საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) -
domperidol, simethicone
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი :
ჯგ: ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები
მწარმოებელი ფირმა - LABORATORIOS CASASCO
მწარმოებელი ქვეყანა - არგენტინა
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი #20
ბიგეტრიკის ტაბლეტები:
თითოეული ტაბლეტი შიცავს:
დომპერიდონი 10.000 მგ, სიმეთიკონი 200.000 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ხორბლის სახამებელი 12.059 მგ, კალციუმის კარბონატი 194.100 მგ, მსუბუქი მაგნიუმის კარბონატი 208.200 მგ,
მიკოკრისტალური ცელულოზა 62.300 მგ, პოვიდონი K-30 83.800 მგ, ნატრიუმის საქარინი 0.600 მგ, ნატრიუმის
კროსკარმელოზა 22.900 მგ, მაგნიუმის სტეარატი 5.880 მგ.
ჩვენებები:
გასტროკინეზური, ღებინების და გაზების დაგროვების საწინააღმდეგო პრეპარატი.
მიღების წესები და დოზები:
ბიგეტრიკის ტაბლეტები: 1-2 ტაბლეტი, 3-4-ჯერ დღეში, სასურველია საკვების მიღებამდე.
გვერდითი მოვლენები:
პირის სიმშრალე, ნაწლავის სპაზმი, შაკიკი, ძილიანობა, ნევროზი, ქავილი.
ანტაგონისტები და ანტიდოტები:
არ წარმოდგენილა
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა დომპერიდონის მიმართ. თუმცა დომპერიდონზე ჩატარებულ კვლევებში ტერატოგენული
ეფექტები არ გამოვლენილა, ორსულებებში პრეპარატის დანიშვნამდე სასურველია მისი რისკის შეფასება.
განსაკუთრებული მითითებები:
იგი არ გამოიყენება ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან ერთად, რადგან ისინი ამცირებენ ბიგეტრიკის თერაპიულ მოქმედებას.
შენახვის პირობები და ვადები:
ინახება ცივ და მშრალ ადგილას, 15-30oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქში გაცემის წესი:
რეცეპტით