ვიტამინების, მიკროელემენტების და მინერალების ბალანსირებული კომპლექსი

შემადგენლობა: ვიტამინები A, B1, B2, B6, B12, C, D3, E, K, კალციუმი, ნიაცინი, პანთოტენის მჟავა, ქრომი, სპილენძი, იოდი, რკინა, მაგნიუმი, მანგანუმი, სელენიუმი, თუთია.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კარტოფილის სახამებელი, სილიკონის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

შემადგენლობა

რაოდენობა ერთ ტაბლეტში

შემადგენლობა

რაოდენობა ერთ ტაბლეტში

ვიტამინი A

3000 ს.ე.

ნიაცინი(ვიტ. B3)

20 მგ

ვიტამინი B1

1.5 მგ

პანთოტენის მჟავა(ვიტ. B5)

10 მგ

ვიტამინი B2

1.7 მგ

ქრომი

120 მგ

ვიტამინი B6

2 მგ

სპილენძი

2 მგ

ვიტამინი B12

6 მკგ

იოდი

150 მგ

ვიტამინი C

60 მგ

რკინა

18 მგ

ვიტამინი D3

400 ს.ე.

მაგნიუმი

100 მგ

ვიტამინი E

30 ს.ე.

მანგანუმი

2 მგ

ვიტამინი K

80 მკგ

სელენიუმი

60 მკგ

კალციუმი

100 მგ

თუთია

15 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები: ბილივიტი არის  ვიტამინების, მინერალების და მიკროელემენტების ბალანსირებული  კომპლექსი, რომელიც წარმოდგენილია ბიოლოგიურად აქტიური, ადვილად ასათვისებელი ნაერთების სახით. იგი ხელს უწყობს  ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალურ მიმდინარეობას,  ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას. ასევე, ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს გარემოს მავნე ფაქტორებისა და სხვადასხვა დაავადებების მიმართ.

ბილივიტის მოქმედება:

- ახდენს მეტაბოლური პროცესების აქტივაციას და ზრდის ენერგიას - კალციუმის, სპილენძის, იოდის, რკინის, მაგნიუმის, მანგანუმის, ნიაცინის, პანთოტენის მჟავასა და B1, B2, B6, B12, და C ვიტამინების საშუალებით.

- აძლიერებს იმუნურ სისტემას - თუთიის, სელენიუმის, ფოლიუმის მჟავას, სპილენძის, რკინისა და   A, B6, B12, C, D3 ვიტამინების საშუალებით.

- იცავს უჯრედებსა და ქსოვილებს - სპილენძის, მანგანუმის, სელენიუმის, თუთიის და B2, C,  E ვიტამინების საშუალებით.

- ხელს უწყობს ჰემოგლობინის და სისხლის წარმოქმნას -  ფოლიუმის მჟავის, რკინისა და  B2, B6,  B12 ვიტამინების საშუალებით.

- ხელს უწყობს კუნთოვანი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას - კალციუმის, მაგნიუმის და D3 ვიტამინის საშუალებით.

- აუმჯობესებს მხედველობას - თუთიისა და A  და B2 ვიტამინების საშუალებით.

- ზრდის ძვლის ქსოვილის სიმკვრივეს - კალციუმის, მაგნიუმის, მანგანუმის, თუთიის, ვიტამინი-D3 და ვიტამინი-K საშუალებით.

- უზრუნველყოფს კანის სიჯანსაღეს - თუთიის, სპილენძის, ნიაცინის, იოდისა და A და B2 ვიტამინების საშუალებით.

ჩვენებები:

  • ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის პროფილაქტიკა;
  • უმადობა, არარეგულარული და არაბალანსირებული კვება ან დიეტების დროს;
  • ზრდაში ჩამორჩენა, არასაკმარისი ფიზიკური განვითარება
  • გადატანილი დაავადებების შემდგომ, გამოჯანმრთელების პერიოდი;
  • ორგანიზმის დაქვეითებული იმუნიტეტი;
  • კომპლექსურ თერაპიაში ანტიბიოტიკებთან;
  • გაძლიერებული გონებრივი და ფიზიკური აქტივობა;

 

უკუჩვენება: პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

მიღების წესი და დოზირება:

ბავშვებში 11 წლის ზემოთ და მოზრდილებში - 1 ტაბლეტი დღეში ერთჯერ.

მიიღება უშუალოდ ჭამის შემდეგ. სასურველია დღის პირველ ნახევარში. თერაპიის რეკომენდებული კურსია ერთი თვე.

გამოშვების ფორმა: #30 ტაბლეტი

შენახვის წესები: ინახება  გრილ და მშრალ პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

მწარმოებელი: PHARMACY Laboratories S.C.

ვისელკის ქ. # 57, 04-830, ვარშავა, პოლონეთი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია