებით ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობის დაგეგმა შეიძლება არ მოხერხდეს. პვპ-იოდის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ საჭიროა არანაკლებ 1-4 კვირის ინტერვალის დაცვა.

პოვიდონ-იოდის ჟანგვითმა ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დიაგნოსტიკური ტესტის ცრუ დადებითი შედეგები (მაგალითად, ჰემოგლობინისა და გლუკოზის განსაზღვრა განავალში და შარდში ტოლუიდინის და გვაიაკური ფისების გამოყენებით).

პვპ-იოდის ჟანგვითმა უნარმა შეიძლება გამოიწვიოს ლითონთა კოროზია მაშინ, როდესაც პლასტმასის და სინთეტიკური მასალები, ჩვეულებრივ, არ არის მგრძნობიარე პვპ-იოდის მიმართ. ცალკეული შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ფერის შეცვლა, რომელიც, ჩვეულებრივ, აღდგება.

პვპ-იოდი ადვილად შორდება ტექსტილსა და სხვა მასალებს საპნით და თბილი წყლით. ძნელად მოსაშორებელი ლაქები საჭიროა დამუშავდეს ამიაკით ან ნატრიუმის თიოსულფატით.

ზედოზირება: პვპ-იოდის მნიშვნელოვანი რაოდენობის გამოყენების შემდეგ, შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: ანურია, სისხლმიმოქცევის უკმარისობა, ხორხის შეშუპება სუსტი პულსის ან მისი არარსებობის დროს, ფილტვების შეშუპება, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

ინფორმაცია ექიმებისათვის:

ჭარბი დოზირების მკურნალობა:

სახამებლის ან ცილის შემცველი საკვები პროდუქტების დაუყოვნებლივ შეყვანა (მაგალითად: წყალში ან რძეში გახსნილი სახამებელი). კუჭის ამორეცხვა ნატრიუმის თიოსულფატის 5%-იანი ხსნარით (ან ნატრიუმის თიოსულფატის 10%-იანი ხსნარის 10 მლ-ის ი/ვ შეყვანა) 3 საათიანი ინტერვალებით საჭიროების მიხედვით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: პვპ-იოდის და წყალბადის ზეჟანგის, ასევე, ვერცხლისა და ტაულორიდინის შემცველი ფერმენტული პრეპარატების ერთობლივი გამოყენება ჭრილობების ანტისეპტიკური დამუშავებისათვის, აქვეითებს ურთიერთეფექტურობას. პვპ-იოდის გამოყენება არ შეიძლება ვერცხლისწყლის პრეპარატებთან ერთად, ვერცხლისწყლის ტუტოვანი იოდიდის წარმოქმნის რისკის გამო.

პრეპარატს შეუძლია რეაქციაში შევიდეს ცილებთან და უჯერ ორგანულ კომპლექსებთან, ამიტომ პვპ-იოდის ეფექტი შეიძლება კომპენსირებულ იქნას მისი დოზის მომატებით. არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება, განსაკუთრებით დიდი ზედაპირების დასამუშავებლად პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლითიუმის პრეპარატებს.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:

შენახვის პირობები და ვადა

პრეპარატი ინახება 15-25oC ტემპერატურაზე, მშრალ გრილ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია