ფორმა, შეფუთვა: კაფსულები - შეფუთვაში 20 ც.

შემადგენლობა: 1 კაფს. შეიცავს 80 მგ Ginkgo bilobae-ს ფოთლების მშრალი სტანდარტიზირებული ექსტრაქტს,  (24% გინკგოს ჰეტეროზიდები (Ginkgo flavon glycosides) და 6% გინკგოლიდ ბილობალიდები (Terpene lactones)).

მწარმოებელი - საქართველო  GMP

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისხლის მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ბილობა-რიცი ფორტე მცენარეული წარმოშობის პრეპარატია.

ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები: ფლავონოიდური გლიკოზიდები, გინკგოლიდები და ბილობალიდები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და მის რეოლოგიურ მახასიათებლებს, აფართოებენ სისხლძარღვებს და ხელს უწყობენ მათი კედლების ელასტიკურობის ზრდას, აფერხებენ თრომბიციტების აგრეგაციას.

პრეპარატი ახდენს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას, ახასიათებს ქსოვილებზე ანტიჰიპოქსიური მოქმედება. აუმჯობესებს თავისი ტვინში სისხლის მიმოქცევას, ჟანგბადისა და გლუკოზის მიწოდებას.

აუმჯობესებს კიდურებში სისხლის მიმოქცევას, მიკროცირკულაციას და ვენების ტონუსს. გამოხატული აქვს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება თავის ტვინსა და პერიფერიულ ქსოვილებზე.

ჩვენება:

- სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულაციური ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობის ასაკი), რომელსაც ახლავს უყურადღებობის და/ან მეხსიერების, ინტელექტუალური შესაძლებლოების დაქვეითება, შიშის შეგრძნება, ძილის დარღვევა;

- პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი;

- ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია);

- ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია;

- დიაბეტური რეტინოპათია.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი ინიშნება თითო კაფსულა დღეში 2-ჯერ (დილას და საღამოს). მდგომარეობის გაუმჯობესება აღინიშნება ერთი თვის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 თვეა. საჭიროებისას შესაძლებელია განმეორებითი კურსის ჩატარება.

კაფსულები ინიშნება კვებისგან დამოუკიდებლად, წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი.

უკუჩვენება: - ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდი;

- პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები: არ არის რეკომენდებული პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღება.

ზედოზირება: პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არის რეკომენდებული ბილობა-რიცი ფორტეს და აცეტილსალიცილის მჟავას ან ანტიკოაგულანტების ერთდროული მიღება.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 2 წელი

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია